გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/822
სათაური: მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ხელშემწყობი ეკონომიკური პოლიტიკა
ავტორები: ბაბუციძე, თეიმურაზ 
ხელმძღვანელი: გველესიანი, რევაზ 
ხარისხის სახელი: MSc in Economics
ეკონომიკის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: ეკონომიკა / Economics
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Economics and Business 
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: მცირე და საშუალო მეწარმეობა
მცირე და საშუალო მეწარმეობის ფორმირებისა და განვითარების ხელშემწყობი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგები ბალტიის ქვეყნებში
მცირე და საშუალო მეწარმეობის არსებული მდგომარეობა და განვითარების შესაძლებლობები საქართველოში
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
It has been many years since Georgia has been in post Soviet Transformation phase and faces big challenges after obtaining independence. Creating a favorable environment for small and medium sized business is crucial for the country. The following work represents a supportive economic policy for small and medium sized businesses – the government policy which should provide the development of small and medium sized entrepreneurship using targeted intervention and market independence in a given set of economic conditions. The work also discusses the advantages of small and medium size entrepreneurship for individuals as well as the society and the arguments are supported with the corresponding theoretical principles, views and circumstances that were used to stimulate and develop the entrepreneurship. During the last couple of decades, significant economic policy has been carried out. In particular, the changes were made in the tax approach, the borders of government bureaucratic body have been liberalized in terems of entrepreneurial activities.
Despite that, Georgia is not yet standing out due to its level of economic boom, unlike other leading post Soviet countries. At the same time, it is important to distinguish between economic growth and economic development. These two phenomena represent the fundament that should hold an economy during continuous prosperity. The work also highlights those theoretical ground rules that was used for stimulating entrepreneurship and as for the Georgian experience, the work demonstrates the examples of Baltic countries in parallel with the Georgian practice.

საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგომ უკვე მრავალი წელია, რაც, პოსტსაბჭოური ტრანსფორმაციის ფაზაშია და დიდი გამოწვევების წინაშე დგას.
ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა. წინამდებარე ნაშრომში წარმოდგენილია მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ხელშემწყობი ეკონომიკური პოლიტიკა - ანუ სახელმწიფო პოლიტიკა, რომელმაც სახელმწიფოს მიზანმიმართული ჩარევითა და ბაზრის დამოუკიდებლობით ხელი უნდა შეუწყოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებას ეკონომიკის სპეციფიკის გათვალისწინებით. ნაშრომში განხილულია მცირე და საშუალო მეწარმეობის სარგებლიანობა ინდივიდებისა და საზოგადოებისათვის და ეს ყოველივე გაჯერებულია შესაბამისი თეორიული წანამძღვრებით, მოსაზრებებითა და პირობებით, რომლებიც გამოიყენებოდა მეწარმეობის სტიმულირებისა და განვითარებისათვის. უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე მოხდა მნიშვნელოვანი ეკონომიკური პოლიტიკის გატარება.
კერძოდ, ცვლილებები განხორციელდა საგადასახადო მიმართულებით, მოხდა სამეწარმეო საქმისადმი სახელმწიფო ბიუროკრატიული აპარატის ჩარჩოების ლიბერალიზაცია.
მიუხედავად აღნიშნულისა, საქართველო არ გამოირჩევა ეკონომიკის ბუმით ისე, როგორც სხვა მოწინავე პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნები. ამის პარალელურად, მნიშნვნელოვანია ჩამოვაყალიბოთ სხვაობა ეკონომიკურ ზრდასა და ეკონომიკურ განვითარებას შორის. ეს ორი ფენომენი არის ის ფუნდამენტი, რომელსაც უნდა ეყრდნობოდეს ეკონომიკა მუდმივი წინსვლის პირობებში. ნაშრომში ასევე მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული ის თეორიული წანამძღვრები, რომლებიც გამოიყენებოდა მეწარმეობის სტიმულირების მიზნით, ხოლო საქართველოს პოსტსაბჭოთა ტრანსფორმაციაზე პარალელია გავლებული ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, მათ ზრდასთან და განვითარებასთან.
URI: https://openscience.ge/handle/1/822
ჩანს კოლექციებში:ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro babutsidze teimuraz.pdfმცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ხელშემწყობი ეკონომიკური პოლიტიკა1.15 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

127
checked on Jun 9, 2024

გადმოწერა

1,541
checked on Jun 9, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.