Please use this identifier to cite or link to this item:
https://openscience.ge/handle/1/784
Title: | კულტურისა და ქცევის მიმართების საკითხები თანამედროვე ფსიქოლოგიურ ანთროპოლოგიაში | Authors: | ჩხაიძე, თამარ | Advisor: | სურმანიძე, ლალი | Degree Name: | MSc in Psychological Anthropology ფსიქოლოგიური ანთროპოლოგიის მაგისტრი |
Degree Discipline: | ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია (ინტერდისციპლინური) / Psychological Anthropology (interdisciplinary) | Degree Level (0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral): | 1 | Institution: | Ivane Javakhishvili Tbilisi State University ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
Faculty: | Faculty of Social and Political Sciences ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი |
Keywords: | ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია კულტურული მოდელები განწყობის ზოგადფსიქოლოგიური თეორია |
Issue Date: | 2015 | Publisher: | Ivane Javakhishvili Tbilisi State University ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
Abstract: | The present work is an attempt to highlight the importnat role of the interdisciplinary field - Psychological Anthropology in explaning human behaviour. The field gives the opportunity unifying two fields of science – Psychology and Antropology for studying human behaviour. Consequently, the aim of the paper is to describe the intersection of those fields and define the role of contemporary psychological anthropology school - the cultural model school - in discussing the culture and behavior relation problems. The comparison of psychological and anthropological explanations of human behavior identifies the areas where the neccessity of mutual approach is obvious. The systematization of theorethical views about the culture and behavior relation outlined the possibility to integrate the Georgian Psychological School’s explanatory potential in the field of contemporary psychological anthropology. According to the views of current phase of Uznadze’s Set Theory development the dispositional set is considered as an intermediating mental entity between the culture and behavior. Last but not least, the present paper focuses on not only the theoretical issues, but also reviews the neccessary procedures of future empirical research that should be designed according to the theoretical viewpoints discussed in the paper. წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს მცდელობას ადამიანის ქცევის შესასწავლად გამოიკვეთოს ინტერდისციპლინური დარგის - ფსიქოლოგიური ანთროპოლოგიის მნიშვნელობა. აღნიშნული დისციპლინა ადამიანის ქცევის ასახსნელად ორი სფეროს - ანთროპოლოგიისა და ფსიქოლოგიის მონაცემების გაერთიანების შესაძლებლობას იძლევა. შესაბამისად, მოცემული თეორიული ნაშრომის მიზანია აღიწეროს აღნიშნულ სფეროთა თანაკვეთის არეები და განისაზღვროს თანამედროვე ფსიქოლოგიური ანთროპოლოგიის ფარგლებში მოქმედი სკოლების, კერძოდ, კულტურული მოდელების სკოლის როლი კულტურისა და ქცევის მიმართების პრობლემატიკაში. ადამიანის ქცევის ახსნის ფსიქოლოგიური და ანთროპოლოგიური თეორიული კონცეფციების შედარების საფუძველზე კი იდენტიფიცირდეს ის პრობლემები, რომელთა გადასაჭრელად აშკარაა ურთიერთშემავსებელი მიდგომის საჭიროება. კულტურისა და ქცევის მიმართების შესახებ თეორიული შეხედულებების სისტემატიზირების საფუძველზე განსაკუთრებით გამოიკვეთა ქართული ფსიქოლოგიური სკოლის ახსნითი პოტენციალი ამ მიმართულებით. კერძოდ, კულტურისა და ქცევის გამაშუალებელ ფსიქიკურ წარმონაქმნად დისპოზიციური განწყობა დასახელდა, რაც განწყობის თეორიის დამუშავების მიმდინარე ეტაპის შეხედულებებს ეფუძნება. აღსანიშნავია, რომ წინამდებარე ნაშრომში თეორიულ საკითხების განხილვასთან ერთად ყურადღება ეთმობა სამომავლო ემპირიული კვლევის პერსპექტივის დასახვასა და შესაბამისად, კვლევის იმ პროცედურებზე მსჯელობას, რომელიც ნაშრომში განხილულ თეორიულ შეხედულებებს უნდა ითვალისწინებდეს. |
URI: | https://openscience.ge/handle/1/784 |
Appears in Collections: | ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები) |
Files in This Item:
File | Description | Size | Format | |
---|---|---|---|---|
samagistro chkhaidze.pdf | კულტურისა და ქცევის მიმართების საკითხები თანამედროვე ფსიქოლოგიურ ანთროპოლოგიაში | 691.2 kB | Adobe PDF | View/Open |
CORE Recommender
Page view(s)
287
checked on Apr 26, 2024
Download(s)
3,460
checked on Apr 26, 2024
Google ScholarTM
Check
Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.