Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/712
Title: XXI საუკუნის თანამედროვე ქართული ხელოვნების ზოგიერთი ტენდენციის შესახებ ვახო ბუღაძისა და ლევან ხარანაულის შემოქმედების მაგალითზე
Authors: ნინო, ღლონტი 
Advisor: ციციშვილი, მაია 
Degree Name: ხელოვნებათმცოდნეობის მაგისტრი
Degree Discipline: კულტურული მემკვიდრეობა და თანამედროვეობა
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Humanities 
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
Keywords: ვახო ბუღაძე
,,ჩაძირული’’
,,კენტავრის სიყვარული’’
,,სხეულის თავგადასავალი’’
,,თბილისის იპოდრომი’’
,,პოპ არტი’’
ლევან ხარანაული
Issue Date: 2019
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
Quite interesting and important tendencies are observed in modern Georgian Art. It should be
noted that the epochal process of searching and modern environment makes Art even more
diverse, conceptually more meaningful and deep.
Since XIX century in spite of the historical context, Georgian society of artists actively worked
and managed to develop art, as well as remotely, to express and depict epochal drama, history
from their point of view. Especially noteworthy is the generation of artists who appeared in
artists’ circles or spaces of Tbilisi in the 1980-90s and continue their work even nowadays.
Exactly these artists on the road of recent history managed “to revive - restore forgotten past
and the actual present” and to develop art and to say new word despite historical, social and
political contexts.
The Master's thesis deals with the works of artists of present period (1980-90 years), Vakho
Bughadze and Levan Kharanauli, the artists whose works emotionally impress appraisers, they
managed to say a new word and to find such a form of expression, which clearly reflected their
individualism and their attitude towards the work of art.
Although these artists are well known by the society interested in modern Georgian Art, we
should note that in fact there are no scientific researches, art criticisms, and artistic or creative
analysis about them. The aim of the thesis is to review some graphic and scenic series, performed
by these artists in different periods, to identify their characteristics and traits, find parallels with
the work of other contemporary artists or their predecessors, in-depth creativity research and
analysis, in modern Georgian as well as in modern world Art context.

თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი
ტენდენციები შეინიშნება. უნდა აღინიშნოს,რომ ეპოქალური ძიების პროცესი და
თანამედროვე გარემო, კი უფრო მრავალფეროვანს, კონცეფციურად უფრო
დატვირთულს და სიღრმისეულს ხდის ხელოვნებას.
XIX საუკუნიდან მოყოლებული ისტორიული კონტექსტის მიუხედავად, ქართველი
ხელოვანი საზოგადოება აქტიურად იღვწოდა და ახერხებდა, როგორც ხელოვნების
განვითარებას, ასევე დისტანციურად, საკუთარი თვალსაწიერიდან ეპოქალური დრამის,
ისტორიის გამოხატვას და გამოსახვას. განსაკუთრებით საყურადღებოა მხატვართა ის
თაობა, რომელიც თბილისის ხელოვანთა წრეებსა თუ სივრცეებში, სწორედ 1980-90
წლებში გამოჩნდნენ და დღეს-დღეობითაც განაგრძობენ მოღვაწეობას. სწორედ ეს
მხატვრები უახლესი ისტორიის გზაზე ახერხებდნენ ,,მივიწყებული წარსულის და
აქტუალური აწმყოს გაცოცხლება რესტავრაციას’’ და ისტორიული, სოციალური თუ
პოლიტიკური კონტექსტის მიუხედავად ხელოვნების განვიათარებას და ახალი სიტყვის
თქმას.
სამაგისტრო ნაშრომი ეხება მოცემული (1980-90წლების) პერიოდის ხელოვანების ვახო
ბუღაძისა და ლევან ხარანაულის შემოქმედებას, მხატვრების, რომელთა ნამუშევრები
ემოციურად დიდ შთაბეჭდილებას ახდენს შემფასებელზე, მათ მოახერხეს ახალი
სიტყვის თქმა და გამოხატვის ისეთი ფორმის მოძებნა, რომელიც მკვეთრად ასახავდა მათ
ინდივიდუალიზმს და დამოკიდებულებას ხელოვნების ნაწარმოების მიმართ.
მიუხედავად იმისა, რომ მოცემულ ხელოვანებს კარგად იცნობს თანამედროვე ქართული
მხატვრობით დაინტერესებული საზოგადოება, უნდა აღვნიშნოთ, რომ მათ შესახებ
ფაქტობრივად არ არსებობს სამეცნიერო კვლევა, სახელოვნებო კრიტიკა და მხატვრული
თუ შემოქმედებითი ანალიზი. ნაშრომის მიზანია მოცემული მხატვრების სხვადასხვა
პერიოდში შესრულებული, რამდენიმე გრაფიკული და ფერწერული სერიის განხილვა,
მათი მხატვრობის თავისებურებებისა და მახასიათებლების გამოვლენა, პარალელების
მოძიება სხვა თანამედროვე და წინამორბედი მხატვრების ნამუშევრებთან მიმართებით,
შემოქმედების სიღრმისეული კვლევა და გაანალიზება, როგორც თანამედროვე ქართულ, ასევე თანამედროვე მსოფლიო ხელოვნების
კონტექსტში.
URI: https://openscience.ge/handle/1/712
Appears in Collections:ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
ღლონტი ნინო.pdfXXI საუკუნის თანამედროვე ქართული ხელოვნების ზოგიერთი ტენდენციის შესახებ ვახო ბუღაძისა და ლევან ხარანაულის შემოქმედების მაგალითზე4.2 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

211
checked on Apr 19, 2024

Download(s)

586
checked on Apr 19, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.