Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/693
Title: სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტია საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
Authors: სართანია, მიხეილი 
Advisor: შველიძე, დიმიტრი 
Degree Name: საქართველოს ისტორიის მაგისტრი
Degree Discipline: საქართველოს ისტორია
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Humanities 
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
Keywords: სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტია
საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკა
ესერები
Issue Date: 2019
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
Our research topic is about the Socialist-Revolutionary Party of Georgia and its activities in the Democratic Republic of Georgia. The topic mainly focuses on research of information found on press pages, historical-comparative analysis and on definition of this party’s politics. Our main goal is to represent main meaning of `Eserta`? party to society and their role in political life of Georgia.
In addition, within the research we aim to discover for Georgian historiography until now unknown sources about the Socialist Revolutionary Party.
We are discussing following issues around the theme: structure of party, lawmaking and agrarian activity of Georgian Esers, attitude towards other Georgian political parties. We have separate discussion about abovementioned party`s attitude with Armenian `Dashkacuthiun`, because this party`s relationship is in context in Georgia-Armenia war.
Also we have presented biographies of certain Eser leaders.
The issues mentioned above are less studied in Georgian historiography, therefore we assume that it is particularly interesting to inform society about these topics. The issue is relevant as far as the political parties are always in the midst of public life. Politics has been popular in Georgia for a long time and Georgian society is politicized. That is why it should be interesting to get to know one of the most prominent party of the first half of the XX century, the Socialist-Revolutionary Party.

წინამდებარე საკვლევი თემა შეეხება საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიას და მის მოღვაწეობას საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. ნაშრომი ითვალისწინებს ძირითადად პრესის ფურცლებზე აღმოჩენილი ინფორმაციის კვლევას, ისტორიულ-შედარებით ანალიზს და ზოგადად აღნიშნული პარტიის პოლიტიკის განსაზღვრას. ჩვენი უმთავრესი მიზანია საზოგადოების წინაშე მკაფიოდ წარმოვადგინოთ ესერთა პარტიის არსი და მათი როლი საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში.
ამავდროულად, ჩვენ კვლევის ფარგლებში მიზნად ვისახავთ აღმოვაჩინოთ ქართული ისტორიოგრაფიისთვის დღემდე უცნობი წყაროები სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის შესახებ. ნაშრომის გარშემო ჩვენ ვეხებით შემდეგ საკითხებს: პარტიის სტრუქტურა, ქართველი ესერების კანონშემოქმედებითი და აგრარული საქმიანობა, დამოკიდებულება ქართულ პოლიტიკურ პარტიებთან. ცალკე გვაქვს გამოყოფილი ამ უკანასკნელთა ურთიერთდამოკიდებულება სომხურ „დაშნაკცუთიუნთან“, ვინაიდან ამ პარტიასთან დამოკიდებულება წარმოებს საქართველო-სომხეთის ომის კონტექსტში. ცხადია, წარმოდგენილი გვაქვს ცალკეული ესერი ლიდერების ბიოგრაფიებიც.
ზემოთ აღნიშნული საკითხები ნაკლებადაა შესწავლილი ქართულ ისტორიოგრაფიაში, შესაბამისად, ვფიქრობთ, ორმაგად საინტერესოა მისი საზოგადოებისთვის გაცნობა. საკითხი აქტუალურია იმდენად, რამდენადაც პოლიტიკური პარტიები ყოველთვის საზოგადოებრივი ცხოვრების შუაგულში იყვნენ. დიდი ხანია პოლიტიკა საქართველოში პოპულარულია და ქართული საზოგადოებაც დიდ ინტერესს იჩენს პოლიტიკისადმი. ამიტომაც საინტერესო უნდა იყოს XX საუკუნის პირველი ნახევრის ერთ-ერთი გამორჩეული პარტიის - სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის უფრო ფართოდ გაცნობა.
URI: https://openscience.ge/handle/1/693
Appears in Collections:ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
samagistro sarthania.pdfსოციალისტ-რევოლუციონერთა პარტია საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში839.57 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

154
checked on Apr 24, 2024

Download(s)

881
checked on Apr 24, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.