გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/690
სათაური: სამეფო კარის ცერემონიები შუა საუკუნეების საქართველოში
ავტორები: მაზიაშვილი, მაკა 
ხელმძღვანელი: თაბუაშვილი, აპოლონ 
ხარისხის სახელი: საქართველოს ისტორიის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: საქართველოს ისტორია
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Humanities 
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: სამეფო კარი
შუა საუკუნეების საქართველო
მეფე
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
MA thesis deals with issues of the royal ceremonies of medieval Georgia. They had an important role in the middle ages. Several ceremonies are discussed here and overall thesis consists of preface, main part and conclusion. The main part of thesis is divided in seven chapters. The first chapter is about the royal ceremomy of coronation. Second chapter is concerning ceremonies of the royal court (darbazi). Third chapter deals with the issue of the royal banquet, which could be defined as a continuation of previous section. Forth chapter is about appointment ceremony of court officials. Fifth chapter included information on royal clothing of the Georgian sovereigns. Sixth chapter deals with the issue of reception of foreign ambassadors and guests. The last chapter is about the ceremony of royal funeral.
The aim of our thesis is to collect and consider all available information about the royal ceremonies. The topic is significant as it clearly demonstrates the political and the cultural condition of the royal court. It also demonstrates how much society was developed in the middle ages. Discussion on these issues seems to be original approach to the topic just as all these royal ceremonies of medieval Georgian has never been examined utterly in the Georgian historiography. Hence, this is the first attempt to collect all necessary information for analyzes, as much as sources are available, and as a result to draw some conclusions.

სამაგისტრო ნაშრომი ეხება სამეფო კარის ცერემონიებს. ცერემონიები მნიშვნელოვან როლს თამაშობდა შუა საუკუნეების საქართველოში. თემაში განხილულია სხვადასხვა ცერემონია, ხოლო მთლიანი ნაშრომი მოიცავს შესავალს, ძირითად ნაწილსა და დასკვნას. ძირითადი ნაწილი დაყოფილია შვიდ თავად. პირველ თავში აღწერილია მეფის კურთხევის ცერემონია. მეორე თავში ვეცნობით დარბაზობის წესებს, ფორმებს და მათ დანიშნულებას. მესამე თავი მეორე თავის ერთგვარ გაგრძელებას წარმოადგენს, რადგან დარბაზობის შემდეგ ხშირად იმართებოდა პურობა, ხოლო პურობის ცერემონია კარგად ჩამოყალიბებული და სრულყოფილი ცერემონიალით ტარდებოდა. მეოთხე თავი ეხება მოხელეთა დანიშვნის ცერემონიას. მეხუთე თავში მეფის ცერემონიალური სამოსია განხილული. მეექვსე თავი ეთმობა უცხოელი სტუმრის მიღების წესების აღწერას. მეშვიდე თავში განხილულია მეფის დაკრძალვის ცერემონია.
ნაშრომის შესრულების მიზანია ქართული სამეფო ცერემონიების შესახებ მეტ-ნაკლებად სრული ინფორმაციის მოგროვება და მათი განხილვა, აღნიშნული თემა აქტუალურია იქიდან გამომდინარე, რომ ცერემონიების ჩატარების წესები ნათლად მიუთითებენ სამეფო კარზე არსებულ პოლიტიკურ და კულტურულ მდგომარეობას, ასევე, იმას თუ რამდენად განვითარებული იყო საზოგადოება, რა იყო უმაღლესი ქართული საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი და სხვა მრავალი დეტალი. თემის განხილვა ასეთი რაკურსით ერთგვარი სიახლე იქნება, რადგან შუა საუკენეების საქართველოს სამეფო კარის ყველა მნიშვნელოვანი ცერემონია ერთად აღებული ქართული ისტორიოგრაფიაში არ არის განხილული. ეს იქნება პირველი მცდელობა ერთად მოვუყაროთ თავი დაგროვილ ინფორმაციას და განვიხილოთ იმის მიხედვით, რამდენადაც ქართული ისტორიული წყაროები მოგვცემს ამის საშუალებას.
URI: https://openscience.ge/handle/1/690
ჩანს კოლექციებში:ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro maziashvili.pdfსამეფო კარის ცერემონიები შუა საუკუნეების საქართველოში655.25 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

162
checked on Jul 23, 2024

გადმოწერა

2,212
checked on Jul 23, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.