Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/653
Title: პაპობის აღმოსავლური პოლიტიკა და საქართველო-რომის ეკუმენური და დიპლომატიური ურთიერთობა
Other Titles: XIII-XIV საუკუნის 30-იანი წლები
Authors: ევანისელი, გვანცა 
Advisor: წითლანაძე, თეა 
Degree Name: შუა საუკუნეების კვლევების მაგისტრი
Degree Discipline: მედიევისტიკა
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Degree Grantor: 
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Humanities 
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
Keywords: ეკლესიათა ეკუმენური ერთიანობა
სქიზმა
ეკუმენური და დიპლომატიური ურთიერთობები
Issue Date: 2019
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
The selected research topic “Papal Eastern policy and Georgia-Rome ecumenical and diplomatic relations in the 30s of the 13th and 14th centuries” is certainly relevant. The reason for this is the practical importance of profound and extremely objective conclusions concerning the phenomenon of former Uniatism in the contemporary dialogue between Roman Catholic and Georgian Orthodox Churches. In the aforesaid period the policy of the Holy See was completely determined by two important factors: return of the Holy Land and achieving Uniatism between the Western Catholic and Eastern Orthodox Churches. Against this background, Georgia found itself in the scope of papal attention. Our relations had been strengthening since the thirties and fourties of the thirteenth century. This is the period when Georgia fell beneath the Mongol yoke and expected aid from the West.
Thus, our thesis aims to study Georgia–Holy See ecumenical and diplomatic relations within the context of the papal Eastern policy in the 30s of the 13th and 14th centuries. The main purpose of the paper is to answer the following questions:
1. How important was the role of the papacy as an institution in formulation of the Eastern policy of Western countries;
2. What was the role of Catholic teaching on papal primacy in the formulation of the Uniate Ideology and how did Georgian secular and religious authorities use its recognition for diplomatic purposes.
3. We aim to show how the Catholic model of Uniatism was developing in the context of Georgia–Holy See relations and how the Georgian side was manoeuvring diplomatically the problem of Church union.
4. We aim to prove that pontifical missionaries were sent to Georgia not for establishing the Catholic Church, but for strengthening faith in the fight against external enemies that was in the interests of Georgian secular and ecclesiastical authorities.
5. It is proven that the Georgian Orthodox Church split from the Roman Catholic Church neither in 1230 nor in 1240, but in the thirties of the fourteenth century that was officially confirmed at the Council of Ferrara-Florence.
In conformity with the aims and objectives of the paper, historical systematic approach will be applied in the study. Structural-functional analysis that ensures competent research can also be considered as an analysis by the latter approach. Furthermore, comparative-historical and critical-analytical methods will also be applied. Thus partiality will be avoided.

ჩვენს მიერ საკვლევად აღებული თემა - „პაპობის აღმოსავლური პოლიტიკა და საქართველო - რომის ეკუმენური და დიპლომატიური ურთიერთობა (XIII - XIV საუკუნის 30 - იანი წლები)“ უპირობოდ აქტუალურია. ეს განპირობებულია თანამედროვე ქართულ მართლმადიდებლურ და რომაულ კათოლიკურ დიალოგში წარსული უნიატობის ფენომენზე გაკეთებული ღრმა და ობიექტური დასკვნების პრაქტიკული მნიშვნელობით. დასახელებულ პერიოდში წმინდა ტახტის პოლიტიკას მთლიანად განსაზღვრავდა ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი: პირველი - წმინდა მიწის დაბრუნება, მეორე კი დასავლური კათოლიკური და აღმოსავლური მართლმადიდებლური ეკლესიების უნიატობის მიღწევა. ამ ფონზე რომის პაპის ინტერესთა ორბიტაში ექცევა საქართველო. ჩვენი ურთიერთობები ძლიერდება XIII საუკუნის 30-40-იანი წლებიდან. ეს უკვე ის დროა, როცა საქართველო მონღოლთა უღელქვეშ მოექცა და დახმარებას დასავლეთიდან მოელოდა.
ამდენად, ჩვენი ნაშრომი მიზნად ისახავს XIII-XIV საუკუნის 30 - იანი წლების პაპობის აღმოსავლური პოლიტიკის კონტექსტში საქართველო - რომის ეკუმენური და დიპლომატიური ურთიერთობის შესწავლას. კვლევის ძირითადი ამოცანა იქნება შემდეგი კითხვებისთვის პასუხის გაცემა:
1. რამდენად დიდ როლს ასრულებდა პაპობა, როგორც ინსტიტუტი, დასავლეთის სახელმწიფოების აღმოსავლური პოლიტიკის ჩამოყალიბებაში;
2. რა როლს ასრულებდა კათოლიკური მოძღვრება პაპის პრიმატობის შესახებ უნიატური იდეოლოგიის ჩამოყალიბებაში და რამდენად იყენებდნენ ქართველი საერო და სასულიერო მესვეურები მის აღიარებას დიპლომატიური მიზნით;
3. საქართველო - წმინდა ტახტის რელიგიური ურთიერთობის კონტექსტში ვაჩვენოთ როგორ ვითარდებოდა უნიატობის კათოლიკური მოდელი და ქართული მხარე როგორ ლავირებდა დიპლომატიური გზით უნიის პრობლემაზე;
4. დავასაბუთოთ, რომ პაპობა მისიონერებს საქართველოში აგზავნიდა არა კათოლიკური ეკლესიის დასაარსებლად, არამედ გარეშე მტრების წინააღმდეგ ბრძოლაში რწმენის გასაძლიერებლად, რაც ქართველი საერო და სასულიერო მმართველების ინტერესებში შედიოდა;
5. დამტკიცდება, რომ ქართულ მართლმადიდებელი ეკლესია რომაულ კათოლიკურ ეკლესიას დაშორდა არა 1230 ან 1240 წელს, არამედ XIV საუკუნის 30-იან წლებში, რომელიც ოფიციალურად დადასტურდა ფერარა-ფლორენციის კრებაზე.
ნაშრომის მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, კვლევისას გამოვიყენებთ ისტორიულ-სისტემურ მეთოდს. ამ უკანასკნელი მეთოდით ანალიზს შეიძლება მივაკუთვნოთ სტრუქტურული და ფუნქციური ანალიზიც, რომელიც უზრუნველყოფს კომპეტენტური კვლევის ჩატარებას. გარდა ამისა, გამოყენებული იქნება ისტორიულ - შედარებითი და წყაროების კრიტიკული ანალიზის მეთოდები. ამით თავიდან აცილებული იქნება ტენდენციურობა.
URI: https://openscience.ge/handle/1/653
Appears in Collections:ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
samagistro evaniseli.pdfპაპობის აღმოსავლური პოლიტიკა და საქართველო-რომის ეკუმენური და დიპლომატიური ურთიერთობა (XIII-XIV საუკუნის 30-იანი წლები)1.37 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

224
checked on May 18, 2024

Download(s)

1,426
checked on May 18, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.