Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/651
Title: გიორგი წერეთლის სარედაქციო პოლიტიკა გაზეთ „დროებაში“
Authors: ხუცურაული, ნათია 
Advisor: ფრუიძე, ნანა 
ელბაქიძე, მაკა 
Degree Name: ფილოლოგიის მაგისტრი
Degree Discipline: ლიტერატურათმცოდნეობა, ტექსტოლოგია და სარედაქციო-საგამომცემლო საქმე
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Humanities 
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
Keywords: გიორგი წერეთლი
სარედაქციო პოლიტიკა
გაზეთი „დროება“
Issue Date: 2019
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
The newspaper „Droeba", which was published in 1866-1885, left the indelible mark on the Georgian life of the second half of XIX c. It is recognized as the first European edition.
Several editors have been replaced by „Droeba". Our special interest is the first editor of the newspaper, George Tsereteli, who defined the direction and character of the newspaper as well as its structure.
There are some fundamental works that the authors of the Georgian Journalism discuss in the context of the development of the newspaper „Droeba" and its editors and, in particular, George Tsereteli. His editorial policy has not been the subject of the study before.
The goal of our Master's Thesis is to find out how the paper corresponds to the European standard and what is the difference from the previous editions.
We mastered all the numbers from March 4 (16) of 1866 to 10 (22) April 1869; We looked at the structure and financial policy of the newspaper during the period of George Tsereteli. What is the attitude of George Tsereteli as the editor to the literature, who are authors of published texts, the editor’s choice and so on. We have created Frequency charts and diagrams, which gave us an opportunity to make some conclusions.

ზეთმა „დროებამ“, რომელიც 1866-1885 წლებში გამოდიოდა, XIX ს.-ის მეორე ნახევრის საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე წარუშლელი კვალი დატოვა. იგი ჩვენში პირველ ევროპული ტიპის გამოცემადაა აღიარებული.
არსებობის მანძილზე „დროებამ“ რამდენიმე რედაქტორი გამოიცვალა, თუმცა ჩვენს განსაკუთრებულ ინტერესს გაზეთის პირველი რედაქტორი, გიორგი წერეთელი იწვევს, რომელმაც განსაზღვრა როგორც გაზეთის მიმართულება და ხასიათი, ისე - მისი სტრუქტურა.
არსებობს რამდენიმე ფუნდამენტური ნაშრომი, რომელთა ავტორები ქართული ჟურნალისტიკის განვითარების კონტექსტში განიხილავენ გაზეთ „დროებას“ და მსჯელობენ მისი რედაქტორებისა და, კერძოდ, გიორგი წერეთლის შესახებ, მაგრამ ცალკე შესწავლის საგანი მისი სარედაქციო პოლიტიკა არ გამხდარა.
ჩვენი სამაგისტრო ნაშრომის მიზანია გამოარკვიოს, თუ რამდენად შეესაბამებოდა გაზეთი ევროპულ სტანდარტს და რით განსხვავდებოდა ის „დროების“ წინამორბედი გამოცემებისაგან.
ჩვენ შევისწავლეთ „დროების“ 1866 წლის 4(16) მარტიდან 1869 წლის 10 (22) აპრილამდე გამოსული ყველა ნომერი; დავაკვირდით, როგორია გაზეთის სტრუქტურა და ფინანსური პოლიტიკა გიორგი წერეთლის რედაქტორობის პერიოდში; რა დამოკიდებულება აქვს გიორგი წერეთელს როგორც რედაქტორს მხატვრული ლიტერატურის მიმართ, რომელი ავტორების რომელი ტექსტები იბეჭდება „დროებაში“, რითაა განპირობებული რედაქტორის არჩევანი და ა. შ. შევქმენით ე.წ. სიხშირის ცხრილი და დიაგრამები, რომელთა ანალიზმა გარკვეული დასკვნების გამოტანის საშუალება მოგვცა.
URI: https://openscience.ge/handle/1/651
Appears in Collections:ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
samagistro khucurauli.pdfგიორგი წერეთლის სარედაქციო პოლიტიკა გაზეთ „დროებაში“1.7 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

121
checked on May 4, 2024

Download(s)

1,828
checked on May 4, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.