Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/637
Title: ნიკოლოზ ბარათაშვილის ეპისტოლარული მემკვიდრეობა
Authors: ახობაძე, ანა 
Advisor: შარაბიძე, თამარ 
Degree Name: ფილოლოგიის მაგისტრი
Degree Discipline: ქართული ლიტერატურა
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Humanities 
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
Keywords: ნიკოლოზ ბარათაშვილი
პირადი წერილები
სატირა და იუმორი
მე-19 საუკუნე
Issue Date: 2019
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
For the perfect perception of the literary heritage of any writer, it is very important that the personal life of the writer and his inner feelings be taken into account. Such nuances are most clearly detected in epistolary samples. Therefore, a researcher who has decided to study the art work of a writer must get acquainted with the author's personal letters and recordings perfectly well.
The present thesis is another modest attempt of studying the epistolary heritage of Nikoloz Baratashvili. The 18 letters of N. Baratashvili are systematically sorted and distributed to addresses in the thesis. Furthermore, the main notes and the nuances are outlined which are characterized by the cards written to the same person. The general and distinctive signs of the letters are pointed out. We paid particular attention to the fact of what internal proximity connects Baratashvili to the addresses of the letters and accordingly how he expresses his inner experiences. Separate chapters are dedicated to the political situation of that time in Georgia, the old Georgian rules of customs and representation of satire-humor samples. In addition, the self-portrait of Baratashvili and his self-esteem in the letters are highlighted separately about his physical defect and personality.
The above study has outlined parallels between the internal loneliness shown in Baratashvili's poetic and epistolary heritage. As it turned out, the epistolary heritage of Baratashvili is a key to recognizing the feelings that poet has expressed in his own poems.

ნებისმიერი მწერლის ლიტერატურული მემკვიდრეობის სრულყოფილი აღქმისათვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მისი პირადი ცხოვრებისა და შინაგანი განცდების გათვალისწინებას. ამგვარი ნიუანსები კი ყველაზე მკაფიოდ ეპისტოლარულ ნიმუშებში იჩენს თავს. ამიტომ, მკვლევარს, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს სრულფასოვნად შეისწავლოს მწერლის შემოქმედება და პიროვნება, აუცილებლად მართებს სრულფასოვნად გაეცნოს ავტორის პირად წერილებსა და ჩანაწერებს.
წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს, ნიკოლოზ ბარათაშვილის ეპისტოლარული მემკვიდრეობის მეცნიერული შესწავლის კიდევ ერთ მოკრძალებულ ცდას. ნაშრომში სისტემურად დალაგებული და ადრესატების მიხედვით განაწილებულია ნ. ბარათაშვილის 18 წერილი. გამოყოფილია ის ძირითადი ნიუანსები, რომლებითაც ხასიათდება ერთი და იმავე პიროვნებისადმი მიწერილი ბარათები. აღნიშნულია, წერილების საერთო და განმასხვავებელი ნიშნები. განსაკუთრებული ყურადღება აქვს დათმობილი იმის აღნიშვნას, თუ რა შინაგანი სიახლოვე აკავშირებს ბარათაშვილს წერილების ადრესატების მიმართ და ამის მიხედვით როგორ გადმოსცემს ის საკუთარ შინაგან განცდებს. ცალკე თავები ეძღვნება წერილებში ასახული საქართველოს მაშინდელი პოლიტიკური მდგომარეობის ანარეკლის, ძველი ქართული წეს-ჩვეულებებისა და სატირა-იუმორის ნიმუშების წარმოდგენას. აგრეთვე, ცალკეა გამოყოფილი ბარათაშვილის ავტოპორტრეტი და წერილებში დაფიქსირებული მისეული თვითშეფასება საკუთარი გარეგნობისა და ხასიათის შესახებ.
აღნიშნულის კვლევამ გამოკვეთა პარალელები ბარათაშვილის პოეტურ და ეპისტოლარულ მემკვიდრეობაში დაფიქსირებულ შინაგან მარტოსულობას შორის. როგორც აღმოჩნდა, ნ. ბარათაშვილის ეპისტოლარული მემკვიდრეობა ერთგვარი გასაღებია იმ განცდათა ამოცნობისთვის, რომლებიც პოეტს საკუთარ ლექსებში აქვს გადმოცემული.
URI: https://openscience.ge/handle/1/637
Appears in Collections:ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
samagistro akhobadze.pdfნიკოლოზ ბარათაშვილის ეპისტოლარული მემკვიდრეობა1.12 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

283
checked on May 5, 2024

Download(s)

6,927
checked on May 5, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.