გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/632
DC ველიმნიშვნელობაენა
dc.contributor.advisorლორია, კახაბერka
dc.contributor.authorნადირაძე, სოფიოka
dc.date.accessioned2019-11-19T08:57:51Z-
dc.date.available2019-11-19T08:57:51Z-
dc.date.issued2019-
dc.identifier.urihttps://openscience.ge/handle/1/632-
dc.description.abstractXX საუკუნის მწერლობაში ეროვნული იდენტობა, როგორც კულტურული ფენომენი, მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პერიოდი ლიტერატურაში ერთ-ერთ ძალიან რთულ, ტრავმულ პერიოდად აღიბეჭდა. სწორედ ამ ძირითად თემებს ეხება ოთარ ჭილაძე რომანებში „აველუმი“ და „გოდორი“. ის გვაჩვენებს როგორც თითოეული გმირის, ისე მთლიანად მაშინდელი საზოგადოების უკიდურესად მძიმე მდგომარეობას. გვიხატავს ადამიანის ფსიქოტიპს, რომელიც რეპრესიული სისტემის მსხვერპლია. ჩვენი საკვლევი რომანები გამორჩეულია იმით, რომ მწერალი ძალიან ნათლად, მკაფიოდ, მოურიდებლად ასახავს სინამდვილეს და გვაჩვენებს, რა მდგომარეობამდე მიჰყავს ადამიანი საბჭოურ იდეოლოგიას. „აველუმისა“ და „გოდორის“ წაკითხვის შემდეგ მკითხველს საშუალება ეძლევა, წარმოიდგინოს, რა მდგომარეობაში იყო ყველა ის ქვეყანა, რომელიც საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდა. ნაშრომის მიზანია, დავინახოთ, როგორ ცდილობენ რომანის მთავარი გმირები გადარჩენას, როგორ ებრძვიან ისინი დამახინჯებულ მეხსიერებასა და შიშებით დათრგუნულ საკუთარ თავებს. ჩვენს ნაშრომში სიახლეა ის, რომ დაწვრილებით შევისწავლეთ რომანების მთავარი გმირების ფსიქოტიპები. გამოვიკვლიეთ, რა გავლენას ახდენს ამ ფსიქოტიპებზე რეპრესიული სისტემა. „აველუმსა“ და „გოდორს“ შორის დაძებნილი პარალელების კვალდაკვალ ორივე რომანს განვიხილავთ ერთ მთლიანობად, რომელიც საბჭოთა და პოსტსაბოთა პერიოდის საქართველოს ასახავს. ნაშრომი შედგება სამი თავისაგან, პირველ თავში ვისაუბრებთ ოთარ ჭილაძის მოქალაქეობრივ და ლიტერატურულ პორტრეტზე, მეორე და მესამე თავებში კი დაწვრილებით განვიხილავთ მწერლის ბოლო ორ რომანს.ka
dc.language.isokaen
dc.publisherIvane Javakhishvili Tbilisi State Universityen
dc.publisherივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიka
dc.subjectოთარ ჭილაძეka
dc.subjectრეპრესიული სისტემაka
dc.subjectსაბჭოთა და პოსტსაბჭოთა ქართული საზოგადოებაka
dc.subject„აველუმი“ka
dc.subject„გოდორი“ka
dc.titleრეპრესიული სისტემის როლი საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ქართული საზოგადოების ჩამოყალიბებაში ოთარ ჭილაძის რომანების („აველუმი“ და „გოდორი“) მიხედვითka
dc.typemaster thesisen
dc.typeსამაგისტრო ნაშრომიka
thesis.degree.nameფილოლოგიის მაგისტრიka
thesis.degree.level1-
thesis.degree.disciplineქართული ლიტერატურაka
dc.contributor.institutionIvane Javakhishvili Tbilisi State Universityen
dc.contributor.institutionივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიka
dc.contributor.facultyFaculty of Humanitiesen
dc.contributor.facultyჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტიka
item.languageiso639-1ka-
item.cerifentitytypePublications-
item.cerifentitytypePublications-
item.openairetypemaster thesis-
item.openairetypeსამაგისტრო ნაშრომი-
item.openairecristypehttp://purl.org/coar/resource_type/c_bdcc-
item.openairecristypehttp://purl.org/coar/resource_type/c_18cf-
item.fulltextWith Fulltext-
item.grantfulltextopen-
ჩანს კოლექციებში:ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)
ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro nadiradze.pdfრეპრესიული სისტემის როლი საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ქართული საზოგადოების ჩამოყალიბებაში ოთარ ჭილაძის რომანების („აველუმი“ და „გოდორი“) მიხედვით578.95 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
მარტივი ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

163
checked on May 18, 2024

გადმოწერა

1,509
checked on May 18, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.