Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/630
Title: „სხვა ქვეყანა“ ქართულ ფოლკლორში
Authors: სუხიაშვილი, სალომე 
Advisor: მამისიმედიშვილი, ხვთისო 
Degree Name: ფილოლოგიის მაგისტრი
Degree Discipline: ქართული ლიტერატურა
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Humanities 
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
Keywords: ქართული ფოლკლორი
„სხვა ქვეყანა“
სამოთხე და ჯოჯოხეთი
დემონური არსებები
საიქიოს რეპრეზენტაცია
Issue Date: 2019
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
One of the most important and problematic issues in folklore studies is the topic of folk work space. In epic genre texts, main actions are happening far from the ordinary living space of humans, in so called "other world."
In my MA’s work, I discussed such folklore works in which action is happening in “another world” and lives of people of “beyond world”. The theme of "other world” in folklore was so popular that it penetrated both literature and filmography. Countries of Far East Asia are distinguished in this respect, they create “mangas”, so called comics and animated films - "animes".
Research of folklore works gave banal results: paradise and hell, sacral and demonic space, are one of the means of depicting "other worlds". The hero of Epic work has to move around and sometimes he finds himself far away from peoples’ normal living space: In afterworld, in the Holy Place, beside the divine beings, in the hallmark of demons and in the fairy tale, which is represented by greatest diversity of oral telling.
The work is not limited to the words of one of the genres of Georgian folklore. Besides Georgian, I used Ossetian and Chechen epic texts, as the study has shown that the samples of Georgian oral artifacts on the "other" world have significant parallels with the folklore of the peoples of the North Caucasus. In my master's thesis, I also used the texts preserved in the folk archive of the Tbilisi State University. In addition, I found important parallels with the folk texts of the Far East.

ფოლკლორისტიკაში ერთ-ერთ უაღრესად მნიშვნელოვან და პრობლემურ საკითხს ხალხური ნაწარმოების სივრცის თემა წარმოადგენს. ეპიკური ჟანრის ტექსტებში ძირითადი მოქმედებები ხდება ადამიანთა ჩვეულებრივი საცხოვრისიდან შორს, ე. წ. „სხვა სამყაროში“.
სამაგისტრო ნაშრომში განვიხილე ქართული ზეპირსიტყვიერების ის ნიმუშები, რომლებშიც აისახა „სხვა ქვეყანა“ და „მიღმურ სამყაროს“ ბინადართა ცხოვრება. ფოლკლორულ შემოქმედებაში „სხვა სამყაროს“ თემა იმდენად პოპულარული აღმოჩნდა, რომ მან შეაღწია როგორც მწერლობაში, ასევე ფილმოგრაფიაშიც. ამ მხრივ გამოირჩევა შორეული აღმოსავლეთის ქვეყნები, რომლებიც ამ თემაზე ქმნიან მანგებს ე.წ. კომიქსებსა და ანიმაციურ ფილმებს - „ანიმეებს“.
კვლევის შედეგად, ფოლკლორულ ტექსტებში გამოიკვეთა ბინალური ოპოზიცია: სამოთხისებური და ჯოჯოხეთური ყოფა, საკრალური და დემონური სივრცე, როგორც „სხვა სამყაროს“ გამოსახვის ერთ-ერთი საშუალება. ეპიკურ გმირს გადაადგილება უხდება და ზოგჯერ ის აღმოჩნდება ადამიანთა საცხოვრისიდან შორს: საიქიოში, წმინდა ადგილზე, ღვთაებრივ არსებათა გვერდით, დემონურ არსებათა შესაკრებელში და ზღაპრულ სივრცეში, რომელიც ყველაზე დიდი მრავალფეროვნებით არის წარმოდგენილი ზეპირსიტყვიერებაში.
ნაშრომში არ შემოვფარგლულვარ ქართული ფოლკლორის მხოლოდ ერთი რომელიმე ჟანრის ტექსტებით. გარდა ამისა, ნაშრომში გამოვიყენე ოსური და ჩეჩნური ეპიკური ტექსტებიც, რადგან კვლევამ აჩვენა, რომ „სხვა“ სამყაროს თემაზე შექმნილ ქართულ ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს მნიშვნელოვანი პარალელები მოეპოვება ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა ფოლკლორულ შემოქმედებასთან. სამაგისტრო ნაშრომში გავაანალიზე, აგრეთვე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოლკლორის არქივში დაცული ტექსტებიც. გარდა ამისა, მოვიძიე მნიშვნელოვანი პარალელები შორეული აღმოსავლეთის ხალხურ ტექსტებთან.
URI: https://openscience.ge/handle/1/630
Appears in Collections:ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
samagistro sukhiashvili.pdf„სხვა ქვეყანა“ ქართულ ფოლკლორში958.37 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

232
checked on Apr 23, 2024

Download(s)

1,789
checked on Apr 23, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.