Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/57
Title: ნატოს სამშვიდობო ოპერაციები და მათი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა: კოსოვოს და ავღანეთის სამშვიდობო მისიების შედარებითი ანალიზი
NATO peacekeeping operations and their geopolitical significance: Comparative analysis of Kosovo and Afghanistan peacekeeping missions
Authors: ოთარაშვილი, ზურაბ 
Otarashvili, Zurab 
Keywords: ნატოს სამშვიდობო ოპერაციები
Issue Date: 2018
Publisher: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
Abstract: 
ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ძირითად დანიშნულებას ომისგან დასუსტებული ევროპის საბჭოთა კავშირის გავლენისგან დაცვა წარმოადგენდა და მისი შექმნის მიზეზიც 1949 წელს სწორედ ეს გახლდათ.
ცივი ომის დასრულებამ ეთნიკური, ტერიტორიული თუ სხვა სახის კონფლიქტების გაღვივებას შეუწყო ხელი, უკვე საფრთხე არაპროგნოზირებადი იყო,რაც საფრთხეს უქმნიდა თავად ალიანსის უსაფრთხოებასაც. სწორედ ამ დროიდან შემოდის აქტიურ ხმარებაში ტერმინი კრიზისების მართვა და ნატოს საქმიანობაში მნიშვნელოვან ადგილს იჭერს.
ნატოს წინაშე დადგა ისეთი ახალი ამოცანების შესრულების აუცილებლობა, როგორებიცაა სამშვიდობო ოპერაციების განხორციელება, კრიზისული სიტუაციების მართვა, ჰუმანიტარული კატასტროფების თავიდან აცილება, სამეცნიერო თანამშრომლობა და სხვ. გლობალიზაციის ეპოქაში, როცა ეკონომიზაცია, დემოკრატიზაცია, ინფორმატიზაცია ქმნის განვითარებისათვის უპრეცედენტო შესაძლებლობებს უსაფრთხოება განსაკუთრებით აქტუალური გახდა, მაგრამ ეს ყოველივე საერთაშორისო ურთიერთობების სისტემას უფრო დაუცველს ხდის ისეთი გამოწვევების წინაშე როგორიცაა ტერორიზმი, ჰიბრიდული ომი,კიბერ-ტერორიზმი, მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენება.

The main purpose of the North-Atlantic Alliance was to protect the war-torn Europe from the influence of the Soviet Union, therefore the main reason of its creation in 1949 was exactly this.
The ending of the Cold War fueled ethnic, territorial and other types of conflicts. Already the danger was unpredictable, which was threatening the security of the alliance itself. Right from this time the term crisis management comes into active use and it holds important place in NATO activities.
NATO faced the certainty to fulfill such new tasks as implementing peacekeeping operations, managing crises, avoiding humanitarian catastrophes, scientific cooperation, etc. In the era of globalization, when economization, democratization, informatization creates the unprecedented opportunities for development, security has become especially important, but all this makes the international relations system more vulnerable against such challenges as terrorism, hybrid warfare, cyber-terrorism, use of weapons of mass destruction.
URI: https://openscience.ge/handle/1/57
Appears in Collections:დისერტაციები

Files in This Item:
File Description SizeFormat
Zurab Otarashvili.pdfნატოს სამშვიდობო ოპერაციები და მათი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა: კოსოვოს და ავღანეთის სამშვიდობო მისიების შედარებითი ანალიზი724.13 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s) 10

81
checked on Jul 22, 2019

Download(s) 50

157
checked on Jul 22, 2019

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.