Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/529
Title: ქართული ანდაზები და ადაპტაციური ქცევის კულტურული მოდელები
Authors: ჩუბინიძე, დიმიტრი 
Advisor: სურმანიძე, ლალი 
Degree Name: PhD in Psychological Anthropology
ფსიქოლოგიური ანთროპოლოგიის დოქტორი
Degree Discipline: ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია (ინტერდისციპლინური). Psychological Anthropology (interdisciplinary)
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
2
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Social and Political Sciences 
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი 
Keywords: კულტურული კოგნიცია
კულტურული მოდელი
ადაპტაციური ქცევა
ფსიქოსემანტიკა
ქართული ანდაზები
Issue Date: 2018
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
დისერტაციის მთავარი თემაა ადაპტაციური ქცევის რეგულაციაში კულტურული კოგნიციის მნიშვნელობის შესწავლა, კერძოდ, ადაპტაციური ქცევის ქართული კულტურული მოდელების აღმოჩენა. კვლევის კონცეპტუალური ჩარჩო ეყრდნობა ფსიქოლოგიური ანთროპოლოგიის კულტურული მოდელების სკოლას (ბ. შორის გონების კოგნიტურ–ეთნოგრაფიულ თეორიას), ხოლო კვლევის მეთოდოლოგია – ექსპერიმენტული და თვისებრივი ტექნიკების სინთეზს.

კვლევა იზიარებს დაშვებას, რომ კულტურული ინფორმაცია სხვადასხვა დონეზე (სოციალურზე, ფსიქიკურზე) ორგანიზებულია მოდელების/სქემების სახით, ხოლო კულტურულ კოგნიციაში მნიშვნელობის შექმნა განსხვავებულ დონეებზე არსებულ მოდელთა შორის კავშირის მეშვეობით ხორციელდება.

საკვლევი კონტექსტი წარმოდგენილია ქართული კულტურის სახით, ხოლო საკვლევი არეალს თანამედროვე საქართველო წარმოადგენს. კვლევის ობიექტია ადაპტაციური ქცევის სტრატეგიები. კულტურა-დონის ელემენტად შერჩეულია პრობლემური სიტუაციის გადაჭრასთან დაკავშირებული ქართული ანდაზები. მათი მენტალური რეპრეზენტაცია ასახულია ცნობიერების კატეგორიალურ სტრუქტურებში, რომელიც გამოვავლინეთ სემანტიკური სივრცეების სახით. ამგვარად, წარმოდგენილ იქნა კვლევაში გამოყენებული ანდაზების სუბიექტურ მნიშვნელობათა სივრცული მოდელი. ადაპტაციის კულტურული მოდელების აღწერა/ანალიზი, ასევე, ეყრდნობოდა კულტურის წევრთა დისკურსებში ასახულ მნიშვნელობებს.

კვლევის შედეგად გამოვლენილი და აღწერილია ადაპტაციის ქართული კულტურული მოდელები. დისერტაცია ადაპტაციური ქცევის ქართული კულტურული მოდელების ემპირიული კვლევის პირველი მცდელობაა.
URI: https://openscience.ge/handle/1/529
Appears in Collections:ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Chubinidze_Disertacia_Qartuli.pdfქართული ანდაზები და ადაპტაციური ქცევის კულტურული მოდელები1.27 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

261
checked on May 5, 2024

Download(s)

2,383
checked on May 5, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.