Options
Prophylaxis Of Human Papilomavirus In Georgia
Date Issued
2019
Author(s)
Advisor(s)
Institution
Faculty
Abstract
სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს შორის ფართოდ არის გავრცელებული სასქესო ორგანოების პაპილომავირუსული ინფექცია, რომელიც რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი შედეგებით აისახება. აღნიშნული პათოლოგიის გამომწვევს წარმოადგენს ადამიანის პაპილომავირუსი (HPV). (1) დღეისათვის მთელს მსოფლიოში დიდი ყურადღება ექცევა HPV-ის ინფექციის სიხშირისა და გავრცელების დადგენას, ასევე პრევენციული ღონისძიებების დანერგვას. (2) პრობლემის აქტუალობა განპირობებულია იმ ფაქტორით, რომ ძალზე მაღალია ინფექციის გავრცელების სიხშირე, მსოფლიოში ბოლო ათწლეულის მანძილზე ინფიცირებულთა რიცხვი 10-ჯერ და მეტად გაიზარდა (6) უნდა აღინიშნოს, რომ HPV ინფექცია ყველაზე ხშირად გვხვდება 20-30 წლის ასაკობრივ ჯგუფში, ე.ი. პიკი მოდის ქალთა რეპროდუქციული ფუნქციის აყვავებისა და მაღალი სქესობრივი აქტივობის პერიოდზე (5) ქალთა 15%-ზე მეტი, რომელთაც არა აქვთ HPV ინფექციის სიმპტომები, წარმოადგენს HPV-ის მტარებელს და ინფექციის გადაცემის წყაროს (6) განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს HPV ინფექციის ლატენტური ფორმის გამოვლენა-დიაგნოსტიკა, რადგან ამ შემთხვევაში ვირუსის არსებობა ინფიცირებულ ქსოვილში არ იწვევს მორფოლოგიურ ცვლილებებს და დაავადება არც კლინიკურად გამოვლინდება. (5) ადამიანის პაპილომავირუსი წარმოადგენს რეპროდუქციული ტრაქტის ყველაზე გავრცელებული ვირუსული ინფექციისა და მთელი რიგი დაავადებების გამომწვევ მიზეზს, როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში. (3) ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში ქალებში ფიქსირდება ადამიანის პაპილომავირუსით გამოწვეული კიბოს შემთხვევები და საშვილოსნოს ყელის კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობა. საშვილოსნოს ყელის კიბო სიმსივნურ დაავადებებს შორის სიხშირით მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში, ხოლო მეხუთე ადგილზე – ევროპის რეგიონში.
File(s)
Loading...
Name
Samagistro Nino Bejanishvili.pdf
Description
ადამიანის პაპილომავირუსის პროფილაქტიკა საქართველოში
Size
1.25 MB
Format
Adobe PDF
Checksum
(MD5):0b585c4967e7fac334663cb37adae107