Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/501
Title: დანაშაულის მცდელობის დასჯადობის თავისებურებები ქართულ და გერმანულ კანონმდებლობაში
Authors: გაბეშია, თამარ 
Advisor: მაცაბერიძე, ზურა 
Degree Name: Master of Public Administration
საჯარო მმართველობის მაგისტრი
Degree Discipline: საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამა
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: East European Univeristy 
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი 
Faculty: იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
Keywords: დანაშაულის მცდელობის ცნება
სისხლის სამართალი
დასჯადობა
Issue Date: 2019
Publisher: East European Univeristy 
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი 
Abstract: 
In law science it is important to build the thesis on comparative-legal analysis and to research the actual character of the issue, the problematic sides. In the thesis we will be introduced to uncompleted crime of criminal law of Georgia, in particular concerning the attempt of the crime, its approaches and comparative-legal analysis with German legislation. Our aim is to evaluate, share, compare or neglect German criminal law issues.
The research showed problematic and actual issues of the attempt of the crime, as in German as well as in Georgian criminal law. To better unveil problems and actual characters in the research there is used, as legal discussions developed by Georgia scientists and theories, also opinions of German scientists and their works, also court practice and analysis.
In the thesis there is discussed institute of attempt of the crime, there is problematic issue eventual intention, comparative-legal analysis was made based on German and Georgian models of objective and subjective theories.
In the thesis as basics of uncompleted crime is considered objective theory, which is considered as guarantee of the protection of human rights.
The author considers that attempt of the crime in Georgian law was emerged based on objective theory. In the thesis there is recommendation, which stands the new definition of sense of the attempt of the crime, which supports developing of unified practice.
In the research there is discussed subjective and objective composition of the uncompleted crime, the most actual and problematic issue is subjective composition, in particular possibility of eventual purposeful attempt, in Georgian criminal law and court practice there was dominated opinion which means crime attempt with direct intention. In the research there is shared opinions of those scientists who don’t agree punishable character of attempt of the indirect intentional crime, however there is part of the scientists, who justify possibility of intentional attempt with eventual intention. While legal research there was not seen necessity of punishment of crime attempt with eventual intention¸ because in Georgian criminal law there exists misdeed that create danger, that’s why there is no necessity of punishment of crime attempt with eventual intention, there is no court practice that indicates on the necessity of.

სამართლის მეცნიერებაში მნიშვნელოვანია ნაშრომი შედარებით-სამართლებრივ ანალიზზე ავაგოთ და გამოვკვეთოთ საკითხის აქტუალურობა, პრობლემური მხარეები. ნაშრომში გავეცნობით ქართულ სისხლის სამართლის კანონმდებლობას დაუმთავრებელ დანაშაულთან, კერძოდ დანაშაულის მცდელობასთან მიმართებით, მის მიდგომებს და შედარებით-სამართლებრივ ანალიზს გავაკეთებთ გერმანულ კანონმდებლობასთან. ჩვენი მიზანია შევაფასოთ, გავიზიაროთ, შევადაროთ ან უარვყოთ გერმანული სისხლის სამართლის საკითხები.
კვლევამ გამოვლინა დანაშაულის მცდელობის პრობლემური და აქტუალური საკითხები, როგორც გერმანულ ასევე ქართულ სისხლის სამართალში. პრობლემების და აქტუალურობის უკეთ გასარკვევად კვლევაში გამოყენებულია, როგორც ქართველი მეცნიერების მიერ ჩამოყალიბებული სამართლებრივი მსჯელობები და თეორიები ასევე გერმანელი მეცნიერების შეხედულებები და მათი ნაშრომები, ასევე სასამართლო პრაქტიკა და ანალიზი.
ნაშრომში განხილულია დანაშაულის მცდელობის ინსტიტუტი, პრობლემური საკითხია ევენტუალური განზრახვა, შედარებით-სამართლებრივი ანალიზი გაკეთდა ობიეტური და სუბიეტური თეორიების ქართულ და გერმანულ მოდელებზე.
ნაშრომში დაუმთავრებელი დანაშაულის დასჯადობის საფუძვლად ობიეტური თეორიაა მიჩნეული, რაც მიჩნეულია ადამიანის უფლებების დაცვის გარანტად.
ავტორი მიიჩნევს რომ დანაშაულის მცდელობა ქართულ სამართალში ობიეტური თეორიის საფუძველზე აღმოცენდა. ნაშრომში არის რეკომენდაცია, რომელიც დანაშაულის მცდელობის ცნების ახლებურ განსაზღვრებას აყენებს, რაც ხელს უწყობს ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებას.
კვლევაში განხილულია დაუმთავრებელი დანაშაულის სუბიეტური და ობიეტური შემადგენლობა, ყველაზე აქტუალური და პრობლემური საკითხი არის სუბიექტური შემადგენლობა კერძოდ ევენტუალური განზრახვით მცდელობის შესაძლებლობა, ქართულ სისხლის სამართალში და სასამართლო პრაქტიკაში გაბატონებული იყო შეხედულება რომელიც გულისხმობს დანაშაულის მცდელობას პირდაპირი განზრახვით. კვლევაში გაზიარებულია იმ მეცნიერთა შეხედულებები რომლებიც არ ეთანხმებიან არაპირდაპირი განზრახვით დანაშაულის მცდელობის დასჯადობას, თუმცა არსებობს მეცნიერთა ნაწილი, რომლებიც ევენტუალური განზრახვით მცდელობის შესაძლებლობას ასაბუთებენ. სამართლებრივი კვლევის დროს არ გამოიკვეთა ევენტუალური განზრახვით დანაშაულის მცდელობის დასჯადობის აუცილებლობა, ვინაიდან ქართულ სისხლის სამართალში არსებობს საფრთხის შემქმნელი დელიქტები, ამიტომაც ევენტუალური განზრახვით დანაშაულის მცდელობის დასჯადობის საჭიროება არ არსებობს, ამის საჭიროებაზე ვერ მიუთითებს ვერც სასამართლო პრაქტიკა.
URI: https://openscience.ge/handle/1/501
Appears in Collections:იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
samagistro gabeshia.pdfდანაშაულის მცდელობის დასჯადობის თავისებურებები ქართულ და გერმანულ კანონმდებლობაში571.45 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

209
checked on Apr 20, 2024

Download(s)

2,294
checked on Apr 20, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.