Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/483
Title: შეცვლილი გარემოებების გავლენა სახელშეკრულებო ურთიერთობებზე
Authors: ნაცვლიშვილი, მარიამ 
Advisor: ცერცვაძე, ლაშა 
Degree Name: Master of Law
სამართლის მაგისტრი
Degree Discipline: სამართლის სამაგისტრო პროგრამა
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: East European Univeristy 
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი 
Faculty: იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
Keywords: ხელშეკრულება
სამართლებრივი პასუხისმგებლობა
შეცვლილი გარემოებები
Issue Date: 2019
Publisher: East European Univeristy 
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი 
Abstract: 
An agreement is an integral part of life of each person, and the main commitment of each party is to fulfill the conditions of the agreement properly and in good faith. However, despite willingness of the parties to perform obligations under the contract honestly, circumstances having a substantial effect on the performance of the obligation which could not be foreseen by the parties by the time of signing the contract may always arise.
The parties should negotiate the process of substantial change of circumstances and try to adapt the contract to these changes, as otherwise the obligation will not be performed and it can lead both parties to undesirable results. That is why the main aim of the institute of changed circumstances is that parties should provide the balance of interests and contractual equality of the parties, which serves to stabilize civil circulation.
In frames of the given masters degree work the effect of changes circumstances on the contractual relationships and the problematic issues of Georgian legislation connected with adaption of the contract will be reviwed with the ways of the issues according the example on Continental an Anglo-American law.

ხელშეკრულება თითოეული ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რომლის პირობების ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შესრულება მხარეთა მთავარი ვალდებულებაა. მაგრამ, მიუხედავად მხარეთა მზაობის პირნათლად შეასრულონ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, შესაძლებელია აღმოცენდეს ისეთი გარემოებები, რომელთა გათვალისწინებაც მხარეებს ხელშეკრულების დადებისას არ შეეძლოთ და ისინი არსებით გავლენას ახდენენ მხარის მიერ ვალდებულების შესრულებაზე.
გარემოებების არსებითი ცვლილებისას მხარეებმა უნდა აწარმოონ მოლაპარაკებები და შეეცადონ მიუსადაგონ ხელშეკრულება შეცვლილ გარემოებებს, ვინაიდან წინაამღდეგ შემთხვევაში ვალდებულება არ შესრულდება, რაც შეიძლება ორივე მხარისთვის არასასურველი შედეგით დასრულდეს. სწორედ ამიტომ, შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების მისადაგების ინსტიტუტის მთავარი მიზანია, რომ მხარეებმა უზრუნველყონ მხარეთა ინტერესთა ბალანსი და სახელშეკრულებო თანასწორობა, რაც სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას ემსახურება.
აღნიშნული სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში განხილული იქნება შეცვლილი გარემოებების გავლენა სახელშეკრულებო ურთიერთობებზე და შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების მისადაგების პრობლემატური საკითხები, რომლებსაც ვხვდებით ქართულ კანონმდებლობაში, განხილული იქნება მათი გადაჭრის გზები კონტინენტური და ანგლო-ამერიკული სამართლის ქვეყნების საკანონმდებლო რეგულაციების მაგალითზე.
URI: https://openscience.ge/handle/1/483
Appears in Collections:იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Samagistro Mariam Natsvlishvili.pdfშეცვლილი გარემოებების გავლენა სახელშეკრულებო ურთიერთობებზე568.93 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

237
checked on Apr 18, 2024

Download(s)

1,427
checked on Apr 18, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.