Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/436
Title: ისტორიული რეალიები ეგნატე ნინოშვილის შემოქმედებაში
Authors: ვასაძე-ჯანელიძე, ნანა 
Advisor: მიქელაძე, ნაილე 
Degree Name: Master of Humanitarian Science
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრი
Degree Discipline: ფილოლოგია
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი 
Faculty: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი 
Keywords: ეგნატე ნინოშვილი
ისტორიული რეალიები
ეროვნული ტრაგიზმი
Issue Date: 2019
Abstract: 
In the work "Historical realities of Egnate Ninoshvili's creation" is spoken about the period of the 19th century, which includes tragic headlines of Georgian history.
Egnate Ninoshvili (Ingorokva) is a creative artist of the period of complicated social reality that preceded the development of the revolutionary movement of the working class in our country. It is the closest predecessor of the class writing of the proletariat as well as the ideological and artistic thinking.
Сreation of Egnate Ninoshvili continued the traditions of Georgian critical realism. In terms of artistic style he is one of the finest representative of the school of Ilia Chavchavadze.
The subject is actual. It is remaquable that the main characteristics of the author are that in each his work , he concerns the actual and harsh phenomenon of the life, utilizes the real factual fact of life as a material, transforms and considers with his ideological purpose.
The main themes and motives of Egnate Ninoshvili's prose are presented in the work as well as the national ideals. Social-political situation of Georgia, episodes of life of people and others. As a writer “artist of apoch”, Egnate Ninoshvili occupies one of the leading place in Georgian literature.
We believe that the work will be interesting not only for people who are interested Egnate Ninoshvili's creation but for explorers of that epoch.

ნაშრომში „ისტორიული რეალიები ეგნატე ნინოშვილის შემოქმედებაში“ საუბარია მე-19 საუკუნის იმ პერიოდზე, რომელიც საქართველოს ისტორიის ტრაგიკულ თავფურცლებს მოიცავს.
ეგნატე ნინოშვილი (ინგოროყვა) თავისი შემოქმედებით მხატვარია იმ პერიოდის გართულებული სოციალური სინამდვილისა, რომელიც უშუალოდ წინ უსწრებდა ჩვენს ქვეყანაში მუშათა კლასის რევოლუციური მოძრაობის განვითარებას. იგი მსოფლმხედველობითი და მხატვრული აზროვნებითაც პროლეტარიატის კლასობრივი მწერლობის უახლოესი წინამორბედია.
ეგნატე ნინოშვილის შემოქმედება ქართული კრიტიკული რეალიზმის ტრადიციების განმგრძობია. მხატვრული სტილის თვალსაზრისით იგი ილია ჭავჭავაძის სკოლის ერთ-ერთი შესანიშნავი წარმომადგენელია.
თემა აქტუალურია, იმდენად, რამდენადაც ავტორის დამახასიათებელ სამწერლობო თავისებურებათა შორის პირველ რიგში ის გარემოებაა აღსანიშნავი, რომ თავისი ყოველი ნაწარმოებით იგი ცხოვრების აქტუალურ, საჭირბოროტო მოვლენას ეხმაურება, მასალად ცხოვრების სინამდვილის კონკრეტულ ფაქტს იყენებს, გარდაქმნის და გადაამუშავებს თავისი იდეური მიზანდასახულობით.
ნაშრომში შეძლებისდაგვარად წარმოდგენილია ეგნატე ნინოშვილის შემოქმედების ძირითადი მოტივები და თემატიკა, ეროვნული იდეალები. საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობა, ადამიანთა დუხჭირი ცხოვრების ეპიზოდები და სხვა. როგორც მწერალს ,,ეპოქის მხატვარს“, ეგნატე ნინოშვილს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართულ ლიტერატურაში.
ვფიქრობთ, ნაშრომი საინტერესო იქნება, არა მარტო ეგნატე ნინოშვილის შემოქმედებით დაინტერესებულ პირთათვის, არამედ იმ ეპოქის შემსწავლელ მკვლევართათვის.
URI: https://openscience.ge/handle/1/436
Appears in Collections:ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი (სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
samagistro vasadze janelidze .pdfისტორიული რეალიები ეგნატე ნინოშვილის შემოქმედებაში640.16 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

179
checked on May 4, 2024

Download(s)

1,966
checked on May 4, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.