Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/428
Title: აჭარის ტერიტორიაზე დახურულ და ღია გრუნტში მოყვანილი მარწყვის ნაყოფების ქიმიური მაჩვენებლები
Authors: ჭელიძე, მერი 
Keywords: აჭარის გეოგრაფიული მდებარეობა;მარწყვის აგროეკოლოგიური თავისებურებები;გრუნტის ნიადაგები
Issue Date: 2019
Abstract: 
ნაშრომში ,,აჭარის ტერიტორიაზე დახურულ და ღია გრუნტში მოყვანილი მარწყვის ნაყოფების ქიმიური მაჩვენებლები“, შესწავლილ იქნა აჭარაში დახურულ და ღია გრუნტში გაშენებული სხვადასხვა ჯიშის სან-ანდრეასის, სვით ჩარლისა და იედი ვერენის ჯიშების მარწყვის ნაყოფებში მაკრო და მიკრო ელემენტების შემცველობა, მარწყვის მცენარეთა ვეგეტაციის თავისებურებანი, ნაყოფების ორგანოლეპტიკური მაჩვენებლები, ასევე დახურულ და ღია გრუნტის ნიადაგებში მაკრო და მიკრო ელემენტები შემცველობა.
დადგენილ იქნა, რომ ღია და დახურულ გრუნტში მოყვანილი სხვადასხვა ჯიშის მარწყვის ნაყოფები შეიცავენ 22 დასახელების მაკრო და მიკრო ელემენტებს.
დადგენილ იქნა, რომ განხილული ნაყოფები არ შეიცავენ ტელურს, ვანადიუმს და ტყვიას. სტიბიუმი და ვანადიუმი მხოლოდ კვალის სახითაა. სვით-ჩარლის ნაყოფებში დაფიქსირდა ისეთი ძლიერი გამაჭუჭყიანებლები, როგორიცაა ვერცხლისწყალი და კადმიუმი. მაკრო და მიკრო ელემენტების შემცველობით გამოირჩევა სოფელ განთიადში ღია გრუნტის პირობებში მოყვანილი სან ანდრეასის ჯიშის ნაყოფები.
დადგენილი იქნა, რომ წონით საუკეთესოა იედის ჯიშის მარწყვის ნაყოფები, იგი ასევე წვნიანობითაც გამოირჩევა, ხოლო რბილობის შემცველობით ყველაზე საუკეთესოა სვით-ჩარლის ნაყოფები.

,, Chemical Parameters of Strawberries Produced in Closed and Open Grounds of Adjara Territories’’. Tchelidze meri
The work “Chemical Parameters of Strawberries Produced in Closed and Open Grounds of Adjara Territories” studies the composition of macro and micro elements in various species of strawberry fruit: like San Andres, Sweet Charlie and Iedi Veren, as well as peculiarities of strawberry plant, organoleptic parameters of fruits and composition of macro and micro elements in open and closed ground soils.
It was identified that various species of strawberry fruits produced in open and closed ground include 22 types of macro and micro elements.
It was identified that the fruits do not include tellurium, vanadium and plumbum. Antimony and vanadium are in the form of trace. N the fruits of Sweet Charlie such strong pollutants as mercury and cadmium were found. San Andreas fruits produced in open ground in village Gantiadi are distinguished with the composition of macro and micro elements.
It was identified that the strawberry fruits of specie Iedi Veren are the best with weight parameter besides it has effective juice and Sweet Charlie fruits are the best according to flesh.
URI: https://openscience.ge/handle/1/428
Appears in Collections:სამაგისტრო ნაშრომები

Files in This Item:
File Description SizeFormat
samagistro chelidze.pdfაჭარის ტერიტორიაზე დახურულ და ღია გრუნტში მოყვანილი მარწყვის ნაყოფების ქიმიური მაჩვენებლები3.1 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

31
checked on May 7, 2021

Download(s)

542
checked on May 7, 2021

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.