Repository logo
  • English
  • ქართული
Log In
New user? Click here to register.Have you forgotten your password?
  1. Home
  2. Universities
  3. Georgian Patriarchate St. Tbel Abuseridze Teaching University
  4. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი (სამაგისტრო ნაშრომები)
  5. მართლმდიდებლური ხელოვნება უძველესი ლაზიკის ქალაქ ტრაპიზონში
 
  • Details

მართლმდიდებლური ხელოვნება უძველესი ლაზიკის ქალაქ ტრაპიზონში

Date Issued
2019
Author(s)
თავართქილაძე, მაია  
Advisor
შუშანიძე, ნონა  
Institution
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი  
Faculty
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი  
URI
https://openscience.ge/handle/1/410
Abstract
უძველესი ლაზიკის გაქრისტიანებულ ქალაქ ტრაპიზონში პირველივე საუკუნეებიდან დაიწყო მართლმადიდებლური ხელოვნების მეტად საინტერესო და განსხვავებული ისტორია. თურქეთის რესპუბლიკის ამ ისტორიულ ქალაქში დღემდე არსებობს მნიშვნელოვანი მართლმადიდებლური ხუროთმოძღვრული ძეგლები, რომლებიც თავისი არქიტექტურით, მხატვრობით, რელიეფით, ავლენს გვიან ბიზანტიური და განვითარებული და გვიან შუა საუკუნეების ქართული ხელოვნების სახასიათო თვისებებს, ადგილობრივ ტრაპიზონულ-კაპადოკიური გავლენით.
ქ. ტრაპიზონში ფიქსირდება მართლმადიდებლური ხელოვნების რამდენიმე ხუროთმოძღვრული ძეგლი: მცირე აია-სოფია, სუმელას მონასტერი, წმ. გრიგოლ ნოსელის, წმ. ევგენიოსის, წმ. იოანე ნათლისმცემლის, წმ. ფილიპეს, წმ. ანას, წმ. ანდრიას ეკლესიები, რომლებიც ავლენს შუა და გვიანბიზანტიური ხელოვნების მნიშვნელოვან კულტურულ მემკვიდრეობას.
სამაგისტრო ნაშრომის მიზანია ტრაპიზონის უკვლევი მართლმადიდებლური ხუროთმოძღვრული ძეგლების გაცნობა, აღწერა და შესწავლა რაც ხელს შეუწყობს დაკარგული ტერიტორიების ხელოვნების ისტორიის შესწავლის გააქტიურებას და მის დამკვიდრებას მსოფლიო და ქართულ მართლმადიდებლურ ხელოვნებაში.
სამაგისტრო ნაშრომი აქტუალურია, რადგან თითოეული ძეგლი, რომელიც განხილულია ნაშრომში, მდებარეობს თურქეთის ტერიტორიაზე და ეს შესანიშნავი მართლმადიდებლური ხუროთმოძღვრული ძეგლები ყოველწლიურად ექცევა ისლამური სარწმუნოების გავლენის ქვეშ.
სამაგისტრო ნაშრომი შესრულდა შესაბამისი ლიტერატურისა და წყაროების გაცნობით, დასახელებული ხუროთმოძღვრული ძეგლების რამდენჯერმე დათვალიერება-შესწავლით. ნაშრომი შედგება ექვსი თავისა და ილუსტრაცებისგან, გამოყენებული ლიტერატურის მითითებით.
Subjects

ლაზიკის ისტორია

ტრაპიზონი

ფრესკული ხელოვნება

Degree Name
Master of Humanitarian Science
Degree Discipline
ხელოვნებათმცოდნეობა
File(s)
Loading...
Thumbnail Image
Name

samagistro tavartqiladze .pdf

Description
მართლმდიდებლური ხელოვნება უძველესი ლაზიკის ქალაქ ტრაპიზონში
Size

3.26 MB

Format

Adobe PDF

Checksum

(MD5):2f0b88d4ed80a8976431a819f53ba9a3

Communities & Collections Research Outputs Fundings & Projects People
  • Terms and Conditions of Use
  • Privacy policy
  • End User Agreement
  • Contact
  • Cookie settings