Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/41
Title: დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღება
Authors: გაგაძე, სანდრო 
Gagadze, Sandro 
Keywords: სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი
Issue Date: 2018
Publisher: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
Abstract: 
დანაშაული არის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი. ანუ სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება. თუ პირმა დანაშაულზე ნებაყოფლობით აიღო ხელი, მას პასუხისმგებლობა არ დაეკისრება. დანაშაულზე ხელის აღება შეიძლება როგორც დანაშაულის მომზადების სტადიაზე, ისე დაუმთავრებელი მცდელობისას. აღსანიშნავია, რომ პირს შეუძლია დამთავრებული მცდელობის დროსაც აიღოს ხელი დანაშაულზე. ნებაყოფლობით ხელის აღებისას, თუ პირის მიერ ფაქტობრივად ჩადენილი ქმედება შეიცავს სხვა დანაშაულის ნიშნებს (მაგალითად არ მოკლა ადამიანი, მაგრამ სხეული დაუზიანა), იგი დაისჯება ფაქტობრივად ჩადენილისათვის. დანაშაულის ბოლომდე მიყვანაზე ნებაყოფლობით ხელის აღება გვექნება როცა შედეგის დადგომა თავიდან იქნება აცილებული. ნებაყოფლობითი ხელის აღების შესახებ ნორმა არის წამახალისებელი. პირი დანაშაულისაგან იმიტომ კი არ თავისუფლდება, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია, არამედ იმიტომ, რომ მან თავიდან აიცილოს სამართლებრივი სიკეთის დაზიანება. დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღება არ წარმოადგენს ბრალის გამომრიცხველ საპატიებელ გარემოებას, არამედ არის პასუხისმგებლობიდან პერსონალური გათავისუფლების საფუძველი. ნებაყოფლობით ხელის აღების შესახებ დიდი ხანია მიმდინარეობს მწვავე დისკუსია. სისხლის სამართლის დოგმატიკაში აღიარებულია, რომ ამ თემის ირგვლივ აღმოცენებული საკითხების უკეთ გასაგებად, როდესაც სემანტიკური, ისტორიული და სისტემური განმარტებების გაკმოყენება საკმარისი არ არის, მაშინ აუცილებელია ნებაყოფლობით ხელის აღების შესახებ არსობრივი მსჯელობა. შესაბამისად წინამდებარე ნაშრომში განვიხილავთ ნებაყოფლობით ხელის აღების საკითხს ფართო გაგებით.

Crime is the basis of liability under criminal law. Under the criminal law, the wrongful act of the perpetrator is provided. If a person voluntarily pleads guilty for a crime, he will not be liable. Recognition of guilt for a crime can be, as in the preparation of a crime, and during an unfinished attempt. It should be noted that a person can admit guilt and during the completed attempt of a crime. During voluntary recognition, if the act committed by the person actually contains other signs of a crime (for example, did not kill a person, but damaged his body), he will be punished in fact for attempting. We will have a voluntary confession of guilt for the eventual bringing of the crime into action when the formation is necessarily original. The norm of voluntary recognition of guilt for a crime is encouraging. A person is absolved from responsibility not because he has not committed a crime, but because he has avoided damage to the legal good. Voluntary confession of guilt for a crime does not represent an exculpatory environment excluding blame but is the basis for personal exemption from liability. On the voluntary recognition of guilt, there has been a heated discussion for a long time. In the dogmatic theory of criminal law, it is recognized that around this topic, in order to better understand the issues that arise, when the use of semantic, historical and systematic definitions is not enough, in this case it is necessary to reason about the essence of the voluntary recognition of guilt for a crime. Accordingly, in this work we will consider the issue of the voluntary recognition of guilt for a crime in a broad sense.
URI: https://openscience.ge/handle/1/41
Appears in Collections:დისერტაციები

Files in This Item:
File Description SizeFormat
სამაგისტრო ნაშრომი სანდრო გაგაძე.pdfდანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღება496.95 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s) 5

104
checked on Jul 16, 2019

Download(s) 1

1,225
checked on Jul 16, 2019

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.