Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/402
Title: სამოქალაქო საზოგადოების როლი და ჩართულობა პოლიტიკის ფორმირებაში
Authors: ტაკიძე, მადონა 
Advisor: მურადიშვილი, ხათუნა 
Degree Name: საჯარო მმართველობის მაგისტრი
Degree Discipline: საჯარო მმართველობა
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი 
Faculty: სამართალმცოდნეობისა და საჯარო მმართველობის ფაკულტეტი 
Keywords: სამოქალაქო საზოგადოება
სახელმწიფო პოლიტიკა
განათლება
Issue Date: 2019
Abstract: 
Georgia has faced many challenges on the path of democratization, including the importance of the formation of civil society, because the active participation of citizens in democratic processes is essential for democratic development. State policy is closely linked to civil society,Because one is the other one and the quality of mutuality is very important for the perfection of democracy.
The society should not be a passive executive of the decisions made by the government and the government should be accountable to them.The master's work analyzes the process of evolution of civil society of Georgia, functions of civil society, role of citizens and involvement in policy formation.
According to the work and research results, the recommendations were developed to promote the development of civil society, as strong civil society directly defines the existence of a democratic state.The issues related to local self-government and civil society are discussed in interesting context. I think the self-government is the closest government authority in terms of public relations in public administration.
The master's thesis consists of seven sections, six subdivision and conclusions. The research I conducted on the conclusion of the conclusion and the recommendations of the "civil society activity and engagement"

საქართველო დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე მრავალი გამოწვევის წინაშე დადგა, მათ შორის მნიშვნელოვნად მიგვაჩნია სამოქალაქო საზოგადოების სწორად ფორმირების პროცესი, რადგან დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელია მოქალაქეთა აქტიური მონაწილეობა საზოგადოებრივ პროცესებში. სახელმწიფოს პოლიტიკა მჭიდრო კავშირშია სამოქალაქო საზოგადოებასთან, რადგან ერთი განაპირობებს მეორეს და ურთიერთდამკიდებულების ხარისხი მნიშვნელოვანია დემოკრატიის სრულყოფილებისათვის.
საზოგადოება არ უნდა წარმოადგენდეს ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების პასიურ შემსრულებლებს და მთავრობა ანგარიშვალდებული უნდა იყოს მათ წინაშე.
სამაგისტრო ნაშრომში გაანალიზებულია საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ევოლუციის პროცესი, სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციები, მოქალაქეთა როლი და ჩართულობა პოლიტიკის ფორმირების პროცესში. ნაშრომზე მუშაობისა და კვლევის შედეგების შესაბამისად ჩამოყალიბებული იქნა რეკომენდაციები, რომელიც ხელს შეუწყობს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას, ვინაიდან ძლიერი სამოქალაქო საზოგდოება პირდაპირ განსაზღვრავს დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობას.
საინტერესო ჭრილშია განხილული ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამოქალაქო საზოგადოების ურთიერთობის საკითხები. მიგვაჩნია, რომ თვითმმართველობა ყველაზე ახლოს მდგომი სახელისუფლებო რგოლია სახელმწიფო მართვაში საზოგადოებასთან ურთიერთობის თვალსაზრისით.
სამაგისტრო ნაშრომი შედგება შესავლის, შვიდი თავის, ექვსი ქვეთავისა და დასკვნისაგან. დასკვნის გაკეთებასა და რეკომენდაციების შემუშავებაში დამეხმარა ჩემს მიერ ჩატარებული კვლევა ,,სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობისა და ჩართულობის შესახებ“
URI: https://openscience.ge/handle/1/402
Appears in Collections:სამართალმცოდნეობისა და საჯარო მმართველობის ფაკულტეტი (სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
samagistro takidze.pdfსამოქალაქო საზოგადოების როლი და ჩართულობა პოლიტიკის ფორმირებაში660.6 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

721
checked on Apr 20, 2024

Download(s)

5,383
checked on Apr 20, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.