გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/345
სათაური: სატრანსპორტო ლოგისტიკის, როგორც ლოგისტიკური პროცესების ფუნქციონალური აპარატის გამოყენება
ავტორები: ჩხაიძე, ამირან 
ხელმძღვანელი: აფხაზავა, თენგიზ 
რეცენზენტი: დევაძე, ანზორ 
ხარისხის სახელი: Master of Transport Logistics
სატრანსპორტო ლოჯისტიკის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: Transport Logistics
სატრანსპორტო ლოგისტიკა
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: ლოგისტიკის ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: ტრანსპორტის ლოჯისტიკა
ლოჯისტიკის მართვის ფუნქციები
ქსელური მოდელები
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
წარმოდგენილ სამაგისტრო ნაშრომში „სატრანსპორტო ლოგისტიკის, როგორც ლოგისტიკური პროცესების ფუნქციონალური აპარატის გამოყენება“ მოცემულია სატრანსპორტო ლოჯისტიკის კონცეპტუალური აპარატის, ლოჯისტიკური ნაკადების, მათი კლასიფიკაციის ლიტერატურული ანალიზი. გაანალიზებულია სატრანსპორტო პროცესებში ლოჯისტიკის მართვის ფუნქციები. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ლოჯისტიკური სისტემების ანალიზისა და სინთეზის პრობლემების გადაჭრის მეთოდოლოგიის საკითხების მიმოხილვას, გამოყენებითი თეორიის მოდელების და მეთოდების კლასიფიკაციის სისტემურ ასპექტებს.
საინტერესოა აღნიშნული კონცეპტუალური მიდგომების ჭრილში განხილულია სატრანსპორტო პროცესის ოპტიმიზაციის პრობლემების გადაჭრის მეთოდები და მოდელები. ამ მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანია ქსელური მოდელების გამოყენების საშუალებების განხილვა სატრანსპორტო ლოგისტიკის ფუნქციონალური აპარატის სამუსაო პროცესის ჩარჩოში.
სატრანსპორტო პროცესების ოპტიმიზაციის კვლევების კვლევების შედეგად მოცემულია მათემატიკური მოდელირების მაგალითების პრაქტიკული გამოყენების პირობები სატრანსპორტო პროცესების ამოცანებში, მათ შორის მათემატიკური მოდელირების ზოგადი სქემები და მასობრივი მომსახურების თეორიის მათემატიკური აპარატის გამოყენება სატრანსპორტო პროცესებში. ამასთან კონკრეტული ალგორითმები, რომლებიც გამოყენებადია სატრანსპორტო ლოგისტიკის როგორც მიკრო, ასევე მაკროამოცანების გადაწყვეტის დროს.
დასკვნით ნაწილში თეზისების სახით მოცემულია როგორც ანალიზის დროს გამოვლენილი პრობლემების ჩამონათვალი, ასევე რეკომენდაციების სახით მოცემულია წარმოდგენილი ალგორითმების გამოყენების პირობები. ეს რეკომენდაციები ხელს შეუწყობს სატრანსპორტო-ლოგისტიკური პროცესების ეფექტურობის ზრდას.
URI: https://openscience.ge/handle/1/345
ჩანს კოლექციებში:სამაგისტრო ნაშრომები

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro chkhaidze.pdfსატრანსპორტო ლოგისტიკის, როგორც ლოგისტიკური პროცესების ფუნქციონალური აპარატის გამოყენება901.62 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

271
checked on May 1, 2024

გადმოწერა

1,643
checked on May 1, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.