გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/3016
სათაური: ფუნქციის სწავლების საკითხები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურზე
ავტორები: წამალაშვილი, დავით 
ხელმძღვანელი: ვეფხვაძე, თეიმურაზ 
ხარისხის სახელი: განათლების მეცნიერებების დოქტორი
PHD in Education
სასწავლო პროგრამის სახელი: განათლების მეცნიერებები
Education Sciences
დაწესებულება: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა
ფუნქციის საკითხების სწავლება
საგაკვეთილო სიტუაციები
მეთოდიკური ხედვების შემუშავება
გამოცემის თარიღი: 2019
რეზიუმე: 
წინამდებარე კვლევის მიზანს წარმოადგენს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში ფუნქციის საკითხების სწავლების მეთოდიკური ხედვების შემუშავება.
სადისერტაციო ნაშრომი შედგება შესავლის, სამი ძირითადი თავის, დასკვნებისა და რეკომენდაციებისგან.
პირველი თავი ეთმობა ფუნქციის რაობას ისტორიულ კონტექსტში, მისი დაფუძნების საკითხებს სასკოლო ლიტერატურაში და ფუნქციის ადგილსა და დანიშნულებას მათემატიკის სწავლებისას.
მეორე თავში ძირითადად მიმოხილულია ფუნქციის თვისებებისა და მასთან დაკავშირებული თემების სწავლების მომენტები, საგაკვეთილო კაზუსები. განხილულია საგაკვეთილო პროცესში წამოჭრილი პრობლემები, და მასთან გამკლავების გზები.
ბოლო, მესამე თავში განხილულია კვლევის მეორე ეტაპის, განათლების ექსპერტებთან და მასწავლებლებთან სიღრმისეული ინტერვიუს, შედეგები. ბოლოს კი, შეჯამებულია კვლევითი ნაშრომის შედეგები, ასევე, წარმოდგენილია დასკვნები და რეკომენდაციები. დისერტაციას თან ერთვის გამოყენებული ლიტერატურის სია.
ვფიქრობთ, აღნიშნულ შრომაში განხილული საგაკვეთილო სიტუაციები, რომლებმაც ნებისმიერ დროს შეიძლება იჩინოს თავი, წაადგებათ მათემატიკის მასწავლებლებს საკუთარ პრაქტიკულ საქმიანობაში.

The purpose of this research study is to develop methodological approaches of teaching function issues in Secondary schools - what the teacher should emphasize in the process of teaching function to make knowledge dynamic and what means will contribute to the development of such knowledge.
The Dissertation includes an introduction, three main chapters, conclusions and recommendations.
The first chapter deals with the concept of a function in historical context, its introduction into school literature, and the position and role of a function in the teaching of mathematics.
The second chapter mainly overviews the properties of a function and teaching moments of the related issues. It discusses the problems encountered in the teaching process and the ways of how to deal with them.
The last, third chapter focuses on the results of the second phase of the research study, namely the in-depth interviews with education experts and teachers. Finally, the results of the research paper are summarized. There are also conclusions and recommendations presented. A list of used literature is attached to the dissertation.
We believe that the lesson situations discussed in this study, which may arise at any time, will contribute to mathematics teachers in their practical work.
URI: https://openscience.ge/handle/1/3016
ჩანს კოლექციებში:ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
Tsamalashvili Davit Disertatsia.pdfფუნქციის სწავლების საკითხები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურზე1.79 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

90
checked on Jul 16, 2024

გადმოწერა

67
checked on Jul 16, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.