Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/3015
Title: ეთნიკური უმცირესობების აკულტურაცია საქართველოში
Authors: გვეტაძე, ანნა 
Advisor: ფირცხალავა, ეკატერინე 
Degree Name: ფსიქოლოგიის დოქტორი
PHD in Psychology
Degree Discipline: გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია
Applied Social Psychology
Institution: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი 
Keywords: აკულტურაციის სტრატეგიები
სომხები
აზერბაიჯანელები
ინტეგრაცია
ასიმილაცია
მარგინალიზაცია
სეპარაცია
acculturation strategies
Armenians
Azeris
integration
assimilation
marginalization
separation
Issue Date: 2023
Abstract: 
სადისერტაციო ნაშრომის ფარგლებში განხილულია ეთნიკური უმცირესობების აკულტურაციის სტრატეგიები საქართველოს კონტექსტში. საქართველო მულტიკულტურული ქვეყანაა, სადაც ცხოვრობენ სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლები, რომლებიც თავს კომპაქტურად იყრიან საქართველოს რამდენიმე რეგიონში. ორი ყველაზე დიდი ჯგუფი, რომელიც საქართველოში კომპაქტურად არის დასახლებული, არიან სომხები და აზერბაიჯანელები. საქართველოში ცხოვრების სპეციფიკისა და ეთნიკური ჯგუფების კულტურული თავისებურებების გათვალისწინებით, უმცირესობების ჯგუფებს ექმნებათ სხვადასხვა ტიპის პრობლემა ინტეგრაციის პროცესში. აღნიშნული სადისერტაციო ნაშრომის მიზანს წარმოადგენს შეისწავლოს საქართველოში მცხოვრები სომხებისა და აზერბაიჯანელების აკულტურაციის სტრატეგიები. დისერტაციაში ნაკვლევია აკულტურაცია, როგორც ორმხრივი პროცესი, ორი თეორიის ფარგლებში აკულტურაციის კონტექსტუალური მოდელი (Berry, 1997, 2005) და აკულტურაციის ინტერაქციული მოდელი (IAM) (Bourhis et. al., 1997). კველვაში ყურადღება გამახვილებულია აკულტურაცის, როგორც პროცესის ორ მონაწილეზე - როგორც არადომინანტი, ასევე დომინანტი კულტურის მოლოდინებსა და ატიტუდებზე აკულტურაციის სტრატეგიის არჩევის პროცესში. თეორიული ჩარჩოს მიხედვით, აკულტურაციაზე მოქმედებს არა მხოლოდ ეთნიკური უმცირესობების თავისებურებები და მოტივაცია, არამედ დამხვედრი (დომინანტი) კულტურის ატიტუდები და ეს მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს, ინდივიდის მიერ აკულტურაციის სტრატეგიის არჩევის პროცესს. სადისერტაციო კვლევა იყენებს შერეულ მეთოდებს - კვლევის როგორც თვისებრივ (სიღრმისეული ინტერვიუები) და ასევე რაოდენობრივ მეთოდებს (გამოკითხვა). მეთოდოლოგიურად, პირველ ეტაპზე სიღრმისეული ინტერვიუები ჩატარდა თემის 15 დარგობრივ ექსპერტთან, შემდეგ ეტაპზე განხორციელდა რაოდენობრივი კვლევა, გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 452-მა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელმა. მესამე ეტაპზე მიღებული რაოდენბრივი მონაცემების სიღრმისეული გაანლიზებისთვის, ჩატარდა 42 ინტერვიუ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან. ბოლო ეტაპზე თეორიული ჩარჩოს გათვალისწინებით, აკულტურაციის პროცესში მონაწილე მეორე მხარის, დომინანტი კულტურის ატიტუდების დადგენის მიზნით, განხორციელდა ეთნიკურად ქართველების რაოდენობრივი გამოკითხვა რომელშიც მთელი საქართველოს მასშტაბით, გამოიკითხა 1200 რესპონდენტი. კვლევა ჩატარდა ეთიკური სტანდარტების დაცვით. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ აკულტურაციის სტრატეგიების არჩევანი განსხვავებულია საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა (სომხებსა და აზერბაიჯანელებს) შორის, ისევე, როგორც განსხვავებული აღმოჩნდა ეთნიკურად ქართველების დამოკიდებულებები უმცირესობათა სხვადასხვა ჯგუფის მიმართ. ქართველებს ბევრად დადებითი დამოკიდებულება აქვთ ეთნიკურად აზერბაიჯანელების მიმართ და უარყოფითად აფასებენ ეთნიკურ სომხებს. თუმცა, მიუხედავად ამისა, ეთნიკური სომხები უპირატესობას ანიჭებენ ინტეგრაციის, ხოლო ეთნიკური აზერბაიჯანელები სეპარაციის სტრატეგიას საქართველოში, რაც ეწინააღმდეგება აკულტურაციის კონტექსტუალურ მოდელსა (Berry, 1997, 2005) და აკულტურაციის ინტერაქციულ მოდელს (IAM) (Bourhis et. al., 1997), რომ დამხვედრი კულტურის ატიტუდები გავლენას ახდენს უმცირესობათა ჯგუფის მიერ აკულტურაციის სტრატეგიის არჩევანზე. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ აკულტურაციის სტრატეგიის არჩევანი კავშირშია უფრო მეტად ისეთ ფაქტორებთან, როგორიცაა უმცირესობათა ასაკი, განათლება, ქართული ენის ცოდნა, თვითშეფასება, მარტოობა და კონტროლის ლოკუსი. კვლევის სიახლეს წარმოადგენს აკულტურაციის, როგორც ორმხრივი მოდელის გამოყენება საქართველოს კონტექსტში და პირველად იქნა ამ მიზნით შესწავლილი ეთნიკური ქართველების დამოკიდებულებები ეთნიკური უმცირესობების მიმართ. კვლევის გამოყენებითი ხასიათის გათვალისწინებით, შემუშავდა კონკრეტული რეკომენდაციები ეთნიკური უმცირესობების თემაზე მომუშავე პოლიტიკის განმსაზღვრელი ინსტიტუტებისთვის.

This thesis focuses on the acculturation strategies of ethnic minorities within Georgia, a multicultural country with various ethnic and religious groups coexisting in concentrated regions. The two largest ethnic groups in Georgia are the Armenians and Azeris, and due to the specific nature of living in Georgia and the cultural characteristics of these ethnic groups, minority communities face diverse challenges during the integration process. The objective of this thesis is to investigate the acculturation strategies employed by Armenians and Azeris residing in Georgia, drawing upon two theoretical frameworks: Berry's contextual model of acculturation (1997, 2005) and the interactional model of acculturation (IAM) proposed by Bourhis et al. (1997).
The thesis employs a mixed methods approach, consisting of both qualitative (in-depth interviews) and quantitative (survey) research methodologies. The initial stage involves conducting in-depth interviews with 15 field experts in the field, followed by a quantitative survey administered to representatives of ethnic minorities, with a participation rate of 452 individuals. To further analyze the quantitative data collected, 42 interviews are conducted with ethnic minorities. In the last phase, a quantitative survey is carried out among individuals of the ethnic Georgian population to assess their attitudes towards Armenians and Azeris. The findings of this study reveal variations in the choice of acculturation strategies among ethnic minorities (Armenians and Azeris) residing in Georgia, as well as distinct attitudes of ethnic Georgians towards different minority groups. Ethnic Georgians demonstrate more positive attitudes towards ethnic Azeris, whereas they hold negative perceptions of ethnic Armenians. However, despite these attitudes, ethnic Armenians tend to prefer integration as their acculturation strategy, whereas ethnic Azeris lean towards separation. The research identifies factors such as age, education, proficiency in the Georgian language, self-esteem, loneliness, and locus of control as closely associated with the selection of acculturation strategies.
The research novelty lies in the application of a bidirectional acculturation model within the context of Georgia, along with the first-time assessment of ethnic Georgians' attitudes towards ethnic minorities. Given the practical nature of this research, specific recommendations areformulated for policymaking institutions engaged in the field of ethnic minority affairs.
URI: https://openscience.ge/handle/1/3015
Appears in Collections:ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Gvetadze anna disertatsia.pdfეთნიკური უმცირესობების აკულტურაცია საქართველოში2.65 MBAdobe PDFView/Open
დასკვნა პლაგიატის შესახებ- ანნა გვეტაძე.pdfანტიპლაგიატი248.6 kBAdobe PDF    Request a copy
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

76
checked on Jul 16, 2024

Download(s)

38
checked on Jul 16, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.