Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/3010
Title: პრობლემური ქცევისადმი მოწყვლადობის ფსიქოსოციალური ფაქტორები ქართველ მოზარდებში
Authors: ბანძელაძე, თინათინი 
Advisor: არუთინოვა, ლუიზა 
ბრინი, პაბლო ესპინოსა 
Degree Name: ფსიქოლოგიის დოქტორი
PHD in Psychology
Degree Discipline: გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია
Applied Social Psychology
Institution: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი 
Keywords: არასრულწლოვანთა დელიკვენტობა
მოზარდობა
პრობლემური ქცევა
თვითრეგულაცია
მორალური გამოთიშულობა
თანატოლთა ზეგავლენა
მშობელთა მიერ ქცევის მონიტორინგი
Juvenile Delinquency
Adolescence
Problem Behavior
Self-Regulation
Moral- Disengagement
Peer Pressure
Parental Control
Issue Date: 2022
Abstract: 
კვლევის მიზანია მოზარდთა პრობლემური ქცევის კულტურულად რელევანტური ფსიქოსოციალური ფაქტორების შესწავლა. კვლევის თეორიულ საფუძველს წარმოადგენს სოციალურ-კოგნიტური დასწავლის თეორია, დუალისტური სისტემების მოდელი და მოზარდთა პრობლემური ქცევის თეორია, რომელიც სხვა მოდელებისაგან გამოირჩევა ქცევის მულტისისტემური ფაქტორების ინტეგრირებულობით. პრობლემური ქცევის თეორია განსაზღვრავს კვლევაში ჩართულ სოციალურ გარემოსთან დაკავშირებულ კონსტრუქტებს (მშობლების და თანატოლების ქცევის მოდელები და ქცევის აღქმული კონტროლი/მონიტორინგი), სოციალურ-კოგნიტური დასწავლის თეორიის საფუძველზე კი განისაზღვრა პიროვნების აქტორობასთან დაკავშირებული ინდივიდუალური დონის მედიაციური ცვლადები - თვითეფექტურობის რწმენები, თვითრეგულაცია და მორალური გამოთიშულობა. კვლევის მთავარი კონსტრუქტია მოზარდთა პრობლემური ქცევა, რომელიც განისაზღვრება, როგორც სოციალური ანდა ლეგალური ნორმებისაგან გადახრა (დევიაცია). ნაშრომი წარმოდგენილია რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის სახით. რაოდენობრივი კვლევის საფუძველზე შეფასებულ იქნა გარემოს და ინდივიდუალური დონის ცვლადების კავშირის მიმართულება და ინტენსივობა,
თვისებრივი კვლევა კი გამოყენებულ იქნა რაოდენობრივი კვლევის საფუძველზე გამოვლენილ ცვლადთა ურთიერთკავშირის ინტერპრეტაციისთვის. რაოდენობრივ კვლევაში მონაწილეობდა კანონთან კონფლიქტში მყოფი და მსგავსი გამოცდილების არმქონე 14-დან 18 წლამდე 150 მოზარდი. მონაცემები შეგროვდა „მოზარდთა ჯანმრთელობისა და განვითარების თვითანგარიშის კითხვარის“ (Jessor, 2002), „ბავშვთა და მოზარდთა თვითეფექტურობის სკალის“ (Bandura et al., 1996), „მორალური გამოთიშვის კითხვარისა“ (Bandura et al., 1996) და „მოზარდთა თვითრეგულაციის კითხვარის“ გამოყენებით (Moilanen, 2006). თვისებრივი კვლევის მონაცემები შეგროვდა 30 რესპონდენტისაგან, ნახევრადსტრუქტურირებული სიღრმისეული ინტერვიუს გამოყენებით, რომლის სადისკუსიო გეგმაც მიყვებოდა კვლევის თეორიული მოდელით განსაზღვრულ პრობლემური ქცევის ძირითად ფაქტორებს...

The aim of the research is to identify and evaluate the culturally relevant psychosocial factors of adolescent problem behavior. The theoretical basis of the research are Social-Cognitive Learning Theory, A Dualistic Systems Model and Problem Behavior Theory, which differs from the other models by the integration of multisystem factors of behavior. The Problem Behavior Theory defines the research constructs related to the social environment (parent and peer behavior models and perceived control / monitoring of behaviors). Individual level mediation variables (Self-efficacy beliefs, Self-regulation and Moral disengagement) were defined from the term of personal agency based on the Social-cognitive learning theory. The main construct of the research is adolescent problem behavior which is defined as deviation from social or legal norms.
The study contains quantitative and qualitative part of the research. Quantitative research evaluated the direction and intensity of the relationship between environmental and individual level variables, and qualitative research was used to interpret the relationship between the variables identified on the basis of quantitative research. The sample size of quantitative research is 150 participants aged from 14 to 18. Adolescent were divided into groups: children who were in conflict with the law and those who had no similar experience. Data were collected by the Adolescent Health and Development Questionnaire (Jessor, 2002), Child and Adolescent Self-Efficacy Scale (Bandura et al., 1996), Moral Disengagement Questionnaire (Bandura et al., 1996), and Adolescent Self-Regulation Questionnaire (Moilanen, 2006). Qualitative research data were collected from 30 respondents using a semi-structured in-depth interview. Discussion plan followed the main factors of problem behavior defined by the theoretical model of the research...
URI: https://openscience.ge/handle/1/3010
Appears in Collections:ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Babdzeladze, Tinatin Disertatsia.pdfპრობლემური ქცევისადმი მოწყვლადობის ფსიქოსოციალური ფაქტორები ქართველ მოზარდებში1.66 MBAdobe PDFView/Open
Bandzeladze-Antiplagiati.pdfანტიპლაგიატი47.41 kBAdobe PDF    Request a copy
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

25
checked on Feb 28, 2024

Download(s)

10
checked on Feb 28, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.