Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/3002
Title: სასტუმროს რეკლამა დისკურსის ანალიზის თვალსაზრისით (ინგლისურენოვანი ინტერნეტ მასალის საფუძველზე
Authors: ცერცვაძე, სუზი 
Advisor: დარასელია, ნინო 
Degree Name: ფილოლოგიის დოქტორი
PhD in Philology
Degree Discipline: ფილოლოგია
Philology
Institution: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
Keywords: სასტუმროს ონლაინ-რეკლამა
ინტერნეტ რეკლამა
ვებგვერდი Booking.com
ჰაიმზის კონტექსტუალური მახასიათებლები
სლოგანი
Issue Date: 2022
Abstract: 
სადისერტაციო ნაშრომი, ინგლისურენოვან მასალაზე დაყრდნობით, შეისწავლის სასტუმროს ონლაინ-რეკლამის ზოგად დისკურსულ მახასიათებლებს.
თემის აქტუალურობას განსაზღვრავს ის ფაქტი, რომ რეკლამის აღნიშნული ქვეჟანრი - სასტუმროს ონლაინ-რეკლამა, არ არის ლინგვისტურად სათანადოდ შესწავლილი, განსაკუთრებით, დისკურსის ანალიზის, სემანტიკა-პრაგმატიკისა და სოციოსემიოტიკის კუთხით; ასევე, არ არსებობს კვლევები, რომლებიც სასტუმროს ონლაინ-რეკლამასა და რეალობას შორის არსებულ მიმართებას განიხილავს. აღნიშნულის დასადგენად, წინამდებარე ნაშრომში გამოყენებულია სასტუმროს ონლაინ-რეკლამებისა და ამავე სასტუმროების რეალური სტუმრების უარყოფითი შინაარსის შეფასებების შეპირისპირებითი ანალიზი. ნაშრომის მიზანია:
1. განსაზღვროს სასტუმროს ონლაინ-რეკლამის ძირითადი დანიშნულება და დაადგინოს აღნიშნული დანიშნულების აქტუალიზებისთვის გამოყენებული ვერბალური და არავერბალური გამომსახველობითი საშუალებები;
2. გამოავლინოს სასტუმროს ონლაინ-რეკლამაში რეალიზებული რეკლამის ძირითადი ტიპები;
3. ტექსტობრივი ანალიზის საფუძველზე, გამოყოს სასტუმროს სარეკლამო ტექსტის ძირითადი შემადგენელი კომპონენტები;
4. გამოავლინოს სიტუაციური კონტექსტის ის ელემენტები (ჰაიმზის კონტექსტუალურ მახასიათებლებზე დაყრდნობით), რომლებიც განსაზღვრავენ აღნიშნული რეკლამის ქვეჟანრის დისკურსულ თავისებურებებს;
5. შეისწავლოს რეკლამასა და რეალობას შორის არსებული მიმართება, სასტუმროს ონლაინ-რეკლამებისა და სასტუმროების რეალური სტუმრების კრიტიკული კომენტარების შეპირისპირებითი ანალიზის საფუძველზე.
6. გაანალიზოს სასტუმროს ონლაინ-რეკლამა სამეტყველო აქტთა თეორიის თვალსაზრისით.
7. შეისწავლოს რეკლამის აღნიშნული სახეობა სოციოსემიოტიკის კუთხით. ნაშრომის თეორიულ საფუძველს ქმნის დისკურსის ანალიზი, ლინგვისტური პრაგმატიკა, სემანტიკა, სოციოსემიოტიკა, ასევე, კვლევები რეკლამაზე. ნაშრომის სიახლე მდგომარეობს შემდგომში:
1) გამოვლინდა სასტუმროს რეკლამის ძირითადი ფუნქციები: ფაქტობრივი ინფორმაციის მიწოდება; მკითხველის ყურადღების მყისიერი მიპყრობა და მასზე ზემოქმედება; მკითხველისთვის/ პოტენციური მომხმარებლისთვის გარკვეული ქმედების განხორციელებისკენ ბიძგის მიცემა (ე.ი. სასტუმროში ნომრის დაჯავშნა);
2) დადგენილია სასტუმროს ონლაინ-რეკლამაში გამოყენებული რეკლამის შემდეგი ტიპები: ინფორმაციული, ემოციური, იმიჯის და ქვეცნობიერი;
3) შესწავლილია სასტუმროს რეკლამაში გამოყენებული ვერბალური და ვებგვერდზე (www.booking.com) წარმოდგენილი არავერბალური საშუალებები, რომელთა სინთეზირება რეკლამირების პროცესის ეფექტურობას უზრუნველყოფს;
4) შეპირისპირებითი ანალიზის საფუძველზე გამოვლენილია სასტუმროს ონლაინ-რეკლამასა და რეალობას შორის არსებული მიმართება;
5) კვლევამ ცხადყო, რომ სასტუმროს ონლაინ-რეკლამაში გამოვლენილი სამეტყველო აქტები (ასერტივები/ რეპრეზენტატივები; დირექტივები; ექსპრესივები და კომისივები) სარეკლამო ტექსტის ყველა სტრუქტურულ კომპონენტშია წარმოდგენილი, თუმცა სხვადასხვა სიხშირით.

The thesis examines general discoursal peculiarities of online hotel advertisements on the material of English.
The significance of the study lies in the fact that the given subgenre of advertisement – online hotel advertisement - is quite understudied linguistically, particularly in terms of discourse analysis, semantics, pragmatics and socio-semiotics. Moreover, there are no studies examining the relation between online hotel advertisements and reality. For the given purpose the thesis presents a contrastive analysis of online hotel advertisements and negative guest reviews on the corresponding hotels.
The aim of the study is to:
1. Determine the main purpose of the online hotel advertisement and explore verbal and non-verbal/ visual means employed for its actualization;
2. Reveal the main types of advertising realized in online hotel advertisements;
3. Single out the basic components of the advertisement text on the basis of textual analysis;
4. Identify the features of context (based on Hymes‘ contextual features) that determine discoursal peculiarities of the advertisement subgenre in question;
5. Examine the relationship between advertising and reality, by means of a contrastive analysis of online hotel advertisements and critical reviews written by hotel guests;
6. Analyze online hotel advertising in terms of Speech Act Theory (Searle‘s model, in particular);
7. Investigate this subtype of advertising from the perspective of socio-semiotics. Discourse analysis, linguistic pragmatics, Semantics, socio-semiotics as well as works on advertising form the theoretical basis of the study.
The scientific novelty of the research is as follows:
1. The main functions of online hotel advertisements have been stated; these are: providing potential consumers with factual information; attracting the reader's attention and influencing their choice; making the potential consumer perform a certain action (i.e. to book a room in the advertised hotel);
2. The types of advertising- informative, emotional, image and subconscious - realized in online hotel advertisements have been revealed;
3. Verbal and visual/ non-verbal means presented on the website (booking.com) whose synthesis is essential for efficient advertising have been investigated;
4. The relationship between online hotel advertisements and reality has been explored by using a contrastive analysis;
5. The study has shown that speech acts (assertives/ representatives; directives; expressives and commissives) evidenced in the online hotel advertisements are distributed in all the sections of the advertisement text, however, with different frequencies.
URI: https://openscience.ge/handle/1/3002
Appears in Collections:ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
ცერცვაძე სუზი.pdfსასტუმროს რეკლამა დისკურსის ანალიზის თვალსაზრისით1.95 MBAdobe PDFView/Open
ავთენტურობა ცერცვაძე.pdfსასტუმროს რეკლამა დისკურსის ანალიზის თვალსაზრისით737.24 kBAdobe PDF    Request a copy
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

16
checked on Apr 29, 2024

Download(s)

5
checked on Apr 29, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.