Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2999
Title: ოქრომჭედლობა წინარეანტიკური ხანის კოლხეთში
Authors: ქობალია, ნინო 
Advisor: ლიჩელი, ვახტანგ 
Degree Name: არქეოლოგიის დოქტორი
PhD in Archaeology
Degree Discipline: არქეოლოგია
Archaeology
Institution: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
Keywords: კოლხეთი
წინარეანტიკური ხანა
ოქრომჭედლობა
ადრეყორღანული კულტურა
კულტურულ- არქეოლოგიური
სიმბოლურ-იკონოგრაფიული
გრანულაცია, ფილიგრანი, ფურცლოვანი ოქრო და ინკრუსტაცია
Issue Date: 2023
Abstract: 
დღეისათვის, ამიერკავკასიის ტერიტორიაზე უძველესი ოქროს ნივთები ძვ. წ. III ათასწლეულით დათარიღებულ ადრეყორღანულ კულტურაშია (აღმოსავლეთ საქართველო) აღმოჩენილი. ამ პერიოდიდან მოყოლებული, განვითარების გარკვეული ეტაპის შემდეგ, ოქრომჭედლობა აღმავლობის პირველ პიკს, თრიალეთის ბრწყინვალე ყორღანების კულტურაში აღწევს. ძვ წ. II ათასწლეულის მეორე ნახევარში, ქართული ოქრომჭედლობა გარკვეულ დეგრადაციას განიცდის, რის შემდეგაც მისი ხელახალი აყვავება ძვ. წ. I ათასწლეულის დასაწყისში, ახლა უკვე ამიერკავკასიის დასავლეთ ნაწილში, კოლხური კულტურის წიაღში იწყება და ძვ. წ. V-IV სს-ში განვითარების მეორე პიკს აღწევს.
ძვ. წ. I ათასწლეული პირველი ნახევარი კოლხური ოქრომჭედლობის ისტორიაში ის მნიშვნელოვანი ეტაპია, როდესაც საფუძველი ეყრება კოლხური ოქრომჭედლობის სახელით ცნობილ უნიკალურ საიუველირო სტილს, რომელიც, ოდნავ მოგვიანებით, კოლხეთის სამეფოს პოლიტიკური გაერთიანების არსებობის ფარგლებში, წარჩინებულ პირთა სამარხებში აღმოჩენილი შედევრების შექმნის წინაპირობაა. აღნიშნულ ქრონოლოგიურ მონაკვეთში აღმოჩენილი ოქრომჭედლობის ნიმუშების შესწავლა და შესაბამის არქეოლოგიურ კონტექსტში განხილვა მნიშვნელოვანია, რადგან: 1) კოლხური კულტურის ისტორიაში ძვ. წ. I ათასწლეულის პირველი ნახევარი ის მნიშვნელოვანი ეპოქაა, როდესაც ხდება ამ რეგიონის პირველი მოხსენიება ასირიულ, ურარტულ და ძველბერძნულ წერილობით წყაროებში; 2) დროსა და სივრცეში იგი შეესაბამება არგონავტიკის პირველ ვერსიებს და ახლოს დგას იმ რეალიებთან, რაც მითის ამ ვერსიებშია ასახული.
კოლხეთის უძველესი ოქრომჭედლობის ნიმუშები ადრეულ წლებში მხოლოდ შემთხვევითი აღმოჩენების, განძების სახით იყო ცნობილი და შესაბამისი არქეოლოგიური კონტექსტის არქონის გამო, მათი კულტურული და ქრონოლოგიური კუთვნილების არგუმენტირებულად განსაზღვრა ვერ ხერხდებოდა. წინარეანტიკური ხანის კოლხური ოქრომჭედლობის გამოვლენისა და შესწავლის
საქმეში გადამწყვეტი როლი ითამაშა უკანასკნელი ორმოცდაათი წლის მანძილზე სისტემატიური არქეოლოგიური კვლევა-ძიების საფუძველზე შესწავლილმა არქეოლოგიურმა ძეგლებმა, რომელთა უმეტესობა კოლხური ტიპის კოლექტიური ორმოსამარხებია.
უკანასკნელ წლებში დაგროვილმა მასალამ, რომელიც საკმაოდ მრავალრიცხოვან და მრავალფეროვან ნივთთა ჯგუფებს აერთიანებს, შექმნა ნიადაგი, წინარეანტიკური ხანის კოლხური ოქრომჭედლობა, მთელი რიგი ინდივიდუალური ნიშნებით გამორჩეულ, განსხვავებულ ფენომენად წარმოგვეჩინა.

The earliest golden items appear on the territory of eastern Georgia during the 3 rd millennium BC, in the so-called Early Barrows Culture and after a certain stage of development it reaches its first pick in the Trialeti Great Culture (mid-2 nd millennium BC).In the second half of the 2 nd millennium BC Georgian goldsmithing undergoes some kind of degradation, after which it starts its re-flourishing by the beginning of the 1st millennium BC in the western part of Georgia and reaches second pick of development in the context of Colchian culture in the 5 th -4 th centuries BC.
The 1 st millennium BC in the history of Colchian goldsmithing is that important stage when the foundation had been laid for a unique style of jewelry known as Colchian goldsmithing and which, somewhat later, within the framework of the existence of the political union of the Kingdom of Colchis, became the prerequisite for the masterpieces found in the tombs of noble men.
The study of jewelry samples dated to this period and their study in the appropriate archaeological context is important because: 1) this is the time when Colchis is mentioned for the first time in Greek literary sources and Urartian cuneiform inscriptions; 2) In time and space it corresponds to the first versions of “Argonautics” and is close to the realities depicted in these versions of the myth.
At first, samples of ancient Colchian jewelry were known only as casually found hoards, therefore due to the lack of an appropriate archaeological context, their cultural and chronological affiliation wasn`t reasonably determined.
Archaeological sites studied on the basis of systematic archaeological research over the past 50 years, most of which are collective burial pits of the Colchian type, played a decisive role in the revealing and standing of pre-Classical period Colchian goldsmithing.
The material accumulated in recent years, which unites quite numerous and diverse groups of objects, has created the ground for presenting the Pre-Classical Colchian goldsmithing as a separate phenomenon, distinguished by a number of individual features.
URI: https://openscience.ge/handle/1/2999
Appears in Collections:ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
ქობალია ნინო.pdfოქრომჭედლობა წინარეანტიკური ხანის კოლხეთში5.59 MBAdobe PDFView/Open
ავთენტურობა ქობალია.pdfანტიპლაგიატი617.24 kBAdobe PDF    Request a copy
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

34
checked on Apr 29, 2024

Download(s)

12
checked on Apr 29, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.