Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2998
Title: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის რეგულარული ჯარისა და სახალხო გვარდიის ორგანიზაცია და შეიარაღება
Authors: სილაქაძე, დიმიტრი 
Degree Name: ისტორიის დოქტორი
PhD in History
Degree Discipline: ისტორია
PhD Programme in History
Institution: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
Keywords: საქართველოს ისტორია
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
შეიარაღებული ძალები
სამხედრო რესურსი
ჯარის ორგანიზაციული ფორმა
Issue Date: 2023
Abstract: 
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921წწ.), თავისი არსებობის არასრული სამი წლის განმავლობაში მეტწილად საომარ მოქმედებებში იყო ჩართული ან ომის საფრთხის წინაშე იდგა. ქვეყნისათვის, რომელიც მუდამ არსებობის ზღვარზე იდგა, შეიარაღებული ძალები პრიორიტეტი გახლდათ და ბიუჯეტის თითქმის მესამედი სწორედ თავდაცვაზე იხარჯებოდა. დაფინანსებისა და პრიორიტეტულობის მიუხედავად, როგორი და რამდენად ეფექტური იყო ის სამხედრო ორგანიზაცია, რომელიც რესპუბლიკამ შექმნა? სწორედ ეს არის ამ დისერტაციის მთავარი კითხვა. ქართულ ისტორიოგრაფიაში არ გვაქვს ნაშრომი, რომელიც სრული სახით გვაჩვენებდეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების, ორგანიზაციული სტრუქტურისა და შეიარაღების სრულ სურათს. კვლევის მიზანია, ძირითადად აქამდე უცნობ , ასევე ცნობილ წყაროებზე დაყრდნობით პასუხი გაეცეს შემდეგ კითხვებს: 1) როგორი იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები? 2) რა ადამიანური სამხედრო რესურსი გააჩნდა რესპუბლიკას? 3) როგორი იყო ჯარის ორგანიზაციული ფორმა, საშტატო სტრუქტურა, დანიშნულება, პირადი შემადგენლობის რაოდენობა სხვადასხვა პერიოდში? 4) როგორ ხედავდნენ ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკური ლიდერები ჯარის განვითარების სტრატეგიას? 5) როგორი იყო ჯარისკაცთა მორალური სახე? 6) რა იარაღს და რა რაოდენობის საბრძოლო მასალას ფლობდა რესპუბლიკა? რამდენად საკმარისი იყო ეს იარაღი და საბრძოლო მასალა სხვადასხვა მასშტაბის და ინტენსივობის სამხედრო კონფლიქტებისათვის? 7) როგორ ფინანსდებოდა ჯარი ბიუჯეტიდან და რამდენად ყოფნიდა ეს ფინანსები ნორმალური ფუნქციონირებისათვის?. ეს სწორედ ის კითხვებია, რომელზედაც ამ დისერტაციაშია პასუხი გაცემული, რაც საბოლოო ჯამში გვაჩვენებს თუ როგორი ტიპის და რა პოტენციალის მქონე შეიარაღებული ძალების ჰყავდა რესპუბლიკას.

During incomplete three years of its existence, the Democratic Republic of Georgia (1918-1921) used to be mainly involved in various scale hostilities or was experiencing the threat of war. Accordingly, for the country that was always on the verge of existence, the armed forces became of a great priority and almost a third of the budget used to be spent on defense. Regardless of funding and priority, How effective was the military organization that the republic created. This is the main question of this thesis. In Georgian historiography, we do not have a work that would show us a complete picture of the formation, organizational structure and armament of the armed forces of the Democratic Republic of Georgia.
The purpose of the study is to to answer the following questions based on previously unknown, as well as known sources: what the armed forces of the Democratic Republic of Georgia were like, what human military resources the republic had, what was the organizational form of the army, staff structure, purpose, number of personnel in different periods, how the military and political leaders of the country saw the strategy of the army's development, what was the moral character of the soldiers, what amount of ammunition the republic possessed, if these weapons and ammunition were sufficient for military conflicts of various scales and intensity, how the army was being financed from the budget and if these financing was enough for normal functioning. These are the questions that are answered in this thesis, which ultimately shows us what type and potential of the armed forces the republic had.
URI: https://openscience.ge/handle/1/2998
Appears in Collections:ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
სილაქაძე დიმიტრი.pdfსაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის რეგულარული ჯარისა და სახალხო გვარდიის ორგანიზაცია და შეიარაღება3.15 MBAdobe PDFView/Open
ავთენტურობა სილაქაძე.pdfანტიპლაგიატი976.27 kBAdobe PDF    Request a copy
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

25
checked on Apr 29, 2024

Download(s)

56
checked on Apr 29, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.