Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2990
Title: კულტურათაშორისი კომუნიკაცია მრავალეთნიკურ სამუშაო გარემოში (კატარის ავიახაზების მაგალითზე)
Authors: კუბლაშვილი, მარგო 
Advisor: ჩიქოვანი, ნინო 
Degree Name: კულტურის კვლევების დოქტორი
PhD in Cultural Studies
Degree Discipline: კულტურის კვლევები
Cultural Studies
Institution: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
Keywords: ინტერკულტურული კომუნიკაცია
მრავალეთნიკური სამუშაო გარემო
კულტურათაშორისი განსხვავებები
კომუნიკაციის ბარიერები
კატარის ავიახაზები
კოვიდ 19.
Issue Date: 2021
Abstract: 
თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში მოხდა სხვადასხვა კულტურული იდენტობის მქონე ხალხთა დაკავშირება და საერთაშორისო ბაზარზე ტრანსნაციონალური და მულტიკულტურული კომპანიების გაჩენა-გამრავლება, რამაც ბუნებრივად განაპირობა კულტურათაშორისი დიალოგისა და კომუნიკაციის საკითხების წინა პლანზე წამოწევა.
ჩვენი კვლევის მიზანია მულტიკულტურული სამუშაო სივრცის ფარგლებში განსხვავებულ კულტურათა ურთიერთქმედების შედეგად გამოვლენილი პრობლემებისა და კომუნიკაციის ბარიერების იდენტიფიცირება, მათი დაძლევის შესაძლებლობათა შესწავლა-გაანალიზება, ინტერკულტურული დიალოგის მნიშვნელობისა და მისი პრაქტიკული ღირებულებების განსაზღვრა. სამიზნე ჯგუფად შერჩეულ იქნა კატარის ავიახაზების, როგორც ერთ-ერთი უმსხვილესი მულტიკულტურული კომპანიის, ბორტგამცილებლები, რომელთა ნაციონალური კუთვნილება 120 ქვეყანას აღემატება.
საკითხის შესწავლის თეორიულ ჩარჩოდ გამოვიყენეთ კულტურათა ტიპოლოგიის თეორიები - კულტურული მოდელები და განზომილებები, რომლებიც დაგვეხმარა კულტურათა შორის არსებული განსხვავებული ფასეულობების, მსოფლმხედველობის, ცხოვრების წესისა და პრინციპების, ქცევის მოდელებისა და ზოგადი სტანდარტების გამოვლენაში. საკვლევ ტექნიკად შევარჩიეთ მონაცემთა შეგროვების რაოდენობრივი (ინტერნეტ გამოკითხვა-ანკეტირება) და თვისებრივი მეთოდები (ჩართული დაკვირვება, ინტერვიუირება), რამაც, ერთი მხრივ, საშუალება მოგვცა, მიგვეღო კვლევის აღრიცხვადი/სტატისტიკური მონაცემები და, მეორე მხრივ, შეგვესწავლა დასაკვირვებელი ფენომენის ქცევა მის ბუნებრივ გარემოში.
აღნიშნული მეთოდების ერთდროულად გამოყენებით, დროის ორ განსაზღვრულ მონაკვეთში - ერთი მხრივ, პანდემიამდელ და, მეორე მხრივ, ახალი კორონავირუსის (კოვიდ 19-ის) პანდემიის პერიოდში, ჩვენ დავაკვირდით მრავალეთნიკურ გარემოში კულტურათაშორისი კომუნიკაციის ძირითად გამოწვევებს და გადავამოწმეთ ჩვენი კვლევითი ჰიპოთეზა, რომლის თანახმადაც, განსხვავებულ კულტურათა ყოველდღიური ინტერაქცია მნიშვნელოვნად ამცირებს კულტურათაშორისი ბარიერებისა (როგორიცაა სტერეოტიპები, ქსენოფობია, რასიზმი) და გაურკვევლობების დონეს, რაც ხელს უშლის კულტურათაშორისი კონფლიქტების შემდგომ ესკალაციას.

In the modern highly globalized world, people with different cultural identities are involved in the close contact with each other. Transnational and multicultural companies emerged and multiplied on the international market. These processes brought to the forefront the issues of intercultural communication.
The aim of our research is to identify problems and communication barriers manifested as a result of the interaction of different cultures within the frameworks of a multicultural working environment, to study and analyze possibilities of overcoming them, to determine the importance of intercultural dialogue and its practical values. Cabin Crew of Qatar Airways, with national affiliations in more than 120 countries, as one of the largest multicultural companies, were selected as a target group.
Theories of cultural typology were used as a theoretical framework for the study of the issue - cultural models and dimensions that helped us to identify different values, worldviews, way of life and principles, patterns of behavior and general standards existed between cultures. Quantitative (Internet interview-questionnaire) and qualitative methods (included observation, interviewing) were selected as a research technique, which, on the one hand, allowed us to obtain accounting/statistical data of the research and, on the other hand, to study the behavior of the phenomenon to be observed in its natural environment.
Simultaneous usage of these methods, in two defined periods of time - the pre-pandemic period, on the one hand, and the novel coronavirus (Covid 19) pandemic, on the other, we observed the main challenges of intercultural communication in a multi-ethnic environment and checked our research hypothesis, according to which, daily interaction between different cultures significantly reduces levels of intercultural barriers (such as stereotypes, xenophobia, racism) and uncertainty, preventing further escalation of intercultural conflicts.
URI: https://openscience.ge/handle/1/2990
Appears in Collections:ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
კუბლაშვილი მარგო.pdfკულტურათაშორისი კომუნიკაცია მრავალეთნიკურ სამუშაო გარემოში (კატარის ავიახაზების მაგალითზე)3.69 MBAdobe PDFView/Open
ავთენტურობა კუბლაშვილი.pdfანტიპლაგიატი982.46 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

21
checked on Apr 29, 2024

Download(s)

35
checked on Apr 29, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.