Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2988
Title: ფუტურიზმი: ქართული და ევროპული ლიტერატურული გამოცდილება
Authors: კალატოზიშვილი, გიული 
Advisor: რატიანი, ირმა 
Degree Name: ფილოლოგიის დოქტორი
PhD in Philology
Degree Discipline: ფილოლოგია
Philology
Institution: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
Keywords: ფუტურიზმი
ევროპული და რუსული ფუტურიზმი
ფუტურიზმის ევროპული გამოცდილება
ქართული ფუტურიზმი
Futurism
European and Russian Futurism
European Experience of Futurism
Georgian Futurism
Issue Date: 2022
Abstract: 
სადისერტაციო ნაშრომის კვლევის საგანს წარმოადგენს ფუტურიზმი, როგორც ავანგარდისტული მიმდინარეობა ხელოვნებასა და ლიტერატურაში, იტალიურ, ფრანგული, რუსულ და ქართულ ფუტურისტულ ლიტერატურულ მიმდინარეობებს შორის მსგავსებებისა და განსხვავებების გამოვლენა იმ ისტორიული და „ფილოსოფიური“ ფაქტორების კვლევის საფუძველზე, რომლებმაც გავლენა იქონია ამ მიმდინარეობის განვითარებაზე, ფუტურიზმის ცნობილ წარმომადგენელთა ცხოვრებაზე და მათ მიერ შექმნილ ნაწარმოებებზე. ნაშრომის ბოლოს წარმოდგენილია ამ ქვეყნებისთვის დამახასიათებელი ფუტურისტული ნაწარმოებების, პოეზიის, ფერწერულ ნამუშევრებსა და პოეზიაში ფერისა და ფორმის ასახვის პარალელური ანალიზი.
საკვალიფიკაციო ნაშრომის კვლევის მიზანს წარმოადგენს ფუტურიზმის არსის, მისი წარმომშობი ისტორიული, პოლიტიკური, სოციალური და ლიტერატურული წინამძღვრების შესწავლა და განხილვა კომპარატივისტულ ჭრილში; ამ მიმდინარეობის გავრცელების მიმოხილვა ევროპაში – იტალიურ, ფრანგულ, რუსულ კულტურულ ცხოვრებასა და ლიტერატურაში და მისი ასახვა ქართულ რეალობაში; ფუტურიზმის საქართველოში გავრცელების წინამძღვრების, ლიტერატურული სკოლის ჩამოყალიბება-განვითარებისთვის დამახასიათებელი ნიშნებისა და განსხვავებების შედარება ევროპულ ლიტერატურულ გამოცდილებასთან. ფუტურიზმის მიმდინარეობას განვიხილავთ საქართველოში გავრცელებულ ისეთ ავანგარდისტულ მოძრაობასთან კავშირში, როგორიცაა სიმბოლიზმი, რამდენადაც იგი წინ უსწრებდა ფუტურიზმის გავრცელებას საქართველოში და ზოგიერთი ფუტურისტი ავტორის წინა ლიტერატურულ-შემოქმედებით გამოცდილებას სწორედ სიმბოლიზმი წარმოადგენდა. გამომდინარე აქედან, ქართული ფუტურიზმი ინარჩუნებს სიმბოლიზმის საუკეთესო ტრადიციებს და ჩვენც ფუტურისტული მიმდინარეობის ლიტერატურულ მემკვიდრეობას შევისწავლით ქართული პოეზიის განხილვის საფუძველზე. საინტერესოა, ქართული ფუტურიზმი საყოველთაო-უნივერსალურ მოვლენას წარმოადგენს თუ ნაციონალურს? რამდენადაც იტალიური ფუტურიზმი გავლენას ახდენს პოლიტიკურ ცხოვრებაზე და იტალიური ფაშიზმის იდეოლოგიური საფუძ-ველი ხდება, რუსული ფუტურიზმი 1917 წლის რევოლუციამდე მიდის, ფრანგული
ფუტურიზმი კი სახეს იცვლის და სიურრეალიზმს ქმნის. კვლევის პარალელურად მიზნად დავისახეთ თემასთან დაკავშირებული სამეცნიერო და ლიტერატურული მასალების თარგმნა, დამუშავება და ანალიზი.
კვლევის შედეგად განისაზღვრა, რომ ქართულ ავანგარდზე და, კონკრეტულად, ქართულ ფუტურიზმზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ევროპულმა, იტალიურმა, ფრანგულმა და რუსულმა ფუტურიზმმა, თუმცა ქართული ფუტურიზმისთვის ხელოვნებასა და ლიტერატურაში დამახასიათებელია გარკვეული ინდივიდუალიზმი.
ნაშრომში წარმოდგენილი ცალკეული დებულებები ეფუძნება საკითხთა ფართო სპექტრს, კვლევის შედეგები კი საშუალებას გვაძლევს, გამოვყოთ ის ძირითადი ტენდენციები, რაც სხვადასხვა მიმართულებით XX საუკუნის პირველი ნახევრის იტალიურ, ფრანგულ, რუსულ და ქართულ ლიტერატურასა და ლიტერატურის ისტორიაში აისახა.

The subject of the dissertation is Futurism as an avant-garde movement in art and literature, identifying similarities and differences between Italian, French, Russian, and Georgian futuristic literary movements, based on the study of historical and "philosophical" factors affecting the works created by the famous writers and artists of the movement. A parallel analysis of the reflection of color and form in futuristic works, poetry and paintings characteristic of these countries is presented in the final part of the dissertation paper.
The aim of the research paper is to study and discuss the essence of Futurism, its historical, political, social and literary backgrounds in a comparative context. An overview of the development of this movement in Europe – Italian, French, Russian cultural life and literature and its reflection in the Georgian reality. The development of Futurism in Georgia, comparing with the European literary experience, identifying the similarities and differences characteristic of the literary movement. We discuss the movement of futurism in connection with other avant-garde movements in Georgia, such as symbolism, as it preceded the spread of futurism in Georgia, and the previous literary-creative experience of futuristic authors was precisely symbolism. Therefore, Georgian Futurism preserves the best traditions of symbolism and we have studied the literary heritage of the movement based on the discussion of Georgian poetry. Georgian Futurism as a universal phenomenon or national, as Italian Futurism influences political life and becomes the ideological basis of Italian Fascism, Russian Futurism goes back to the 1917 revolution, while French Futurism changes its face and creates surrealism. In parallel with the research, our aim is to translate, process and analyze scientific and literary material related to the topic. As a result of the research, it was determined that European avant-garde and, in particular, Georgian Futurism were significantly influenced by European, Italian, French and Russian Futurism, although Georgian Futurism in art and literature is characterized by a certain individualism. The individual provisions presented in the paper are based on a wide range of issues, and the research outcomes allow us to highlight the main trends reflected in various directions in the Italian, French, Russian and Georgian literature and the history of literature in the first half of the XX century.
URI: https://openscience.ge/handle/1/2988
Appears in Collections:ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
კალატოზიშვილი გიული.pdfფუტურიზმი: ქართული და ევროპული ლიტერატურული გამოცდილება4.35 MBAdobe PDFView/Open
ავთენტურობა კალატოზიშვილი.pdfანტიპლაგიატი503.3 kBAdobe PDF    Request a copy
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

21
checked on Apr 29, 2024

Download(s)

27
checked on Apr 29, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.