Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2984
Title: IX-X საუკუნეების არაბი გეოგრაფების ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ
Authors: ეჯიბია, ომიკო 
Degree Name: ისტორიის დოქტორი
PhD in History
Degree Discipline: ისტორია
PhD Programme in History
Institution: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
Keywords: შუა საუკუნეების საქართველოსა და კავკასიის ისტორია
ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ
IX-X საუკუნეების არაბი გეოგრაფები
იბნ ხორდადბეჰი
იბნ რუსთა
ალ-ისტახრის
იბნ ჰაუკალისა
ალ-მუკადდასი ალ-ბაშარი
Issue Date: 2022
Abstract: 
ნაშრომში წარმოდგენილია IX-X საუკუნეების ხუთი არაბი ავტორის იბნ ხორდადბეჰის, იბნ რუსთას (IX ს.), ალ-ისტახრის, იბნ ჰაუკალისა და ალ-მუკადდასი ალ-ბაშარის (X ს.) ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ. კვლევა მიემართება არა მხოლოდ ცნობების თარგმანს, არამედ მათ შინაარსსაც სხვადასხვა სფეროების გათვალისწინებით, დაწყებული ტოპონიმების კვლევით, დამთავრებული რეგიონის ეკონომიკური ფუნქციით საერთაშორისო ვაჭრობაში.
აღნიშნული საკითხი აქტუალური და მნიშვნელოვანია შუა საუკუნეების საქართველოსა და კავკასიის ისტორიითა და ისტორიული-გეოგრაფიით დაინტერესებული მკვლევრებისათვის. თემის აქტუალურობას განაპირობებს რეგიონში მიმდინარე სამხედრო-პოლიტიკური კონფლიქტებიც, რადგანაც დაპირისპირებული მხარეები ხშირად იმოწმებენ შუა საუკუნეების ავტორებს, ტერიტორიების ისტორიული კუთნილების აღსანიშნავად.
ნაშრომის სამეცნიერო სიახლეს წარმოადგენს იმ ცნობების თარგმანები, რომლებიც უშუალოდ არაბული ენიდან შესრულდა და წარმოდგენილია სრული ან ნაწილობრივი ტრანსლიტერაციებით. ასევე სიახლეა კვლევაში წარმოდგენილი X საუკუნის რუკები, რომლებიც აქამდე არ ყოფილა ცნობილი ქართული ისტორიოგრაფიისთვის და ზოგიერთი მათგანი ნაკლებადაა შესწავლილი დასავლურ ისტორიოგრაფიაში.
ნაშრომის დასკვნით ნაწილში განზოგადებულია მასში განხილული სოციალეკონომიკური, გეოგრაფიული, პოლიტიკური თუ კულტურული საკითხები, რომლებზეც ძირითად ტექსტშია მსჯელობა. აღნიშნულია, თუ რა პოზიტიური შედეგები შეიძლება მოყვეს თარგმნილი ტექსტების შემდგომ გამოყენებას. გამოტანილია დასკვნები და გამოთქმულია ვარაუდები ნაშრომში განხილული ავტორების ცნობების საფუძველზე.

The work presents information about Georgia and the Caucasus by five authors of IX-X centuries Ibn Khordadbeh, Ibn Rustah (IX century), Al-Istakhri, Ibn Hawqal and Al-Mukaddasi Al-Bashari (X century). The research focuses not only on the translation of references but also on their content in different areas. Starting with the study of toponyms, ending with the economic function of the region in international trade.
This issue is relevant and important for researchers interested in medieval history and the historical geography of Georgia and the Caucasus. The urgency of the topic is exacerbated by the ongoing military-political controversies in the region, in which process, of which the opposing parties, often citing the medieval authors to mark the historical belonging of disputed territories.
First of all, the novelty of the work is the translations of the references, which were performed directly from the Arabic language and are presented in full or partial transliterations. Also novel is the X century maps presented in the study, which were not known to Georgian historiography until now and some of them are less studied worldwide. In the conclusion of this dissertation, the socio-economic, geographical, political or cultural issues are comprised, which are discussed in the main text as well. It is indicated the positive consequences that may result from the subsequent use of the translated texts. Conclusions are drawn and assumptions are made based on the references of the authors discussed in the paper.
URI: https://openscience.ge/handle/1/2984
Appears in Collections:ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
ეჯიბია ომიკო.pdfIX-X საუკუნეების არაბი გეოგრაფების ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ3.16 MBAdobe PDFView/Open
ავთენტურობა ეჯიბია.pdfანტიპლაგიატი433.36 kBAdobe PDF    Request a copy
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

19
checked on Apr 29, 2024

Download(s)

30
checked on Apr 29, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.