Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2969
Title: ენობრივი პროდუქციის ნეიროფსიქოლოგიური და ლინგვისტური ანალიზი ტიპურად განვითარებული ენობრივი უნარის, ექსპრესიული ენის დარღვევისა და აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე 4-6 წლის ასაკის ქართულენოვან ბავშვებთან
Authors: დოღაძე, ირინე 
Advisor: გაგოშიძე, თამარ 
Degree Name: ფსიქოლოგიის დოქტორი
PhD in Psychology
Degree Discipline: განათლების ფსიქოლოგია
Educational Psychology
Institution: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი 
Keywords: ნეიროფსიქოლოგია
ლინგვისტიკა
ენა
დარღვევა
აუტიზმი
კოგნიტური მოდელი
Neuropsychology
Linguistics
Language
Disorder
Autism
Cognitive Model
Issue Date: 2022
Abstract: 
კვლევის მიზანს წარმოადგენდა ქართულ ენაზე მოსაუბრე, 4-6 წლის ტიპურად განვითარებული ენობრივი უნარის, ენის განვითარების დარღვევისა და აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების ენობრივი პროდუქციის ურთიერთშედარება ენის კომპონენტების (ფონოლოგია, სემანტიკა, სინტაქსი, მორფოლოგია და პრაგმატიკა) და ვერბალური ქცევის („მენდი“, „ტაქტი“, „ექოიკი“, „ინტრავერბალი“) ტიპოლოგიის მიხედვით. მიღებული შედეგების ახსნა მოხდა ენის სხვადასხვა კოგნიტური მოდელის ფარგლებში და ნეიროფსიქოლოგიური ანალიზის საშუალებით.
კვლევის შედეგად მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ სამივე ეს ჯგუფი მეტყველების ნაწილების გამოყენების ტენდენციით ერთმანეთისგან ძირითადად არ განსხვავდებიან. ისინი ქართული ენის ლინგვისტური თავისებურების გათვალისწინებით გამოიყენებენ წინადადების იმ წევრებს მეტი სიხშირით, რომელთა როლი შინაარსის გადმოცემის პროცესში უპირველესია. ლინგვისტური შეცდომების მიხედვით ენის დარღვევის მქონე ბავშვების ტიპურ შეცდომას ფონეტიკური სირთულეები წარმოადგენს, ხოლო აუტიზმის სპექტრის შემთხვევაში ტიპური შეცდომა დაკავშირებულია ენის პრაგმატულ მხარესთან. ტიპური ენობრივი შესაძლებლობების და ენის დარღვევის მქონე ბავშვების მიერ ნათქვამი წინადადებების სიგრძე აღემატება აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების მონაცემს, როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ სიტუაციაში. „მენდის“ და „ექოიკის“ გამოყენება ამ ასაკში უპირატესად დამახასიათებელია აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის. „ინტრავერბალს“ კი მსგავსი წარმატებით გამოიყენებს, როგორც ტიპური ენობრივი შესაძლებლობების, ისე ენის განვითარების დარღვევის მქონე ბავშვები.
ვიწრო ინტერესის თემის ამოჩემება და ინტონირებული მეტყველება ტიპური მახასიათებელია აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის და თითქმის არ ვხვდებით დანარჩენი ორი ჯგუფის წარმომადგენლებთან. სიტყვის ეკვივალენტების გამოყენება მხოლოდ ენის განვითარების დარღვევის მქონე ჯგუფის მახასიათებელია. ლევეტლის ენის კოგნიტური მოდელის ფარგლებში ჯგუფებს შორის განსხვავება შემდეგია: ენის განვითარების დარღვევის შემთხვევაში პრობლემურ რგოლს წარმოადგენს ფორმულირების, გრამატიკული და ფონოლოგიური კოდირების საფეხური და დამატებით ფონეტიკური გეგმის არტიკულაცია. აუტიზმის სპექტრის შემთხვევაში ძირითად ენობრივ სირთულეს წარმოადგენს კონცეპტუალიზაციის, პასუხის მომზადების და მონიტორინგის საფეხური, ვერბალური წინა პასუხის გათვალისწინება და შესაბამისად, სიტყვის ფორმულირება და გრამატიკული კოდირება.

The aim of the study was to make comparison of language output among Georgian language-speaking children at the age of 4-6 with typically developed language skills, language disorder and autism spectrum disorder according to language components (phonology, semantics, syntax, morphology and pragmatics) and typology of verbal behavior (“mand”, “tact”, “echoic”, “intraverbal”). The results obtained were explained within different cognitive models of language.
Based on the data obtained from the study, it can be said that all three of these groups basically do not differ from each other in the tendency to use parts of speech. Taking into consideration the linguistic peculiarity of the Georgian language, they use the members of the sentence more frequently, whose roles are leading in the process of content delivery. Due to linguistic errors phonetic difficulties are a typical error in children with language disorder, while in the case of the autism spectrum the typical error is related to pragmatic problems. The length of sentences said by children with typical language abilities and language disorder exceeds the data of children with autism spectrum disorder in both formal and informal situations. The use of “mand” and “echoic” is mostly characteristic to children with autism spectrum disorder. Intraverbal is applied with similar success by both children with typical language abilities and language disorder. Harping on a topic of narrow interest and intonated speech is a typical feature for children with autism spectrum disorder and they are rarely met with the other two groups. The use of word equivalents is characteristic only to the group with language disorder. Within the frame of Levelt’s cognitive model of language, the difference between the groups is the following: For language disorder, the problematic stage may be the step of formulation, grammatical and phonological coding, and the articulation of an additional phonetic plan. In the case of the autism spectrum, the main language difficulty is the step of conceptualization, response preparation and monitoring, the consideration of previous verbal response and word formulation in compliance with it and grammatical coding.
URI: https://openscience.ge/handle/1/2969
Appears in Collections:ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Irina Dogadze-sadoktoro.pdfენობრივი პროდუქციის ნეიროფსიქოლოგიური და ლინგვისტური ანალიზი ტიპურად განვითარებული ენობრივი უნარის, ექსპრესიული ენის დარღვევისა და აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე 4-6 წლის ასაკის ქართულენოვან ბავშვებთან3.44 MBAdobe PDFView/Open
ი. დოღაძე - დასკვნა პლაგიატზე.pdfანტიპლაგიატი4.66 MBAdobe PDF    Request a copy
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

85
checked on Apr 29, 2024

Download(s)

58
checked on Apr 29, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.