Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2951
Title: სექსუალური შევიწროებისა და სიძულვილის ენის აკრძალვის კონცეფცია
The Concept of Sexual Harassment and Prohibition of Hate Speech Anti-discrimination
Other Titles: ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა და საუნივერსიტეტო პოლიტიკა
Legislation and University Policy
Authors: ზარანდია, თამარ 
ეგნატაშვილი, დემეტრე 
ჩიტაშვილი, ნათია 
კახიძე, ირაკლი 
მჭედლიძე, ნანა 
ტატანაშვილი, თამარ 
Zarandia, Tamar 
Chitashvili, Natia 
Egnatashvili, Demetre 
Kakhidze, Irakli 
Mchedlidze, Nana 
Tatanashvili, Tamar 
Keywords: სექსუალური შევიწროება
დისკრიმინაცია
საუნივერსიტეტო პოლიტიკა
სიძულვილის ენა
დისცილინური საქმისწარმოება
სამუშაო გარემო
Sexual Harassment
discrimination
university policy
hate speech
disciplinary proceedings
work space
Issue Date: 2021
Publisher: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა 
Abstract: 
ევროპულ სამართალთან ქართული კანონმდებლობის სამართლებრივი დაახლოების ვალდებულებიდან გამომდინარე, აკადემიური სივრცისთვის შეთავაზებული კვლევა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ევროკავშირის სამართალში სექსუალური შევიწროების საკითხზე არსებული რეგულაციების მიმოხილვას, აგრეთვე, ევროპის ქვეყნებში სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ ბრძოლის ინსტიტუციური და სამართლებრივი ჩარჩოს თავისებურების შესწავლას.
გარდა აღნიშნულისა, ნაშრომში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა აშშ-ის, როგორც ამ სფეროში ღირებული და უძველესი სამართლებრივი ტრადიციის მქონე სახელმწიფოს, სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი გარანტიებისა და ორგანიზაციული მექანიზმების ანალიზს.
კვლევის ფარგლებში, ასევე, შესწავლილია სექსუალური შევიწროების კონცეპტუალური ფორმირებისა და საკანონმდებლო აღიარების დინამიკა, სექსუალური შევიწროების ნორმატიული მნიშვნელობა და მაკვალიფიცირებელი სამართლებრივი წინაპირობები, მტკიცების ტვირთის განაწილების წესი, უნივერსიტეტების, როგორც დამსაქმებლისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, სექსუალური შევიწროების ამკრძალავი პოლიტიკის მოდელები, სამუშაო ადგილსა და საგანმანათლებლო სივრცეში მოქმედი ინსტიტუციური და სამართლებრივი მექანიზმები და დისციპლინური საქმისწარმოების პროცედურული პრინციპები და გარანტიები.
კვლევის არსებითი ნაწილი ეთმობა სიძულვილის ენის განმარტების საკითხებს სხვადასხვა საერთაშორისო აქტის საფუძველზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიმოხილვას, იმ საერთაშორისო აქტებიდან ამონარიდების ანალიზს, რომელიც სიძულვილის ენასთან მიმართებით მნიშვნელოვან განმარტებებს გვთავაზობს.

Based on the obligation of legal approximation of Georgian legislation with European law, the following research proposed for the academic society pays special attention to an overview of existing regulations on sexual harassment in EU law, analyses peculiarities of the institutional and legal framework of the fight against sexual harassment in European countries.
Additionally, an important place in the work is granted to the analysis of the legal guarantees and organizational mechanisms of the fight against sexual harassment in the USA, as a state with a valuable and ancient legal tradition in this field.
Dynamics of conceptual formation and legal recognition of sexual harassment, normative meaning of sexual harassment and qualifying legal prerequisites, allocation of the burden of proof, prohibitory sexual harassment policy models for universities as employers and Institutions of higher education, institutional and legal mechanisms operating in the workplace and educational space, procedural principles of disciplinary proceedings and guarantees are also widely-studied within the framework of research.
A substantive part of research is devoted to the issues of the definition of hate speech based on various international acts: a review of the Judicial practice of the European Court of Human Rights, an analysis of excerpts from those international acts that offer important definitions about hate speech.
URI: https://openscience.ge/handle/1/2951
ISBN: 978-9941-941-23-8
Appears in Collections:წიგნები

Files in This Item:
File Description SizeFormat
RK 4 Krebuliი 15, 10 (2).pdfსექსუალური შევიწროებისა და სიძულვილის ენის აკრძალვის კონცეფცია16.14 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Google ScholarTM

Check

Altmetric


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.