გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/2946
სათაური: სამოქალაქო ავიაციის ბაზარზე აღმოცენებული ბიუჯეტური ავიაკომპანიების ფენომენის როლი ეკონომიკის განვითარებაში
ავტორები: აბაზაძე, თორნიკე 
ხელმძღვანელი: ევგენიძე, გიორგი 
დაწესებულება: საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: საჰაერო ტრანსპორტი
მსოფლიო ეკონომიკის განვითარება
ტურისტული ბაზარი
ბიუჯეტური ავიაკომპანიების ბაზარი
გამოცემის თარიღი: 2021
რეზიუმე: 
თანამედროვე ეპოქაში საჰაერო ტრანსპორტი ერთ-ერთი ძირითადი ელემენტია მსოფლიო ეკონომიკის განვითარების საქმეში, ყოველწლიურად იზრდება მსოფლიო ტურისტული ბაზარიც, რაც გარკვეულ წილად ბიუჯეტური ავიაკომპანიების ბაზარზე გამოჩენამ და დამკვიდრებამ განაპირობა. ბიუჯეტური ავიაკომპანიების პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი ეფუძნება ტურისტული სექტორის განვითარებას, რადგან ავიაცია არის ბიზნესი, რომელიც მსოფლიო მაშტაბით საკმაოდ დიდი შემოსავლების გენერირებას ახდენს, ხოლო დასაქმების კუთხით ერთ-ერთი მოწინავე სექტორია. სამოქალაქო ავიაციია ახდენს სხვადასხვა ბიზნეს სექტორების თანამშრომლობის სტიმულირებას, რაც ქვეყნებს საკუთარი ეკონომიკების განვითარებისა და მსოფლიო მასაშტაბით პოზიციონირების გაუმჯობესების საშუალებას აძლევს. რადგანაც ტურიზმის სფერო საქართველოს შემოსავლების მნიშვნელოვან წილს იკავებს, ხოლო ტურიზმი უშუალოდაა დამოკიდებული სამოქალაქო ავიაციაზე, შესაბამისად ავიაცია მიჩნეულია ქვეყნის ეკონომიკის განვითარების პრიორიტეტულ სფეროდ აღნიშნულიდან გამომდინარე საქართველო ცდილობს სფეროს განვითარებას, რათა მსოფლიო ტურისტებისათვის მიმზიდველ პროდუქტთან წვდობის მისაღები პირობების შეთავაზებით მოახდინოს საქართველოს მიმართ ინტერესის სტიმულირება. მსგავსი ღონისძიება დადებითად იმოქმედებს ტურისტთა რაოდენობის გაზრდაზე, რაც ტავისტავად შეუძლებელი იქნებოდა იმ ბიუჯეტური ავაკომპანიების სერვისების გარეშე, რომლების ოპერირებენ საქართველოს ბაზარზე.
ქვეყნისათვის მნიშვნელოვანია ძლიერი ავიაცია, რაც მეტ დასაქმებულს და დამატებით შემოსავალს ნიშნავს. ეკონომიკის განვითარების კუთხით უცხოური ავიაკომპანიების შემოსვლა ბაზარზე ქმნის დამატებით ინვესტიციების მოძიების საშუალებას, ასევე ბიუჯეტური ავიაკომპანიები ხელს უწყობს მეორადი აეროპორტების განვითარებას და რეგიონის პოპულარიზაციას უწყობს ხელს. აეროპორტებს და ავიაკომპანიებს აქვთ მნიშვნელოვანი დამსაქმებლებს როლი, რითიც ახდენენ გავლენას როგორც კონკრეტული ქვეყნის ასევე მსოფლიოს ეკონომიკაში. აეროპორტის მიერ მოხდენილი გავლენა რომელიც ეკონომიკაზე აისახება ორი კომპონენტისაგან შედგება. პირველი, დასაქმების ზრდის ტენდენციის, ინვესტიციების და გაზრდილი შემოსავლების მიერ რეგიონზე სტიმულირებული პირდაპირ ეკონომიკურ გავლენა; ხოლო მეორეს მხრივ აეროპორტის გეოგრაფიული მდებარეობით შექმნილი გარემო, რომელიც სხვადასხვა სფეროებს შორის თანამშრომლობას უწყობს ხელს.
კვლევის საფუძველზე დადგინდა, რომ ბიუჯეტური ავიაკომპანიების არსებობა ქვეყნის ეკონომიკაზე დადებითად მოქმედებს, ქმნის ბიზნეს სექტორების ურთიერთკავშირს,ქვეყანაში უცხოური ინვესტიციებით შემოსული თანხა ქვეყანას აძლევს საშუალებას გახდეს ეკონომიკურად ძლიერი და სტაბილური,რაც მსოფლიოს ბაზარზე ქვეყნის პოპულარიზაციას და მეტ ინვესტიციას ნიშნავს.

Nowadays, Air transport is one of the fundamental elements which affects develohpement of the world's economy, tourism industry, related businesses and market. Create and establish "Budget Airlines" is one of the keypoint to achieve such a developement.
One of the most important achievement of a budget airline is increasing rate of employment and revenues.
Collaburation between Civil aviation and related sectors in tourism industry, allowing countries to develop and improve their own global ranking.
As the tourism sector accounts for a significant share of Georgia's revenue, and tourism is directly dependent on civil aviation, aviation is considered as high priority field of development for the country's economic. Georgia is developing a sector to provide attractive productions for tourists which could directly impact on increasing the number of international visitor arrivals, revenue generated by tourism which would not have been possible without the services of budget airlines operating in the Georgian market.
URI: https://openscience.ge/handle/1/2946
ჩანს კოლექციებში:ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
Tornike Abazadze Samadistro.pdfსამოქალაქო ავიაციის ბაზარზე აღმოცენებული ბიუჯეტური ავიაკომპანიების ფენომენის როლი ეკონომიკის განვითარებაში1.09 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

253
checked on Apr 26, 2024

გადმოწერა

269
checked on Apr 26, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.