Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2945
Title: მგზავრთა პროფილირების თანამედროვე მეთოდების დანერგვა, აეროპორტებში პოტენციურად საშიში პირების იდენტიფიცირების მიზნით
Authors: ალანია, დავით 
Advisor: ტეფნაძე, სერგო 
Degree Name: ინჟინერიის დოქტორი
Degree Discipline: საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაცია
Institution: საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი 
Faculty: საინჟინრო ფაკულტეტი 
Keywords: უსაფრთხოების სისტემები
საავიაციო უსაფრთხოების უზრუნველყოფა
საავიაციო უშიშროების სამსახურების(სუს) შექმნა
Issue Date: 2021
Abstract: 
იმ პერიოდიდან, რაც მოხდა 2001 წლს 11 სექტემბრის ცნობილი ფაქტი აშშ-ში, აეროპორტების უსაფრთხოების სისტემები განიცდიან მნიშვნელოვან ცვლილებებს.
მეცნიერები ეთანხმებიან იმას, რომ საჭიროა მნიშვნელოვნად განახლდეს უსაფრთხოების სისტემები ახალი გამოწვევების გათვალისწინებით. ზოგადად, საავიაციო უსაფრთხოების უზრუნველყოფა ხდება იმ ღონისძიებების კომპლექსით, რომელიც ითვალისწინებს საავიაციო უშიშროების სამსახურების(სუს) შექმნასა და ფუქნციონირებას, აეროპორტების, საჰაერო ხომალდებისა და სამოქალაქო ავიაციის ობიექტების დაცვას, ეკიპაჟის წევრების, მომსახურე პერსონალის, მგზავრების, ხელბარგის, ბარგის, ფოსტის, ტვირთებისა და საბორტო მარაგის შემოწმებას, საჰაერო ხომალდების დაკავებისა და გატაცების მცდელობის თავიდან აცილებასა და აღკვეთას. საავიაციო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ჩართულია არა მხოლოდ საავიაციო უსაფრთხოების სამსახურები, არამედ სამართალდამცავი სტრუქტურების სხვადასხვა წარმომადგენლებიც.
„საავიაციო უშიშროების სამსახურის საქმიანობის ძირითად მიზანს წარმოადგენს სამოქალაქო აეროპორტებში საჰაერო ხომალდების, მგზავრების, მათი თანმქონი ნივთების, ხელბარგის, მგზავრის სტატუსის არმქონე პირების, საჰაერო ხომალდის საბორტო მარაგის, აეროპორტის მარაგის ბორტკვებისა და თანმდევი საშუალებების, ტვირთის/ფოსტის, ავიაგადამზიდველის მასალების, ავიაგადამზიდველის ფოსტის შემოწმება.
საავიაციო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში საავიაციო უშიშროების სამსახური უზრუნველყოფს შემოწმებებს, რომელიც ხორციელდება საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის, მგზავრების, მგზავრის სტატუსის არმქონე პირების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის, აგრეთვე საჰაერო ხომალდის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების, დაუფლების მცდელობის და/ან სამოქალაქო ავიაციის საქმიანობაში მართლსაწინააღმდეგო ქმედების სხვა აქტების აღკვეთის, იარაღის, საბრძოლო მასალების, ფეთქებადი ნივთიერებების, მომწამლავი, სწრაფაალებადი, რადიოაქტიური და საჰაერო ხომალდით გადასატანად აკრძალული სხვა სახიფათო საგნებისა და ნივთიერებების უკანონოდ გატანის აღკვეთის მიზნით .
ამდენად, სუს-ის ძირითად ამოცანას წარმოადგენს პოტენციურად საშიში პირების გამოვლენა უჩა-ს თავიდან ასაცილებლად და ასევე იმ საგნებისა და ნივთიერებების აღმოჩენა, რომელთა გადაზიდვაც აკრძალულია და რომლებიც შესაძლოა წარმოადგენდნენ საშიშროებას მგზავრებისთვის (სტუმრებისთვის), პერსონალისათვის, სამოქალაქო ავიაციის ობიექტისა და საჰაერო ხომალდისთვის.
ამავე დროს პოტენციურად საშიშ პირებს განეკუთვნება მგზავრები და სტუმრები და ასევე სამოქალაქო ავიაციის ობიექტის პერსონალი, რომელთაც აქვთ განზრახვა განახორციელონ უკანონო ჩარევის აქტი სა-ს ობიექტზე (საჰაერო ხომალდზე) ან რაიმე სახით წარმოადგენენ ჩართულს უკანონო ჩარევის აქტის მომზადებასა და ჩატარებაში.
აეროპორტებში და ბორტზე ადამიანის ქცევამ და ვიზუალმა შესაძლებელია შეშფოთების შეგრძნება გამოიწვიოს, რომელიც დაკავშირებული უსაფრთხოებასთან. როგორც წესი სპეციალისტები, საერთაშორისოდ აღიარებული მცნებების (რელიგია, რასა, კანის ფერი და ა.შ.) გათვალისწინებით ურჩევენ არ შეაფასონ მგზავრი. გამომდინარე აქედან მგზავრის უსაფრთხოების დონის ძირითად ინსტრუმენტად მოდის მგზავრის პროფილირება.
ექსპერტები იძლევიან რჩევას, შეზღუდული ტექნიკური საშუალებების არსებობობის პირობებში აკრძალური (საშიში) ნივთების აღმოჩენის მიმართულებით გამოიყენებულ იქნეს პროფილირების ტექნოლოგია. ეს იძლევა შესაძლებლობას უშიშროების სამსახურებმა მეტი ყურადღება გაამახვილონ იმ მგზავრებზე რომლებიც დიდი ალბათობით წარმოადგენენ საფრთხეს.
პროფილირება შეიძლება განისაზღვროს, როგორც ტექნიკა, რომელიც ხელს უწყობს პიროვნების და ქცევის ძირითადი მახასიათებლების იდენტიფიცირებას, დანაშაულის ელემენტების საფუძველზე, რომელიც მან ჩაიდინა ან/და გეგმაში აქვს ჩაიდინოს.
გაურკვეველი დამნაშავეების პროფილების შექმნა, ინციდენტის ადგილის ანალიზი, ინციდენტის ადგილის რეკონსტრუქცია, პიროვნების არაპირდაპირი შეფასება, რჩევა მოკვლევის ან გამოკითხვის შესახებ, შემოწმების შესრულებაში დახმარება, ჩვენებების ანალიზი, რისკების (საფრთხის) შეფასება; ეს ის მცირე ნაწილია რომლის რეალიზების საშუალებასაც იძლება მგზავრების პროფილირება.
მგზავრების პროფილირებას შეუძლია სარგებელი მოუტანოს ავიგადამზიდებს, აეროპორტებს და ქვეყნის ეკონომიკას სხვადასხვა გზით;
• ნაკლები შეფერხებები ავიაგადაზიდვებისას;
• შესაბამისი ტვირთის ხომალდზე განთავსების მაღალი გარანტი;
• ნაკლები ფინანსური დანახარჯები რომელიც შემდგომ ისახება ავიაბილეთების ფასებზე;
• რიგების მაქსიმალური კონტროლი და რეგისტრაციის დროის შემცირება;
• ინციდენტის ადრეულ (სანამ შედგება) დრომდე იდენტიფიცირების შესაძლებლობა;
• ტერორიზმის და სხვა საფრთხეების მიმართ დაცულობის დონის ამაღლება;
• მგზავრების და პოტენციური კლიენტების ნდობის ხარისხის ამაღლება.
ნაშრომში განხილულია პროფილირების სისტემის ინტეგრაცია და ინტეგრირების ეტაპები საავიაციო უსაფრთხოების არსებულ სისტემებთან საავიაციო უშიშროების მაღალი დონის უზრუნველსაყოფად თანამედროვე გამოწვევების გათვალისწინებით.

Since the well-known fact of September 11, 2001 in the United States, Airport Security Systems have undergone significant changes in the field of security systems.
Scientists agree that Security Systems need to be significantly upgraded to meet new challenges. In general, aviation security is ensured by set of measures that provide for: creation and operation of the Aviation Security Service (ASS), protection of airports, aircrafts and civil aviation facilities, crew members, service personnel, passengers, hand luggages, baggages, postal parcels, cargos and inspection onboard supplies. Also, prevention and suppression of attempts to delay, seize and hijack aircrafts. Not only Aviation Security Services are involved in providing aviation security, but also various representatives of Law Enforcement Agencies.
“The main goal of the Aviation Security Service is to check aircraft, passengers, their belongings, carry-on luggage, persons without passenger status, aircraft on-board supplies, airport supplies, food products for passengers and related accessories, cargo / postal parcels at airports, materials and mail of air carriers in civil airports.
As part of aviation security measures, the Aviation Security Service provides inspections for the purpose of: ensuring aviation security, protecting the life and health of passengers, people without passenger status, as well as protecting from illegal seizure, attempted seizure of an aircraft, and / or to suppress other illegal containment or other acts in the functioning of civil aviation, prevention of illegal transportation of weapons, ammunitions, explosives, poisonous, flammable, radioactive and other dangerous substances, as well as other dangerous stuffs and substances prohibited for being transported by aircraft.
Thus, the main task of the Aviation Security Service is to identify potentially dangerous individuals to prevent an act of unlawful interference, as well as to identify stuff and substances that are prohibited from being transported and that may pose a danger to passengers (guests), personnel, civil aircraft and aircraft.
At the same time, potentially dangerous person include passengers, visitors and also the personnel of the civil aviation facility who intend to carry out an act of unlawful interference at the civil aviation facility (aircraft) or are in any way involved in the preparation and implementation of an act of unlawful interference.
Human behavior and visuals at airports and on a board of aircraft can cause a sense of concern related to safety. As a rule, experts advise against evaluating passengers according to internationally recognized criteria, such as belonging to a particular religion, race, skin color, etc. Therefore, passenger profiling is recognized as a key tool for passenger safety.
Experts advise to use profiling technology to detect prohibited (dangerous) stuff in the presence of limited technical means. This allows Security Servicies to pay more attention to passengers who are most likely to be dangerous.
Profiling can be defined as a technique that helps to identify key characteristics of a person and his/her behavior based on elements of the crime he/she has committed and/or plans to commit.
Creation of profiles of undetected criminals, analysis of the scene of incidents, reconstruction of the scene of incidents, indirect assessment of a person, advice on search or interrogation, assistance in conducting inspections, analysis of testimony, risk (hazard) assessment; This is a small part of what can be accomplished by passenger profiling.
Air carriers, airports and the country's economy can benefit from passenger profiling in a variety of ways:
• Less delays in air transportation;
• High guarantee of placement of appropriate cargo on the aircraft;
• Lower financial costs, which are further reflected in air ticket prices;
• Maximum control of queues and reduction of registration time;
• The ability to identify incidents at an early stage (before it happens);
• Raising the level of protection against terrorism and other threats;
• Improving the level of trust from passengers and potential customers.
The paper discusses the integration of the profiling system and the stages of integration to ensure a high level of aviation security with existing Aviation Security Systems, taking into account modern challenges.
URI: https://openscience.ge/handle/1/2945
Appears in Collections:საინჟინრო ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Davit Alania Disertacia.pdfმგზავრთა პროფილირების თანამედროვე მეთოდების დანერგვა, აეროპორტებში პოტენციურად საშიში პირების იდენტიფიცირების მიზნით1.89 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.