Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2943
Title: ქართული საკლუბო ფეხბურთის სტრატეგია
Authors: ჭიჭინაძე, დიმიტრი 
Advisor: გოგიტაური, შოთა 
Degree Name: ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი სპორტის მენეჯმენტში
Degree Discipline: სპორტის მენეჯმენტი
Sport Management
Institution: საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 
Faculty: მწვრთნელთა ფაკულტეტი 
Keywords: ქართული საკლუბო ფეხბურთი
ქართული საკლუბო ფეხბურთის სტრატეგია
სპორტი, ფეხბურთი
სპორტის მენეჯმენტი
Issue Date: 2021
Abstract: 
სამაგისტრო ნაშრომი მოიცავს 35 გვერდს და შედგება 4 თავისაგან, რომლებიც ჩაშლილია 17 ქვეთავად. ნაშრომის ძირითადი ნაწილის შემდეგ შეგიძლიათ იხილოთ დასკვნა და რეკომენდაციები, ამის შემდგომ კი გამოყენებული ლიტერატურა.
ნაშრომის პირველ თავი ეთმობა მენეჯმენტის ნაწილს. იმას, თუ რას ნიშნავს, ზოგადად, მენეჯმენტი, რა არის მისი არსი და რატომ არის ის მნიშვნელოვანი. ამავე თავში მეორე ქვეთავი ეთმობა სპორულ მედიცინას, რომლის სწორად მართვაც სპორტულ და ზოგადად საფეხბურთო საქმიანობაში ძალიან მნიშვნელოვანია. მესამე ქვეთავში მიმოხილულია მსოფლიო ფეხბურთში მენეჯმენტის წარმატებული მაგალითები და ის, რაც შეიძლება ქართულმა საკლუბო ფეხბურთმა უკეთესი მომავლისათვის გამოიუენოს. ბოლო, მეოთხე ქვეთავი ასახავს ქართული კლუბების მენეჯმენტის პრობლემებს, არსებულ რეალობას, რა კეთდებოდა და რა კეთდება ახლა.
მეორე თავი ეთმობა ფინანსებს. მის პირველ ქვეთავში აღწერილია ფინანსების მნიშნელობა ზოგადად მსოფლიო სპორტში და მისი აუცილებლობა. მეორე თავში კონკრეტული საუბარი ფეხბურთში არსებულ ფინანსებზე და იმაზე, თუ რა მნიშვნელობა ენიჭება სპორტის ამ სახეობაში ტრანსფერებს. მოყვანილია გრაფიკები, რომლებიც ვიზუალურად , უკეთესად გვაჩვენებს არსებულ რეალობას და იმას, თუ რა თანხები იხარჯება ყოველწლიურად ამ დიდ ინდუსტრიაში, წამყვან თუ საშუალო დონის ჩემპიონატებში.
ამ თავის ბოლო ორი ქვეთავი ეთმობა ქართულ საკლუბო ფეხბურთში არსებულ რეალობას ფინანსური კუთხით. იმას, თუ როგორ იხარჯება თანხა. ბოლო ქვეთავში საუბარია ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდზე, რომელმაც 2016 წელს ფუნქციონირება დაიწყო. მესამე ქვეთავში განხილულია ფინანსური მიმართულება ქართულ საკლუბო ფეხბურთში. ეს საკითხი ნამდვილად პრობლემატურია და ფაქტია, რომ მისი მოგვარების გარეშე წარმატების მიღწევა რთული იქნება. მეორე თავის ბოლო ქვეთავი ეხება ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდს. ფონდი, რომლის საშუალებითაც სახელმწიფოსაგან მომავალი თანხა კლუბებს გადაეცემათ. განხილულია მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, მისი საჭიროება და შესაძლო ცვლილებები.
მესამე თავი ბავშვთა ფეხბურთს ეთმობა. მის პირველ ქვეთავში აღწერილია ბავშვთა ფეხბურთის მნიშვნელობა და ის, თუ რატომ არის აუცილებელი ამ კოპონენტის განვითარება. მეორე თავი ეთმობა აკადემიის დაფინანსების სისტემებს, იმას, თუ როგორ იღებენ შემოსავლებს საფეხბურთო აკადემიები და როგორ არსებობენ ისინი ფინანსური კუთხით. მესამე ქვეთავში საუბარი ბავშვთა ფეხბურთში ერთ-ერთ უმთავრეს კომპონენტზე - მწვრთნელებზე. გამოკვეთილია პრობლემები, განვითარების გზები და ის, თუ რატომაა საჭირო კვალიფიციური კადრები ამ მიმართულებით. მეოთხე ქვეთავში განხილულია აკადემიები ქართულ ფეხბურთში, აღწერილია დღევანდელი რეალობა და ის, თუ რა შედეგებს ვიღებთ აკადემიებით.
მეოთხე თავი ეხება თანამედროვე ფეხბურთის განუყოფელ ნაწილს - მარკეტინგს. პირველი ქვეთავი მარკეტინგის არსის წარმოჩენას ეთმობა. ამის შემდეგ, მოყვანილია ის მარკეტინგული კომპონენტები, რითაც საფეხბურთო კლუბები შემოსავალს იღებენ და თითოეულ კომპონენტს ცალკე ქვეთავები ეთმობა: ბილეთები, მერჩენდაიზინგი, სპონსორები. იმისათვის, რომ ქართული ფეხბურთი განვითარდეს, ეს კომპონენტები უმნიშნელოვანეს როლს შეასრულებს. ბოლო ქვეთავში კიდევ ერთხელ აღვწერთ არსებულ რეალობას ქართულ კლუბებში და კიდევ ერთხელ თვალნათლივ წარმოვაჩენთ პრობლემებს. ამავე თავში მოცემულია ინტერვიუ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ბრენდის დირექტორ თათა ბურდულთან. ის თავადაც საუბრობს იმ პრობლემებზე, რომლებიც დღეს არსებობს.
დასკვნასა და რეკომენდაციაში კეთდება შეჯამება. კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა პრობლემებს და საუბარია იმაზე, რა შეიძლება გაკეთდეს მომავალში უკეთესი ცხოვრებისათვის.
სამაგისტრო ნაშრომის მიზანია წარმოაჩინოს ქართულ საკლუბო ფეხბურთში არსებული პრობლემები, მისი იმიჯი საზოგადოებაში, ის, თუ რა არის შესაცვლელი და დაგვანახოს პრობლემების მოგვარების გზები.
URI: https://openscience.ge/handle/1/2943
Appears in Collections:მწვრთნელთა ფაკულტეტი (სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Dimitri Chichinadze Samagistro.pdfქართული საკლუბო ფეხბურთის სტრატეგია913.54 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.