გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/2941
სათაური: გლობალური კლიმატის ცვლილება სპორტის ჭრილში: გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები
ავტორები: გაბადაძე, გიორგი 
ხელმძღვანელი: გოგოლაძე, ნიკოლოზ 
ხარისხის სახელი: ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი სპორტის მენეჯმენტში
სასწავლო პროგრამის სახელი: სპორტის მენეჯმენტი
Sport Management
დაწესებულება: საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: მწვრთნელთა ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: გლობალური კლიმატის ცვლილება
გლობალური დათბობა
სპორტი
სპორტის მენეჯმენტი
Global Climate Change
Global Warming
Sport
Sports Management
გამოცემის თარიღი: 2021
რეზიუმე: 
სამაგისტრო ნაშრომი მოიცავს 64 გვერდს და შედგება 3 თავისგან, რომლებიც ჩაშლილია 7 ქვეთავად. ძირითად ნაწილს მოსდევს დასკვნა და რეკომენდაციები, რის შემდეგადაც მოყვანილია გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალი.
პირველი თავის პირველ ქვეთავში, მკითხველისთვის ნაშრომის დანარჩენი ნაწილებისთვის მოსამზადებლად, საუბარია თანამედროვე გლობალური კლიმატის ცვლილების არსზე, მის მოკლე ისტორიასა და ძირითად ნიშნებზე. ასევე განხილულია მისი ფენომენად წარმოშობისა და მასში ადამიანის ჩართულობის დამადასტურებელი ფაქტები, თუ როგორ განვითარდა კაცობრიობა ახალი, ენერგიის უფრო ეფექტური წყაროების აღმოჩენასთან ერთად და ამით პარალელურად რა სახის ზიანი მიაყენა საკუთარ საცხოვრისს. ქვეთავის ბოლოს საუბარია ამ ფენომენის არსებულ მდგომარეობასა და მეცნიერთა გამოთვლებითა და დაკვირვებით მომავლის განვითარების სხვადასხვა სცენარებზე.
იგივე თავის შემდეგ ქვეთავში ხაზი ესმება კლიმატის ცვლილებისა და მისი ძირითადი გარემო ნიშნის - გლობალური დათბობის ფუნდამენტურ ეფექტებს ადამიანებსა და გარემოზე. რადგან ეს ყველაფერი დედამიწის ატმოსფეროში ხდება და ამ უკანასკნელთან დაკავშირებულია მთელი ფლორა-ფაუნა მათივე საარსებო არეალით, შესაბამისად - ეს ქვეთავი პასუხობს კითხვებს თუ შესაბამისად რა სახის გავლენა აქვს ერთს მეორეზე. პლიუს ამას, საუბარია სხვადასხვა ეკოლოგიურ სირთულეებზე, რასაც კაცობრიობის ყოვლდღიურ ცხოვრებაში უფრო და უფრო ფართო მასშტაბით ვხვდებით.
მომდევრო თავი ეთმობა ცვლილებადი გარემო პირობების გავლენას სპორტის ინდუსტრიაზე და მისივე პირველ ქვეთავში ასახულია თუ როგორ მოქმედებს ის ზაფხულის სპორტის სახეობებზე. განხილულია ის გამოწვევები, სირთულეები და მწვავე შედეგები, რომელიც სპორტის ბიზნეს ინდუსტრიამ აქამდე თავისზე იწვნია და იგივეს გაზიარება დიდი ალბათობით მომავალშიც მოუწევს. ასევე საუბარია იმ ხერხებზე, რომელთა მეშვეობითაც სპორტის მენეჯერები წინააღმდეგობას უწევენ ზემოთ ხსენებულს და თუ როგორი ეფექტურობით გამოირჩევიან ისინი.
მეორე თავის მეორე ქვეთავი შინაარსით მსგავსია მისივე წინამორბედისგან იმ განსხვავებით რომ აქ საუბარია ზამთრის სპორტის სახეობებზე და ასევე მიწურული ნაწილი ეთმობა ზამთრის სპორტული ტურიზმის მდგომარეობას გლობალური დათბობის პირობებში.
შემდეგი ქვეთავი არის უშუალოდ ნაშრომის კვლევითი ნაწილი, სადაც შემდეგში მოყვანილი მეთოდების გამოყენებით გამოკვლეულ იქნა გლობალური კლიმატის ცვლილების გავლენა ამერიკის შეერთებული შტატების ზამთრის ტურიზმის ეკონომიკაზე 2010-2020 წლებში. ინფორმაციის უკეთ წარმოსაჩენად წარმოდგენილია 1 გრაფიკა და 7 დიაგრამა თავისივე აღწერილობებით.
ნაშრომის ძირითადი ნაწილის ბოლო - მესამე თავში განხილულია სპორტის მენეჯმენტის წვრილი გლობალური კლიმატის ცვლილების შეჩერებისკენ მიმართულ ბრძოლაში და ასევე საუბარია მის გადასაჭრელ გზებსა და მომავლის პერსპექტივებზე, რომელზედაც სპორტის მენეჯერები დიდ იმედებს ამყარებენ. აქ არსებული პირველი ქვეთავი ეთმობა საერთაშორისო სპურტული აქტორების, მათ შორის მენეჯერების, მათი ორგანიზაციების და სპორტსმენების, ძალისხმევას პრობლემის მოგვარების საკითხში, როგორც ინდივიდუალურად ისე კოლექტიურ რეჟიმში სხვადასხვა პოლიტიკურ და არა-პოლიტიკურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის სინქრონში. ასევე ყურადღება გამახვილებულია სპორტული ინფრასტრუქტურის გათანამედროვებაზე, რაც გარემოსთვის ეკო-მეგობრულობას მოიცავს.
რადგან განსხვავებული რეალობა შესაბამის რეაგირებას მოითხოვს, ბოლო თავის ასევე ბოლო - მეორე ქვეთავში საუბარია სპორტის მენეჯმენტში უკვე დამკვიდრებულ და შემდეგში გასათვალისწინებელ ახალ რეგულაციებზე, რომელიც მოიცავს მითითებებს მენეჯერების მიერ მათი ადამიანური და მატერიალური რესურსების მართვას, არსებული ბიზნეს პრაქტიკისთვის გადახედვასა და ასევე განათლების საკითს. ეს უკანასკნელი ადამიანებში ცნობადობის ამაღლებას და გამოწვევისადმი სათანადოდ მომზადებას ემსახურება.
სამაგისტრო ნაშრომის მიზანია გლობალური კლიმატის ცვლილების ფენომენის სპორტის ჭრილში წარმოჩენა და დაკავშირება ისე, რომ გამოჩნდეს როგორ მოქმედებს და რა სახის და მაშსტაბის გავლენა აქვს ერთს მეორეზე. ამის პარალელურად წარმოჩინდეს მასთან დაკავშირებული პრობლემის გადაჭრის გზები და მომავალთან დაკავშირებული პერსპექტივები.

The master thesis consists of 64 pages and 3 chapters, which are divided into 7 sub-chapters. The main part is followed by a conclusion and recommendations, after which a list of used literature is displayed.
The first sub-chapter of the first chapter, in order to prepare the reader for the rest of the paper, discusses the essence of modern global climate change, its brief history and key features. It also discusses the origins of its phenomenon and the involvement of humans in it, how humanity has evolved with the discovery of new, more efficient sources of energy, and in parallel what kind of damage it has done to its own habitat. The end of the sub-chapter discusses the current state of this phenomenon and the various scenarios for future development according to the scientists' calculations and observations.
The following sub-chapter of the same chapter underlines the effects of climate change and its main environmental sign – the global warming with its fundamental effects of global warming on people and the environment. Because all of this takes place in the Earth's atmosphere and the entire flora and fauna and their habitat are related to the latter, therefore, this subsection answers questions about what kind of influence they have on each other. There is also a discussion about the various ecological difficulties that humans encounter more and more widely in the daily life.
The next chapter focuses on the impact of changing environmental conditions on the sports industry, and its first sub-chapter describes how it affects summer sports. Discusses the challenges, difficulties and dire consequences that the sports business industry has faced so far and will likely have to share the same in the future. It also discusses the ways in which sports managers resist the above and how effectively they stand out.
The second subsection of the second chapter is similar in its content to its predecessor, except that it deals with winter sports and also the final part is devoted to the state of winter sports tourism in the context of global warming.
The following sub-chapter is a research part of the research paper, which uses the following methods, that are displayed in the research methodology part of the paper, to explore the impact of global climate change on the winter tourism economy in the United States in 2010-2020. In order to better present the information, 1 graph and 7 diagrams are presented with their descriptions.
The last - third chapter of the main part of the paper discusses the management of sports management in the fight against the global climate change and also discusses its solutions and future perspectives on which sports managers have high hopes. The first sub-chapter here is devoted to the efforts of international sports actors, including managers, their organizations and athletes, to address problem-solving efforts, both individually and collectively, in collaboration with various political and non-political organizations. The focus is also on modernizing the sports infrastructure and its examples, which include eco-friendliness for the environment.
Because this different reality requires appropriate response, the last sub-chapter of the last section discusses the already in charge new and yet to be implemented regulations in sports management that includes the guidelines for sport managers to manage their human and material resources, revise existing business practices, and educate people to raise awareness that serves to properly prepare their audience for the challenge.
The aim of the master thesis is to present the global climate change in context of sport and connect them in a way to display how does the first one affects another and on what scale. In parallel to this, the aim is also for problem solving ways and future perspectives related to this to be shown as well.
URI: https://openscience.ge/handle/1/2941
ჩანს კოლექციებში:მწვრთნელთა ფაკულტეტი (სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
iorgi gabadaze Samagistro.pdfგლობალური კლიმატის ცვლილება სპორტის ჭრილში: გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები686.82 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

200
checked on May 3, 2024

გადმოწერა

781
checked on May 3, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.