გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/2933
სათაური: თეატრი, როგორც სოციალური ცვლილებების ინსტრუმენტი
Theatre as a tool for social changes
ავტორები: ჩერქეზიშვილი, ნინო 
ხელმძღვანელი: ცაგარელი, თამარ 
ბოკუჩავა, თამარ 
რეცენზენტი: მაჩაბელი, მანანა 
აფხაზავა, გიორგი 
ხარისხის სახელი: ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი
სასწავლო პროგრამის სახელი: ხელოვნებათმცოდნეობითი კვლევები – თეატრმცოდნეობა „მსოფლიო თეატრი – ეპოქები, ასპექტები, ეტაპები“
დაწესებულება: საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: სახელოვნებო მეცნიერებიბის, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: სათეატრო ხელოვნება
აუგუსტო ბოალი
ჩაგრულთა თეატრი
ფორუმ თეატრი
გამოცემის თარიღი: 2020
რეზიუმე: 
XXI საუკუნეში სათეატრო ხელოვნებაში ახალი ეტაპი დგება, იქმნება სოციალური თეატრები: გამოყენებითი თეატრი, ჩაგრულთა თეატრი და სხვა. ახალი თეატრები, თავისი სოციალური ფუნქციით, ადამიანებს შორის კომუნიკაციის და კავშირის პირობად იქცევა. თეატრი ასახავს ინდივიდისა და სოციალური ჯგუფების ინტერესებს, არც თუ იშვიათად, სოციალური თუ პოლიტიკური დაპირისპირების პროცესებში აქტიურად ერთვება, და ხდება დამხმარე საშუალება - ინსტრუმენტი - ამ კონფლიქტური სიტუაციების მოსაგვარებლად. თეატრალური თამაში იმიტაციაა, წარსულის აწმყოში „გადმოტანაა“. ამ ტრანსპოზიციას თერაპიული და პედაგოგიური მნიშვნელობა ენიჭება.
წინამდებარე ნაშრომში აუგუსტო ბოალის ჩაგრულთა თეატრსა და ჩემს საკუთარ ექსპერიმენტებს განვიხილავ. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს სადოქტორო კვლევის ფარგლებში ჩემს მიერ დაარსებული საუნივერსიტეტო სასწავლო კურსი „თეატრალური დებატები“.
აუგუსტო ბოალის წარმოდგენა აგებულია იდეაზე, რომ წარმოდგენის მიმდინარეობის დროს ნებისმიერ „მაყურებელ–თანამონაწილეს“ (მაყურებელ-მსახიობს) შეუძლია თეატრალურ დადგმაში ჩაერიოს და პიესის ინსცენირებაში განვითარებულ მოვლენებზე საკუთარი პოზიცია გამოთქვას, პიესის კურსიც კი შეცვალოს. ბოალის მეთოდი, რომელიც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გამოიყენება, მიზნად ისახავს, რომ აუდიტორია თეატრალური წარმოდგენის აქტიურ მონაწილედ აქციოს, რაც ადამიანების და მათი გარემოს გაუმჯობესებასა და სასიკეთოდ გარდაქმნას ემსახურება.
სადისერტაციო ნაშრომი „თეატრი, როგორც სოციალური ცვლილებების ინსტრუმენტი“ არის პირველი მცდელობა საქართველოს სათეატრო მეცნიერებაში კომპლექსურად შეისწავლოს და დანერგოს თეატრის როლი სოციალურ და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში. მასში გამოკვლეულია ის ე.წ. არატრადიციული თეატრები, რომლებიც ხელს უწყობს ადამიანებს შორის დიალოგის, ჰუმანურობისა და ღირსების აღდგენას. კვლევაში ასახული თეატრალური დადგმები საფრანგეთში, NAJE-ს , ENTREES de JEU და IMAGE-AIGUE-ს თეატრებში პირადად ვნახე და შევისწავლე. კვლევას ვაწარმოებდი 9 წლის განმავლობაში, 2010-2018 წლებში. ჩემი საფრანგეთში ინტენსიური მუშაობის მთავარი ამოცანა იყო გამეანალიზებინა თუ როგორ შეძლეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სახელმწიფო სტრუქტურებმა იქ XXI საუკუნის ყველაზე მტკივნეული და მწვავე პრობლემების, როგორიცაა: ძალადობა, ჩაგვრა, ბულინგი, მოზარდებს შორის კონფლიქტი, უკანონო მშენებლობები, თეატრალური დებატების საშუალებით მოგვარება.

A new stage of theatrical art occurs in the XXI century: social theatres such as utilitarian theatre, the theatre of the oppressed etc. appear in the period. The new theatres, through their social functions, become a condition for communication and connection between people. The theatre covers the interests of individuals and social groups. It quite often intensely interferes with the processes of social and political confrontations and becomes a facilitator on the way of coping with these conflicting situations. Theatrical action is an imitation. It is a transfer of the past to the present day. This transposition assumes a therapeutic and pedagogical importance.
In this present study I analyse the theatre of the oppressed by Augusto Boali and the experiments conducted by me. The university course under the name of ,,Theatrical Debates" elaborated by me within the confines of the doctoral research arouses a special interest.
Theater - This is the form of knowledge, which can and must be the method of transforming the society." - said Brazilian Director and politician Augusto Boal and created the Theater of the Oppressed.
Greatest human and historic task of the oppressed is as follows: They have to free not only themselves, but oppressors as well. Oppressors that oppress and exploit the oppressed people through their power. They neither see themselves as oppressors nor acknowledge that they also need freedom. Oppressed must initiate the abolishment of oppression.
Methodology of Paolo Freire about political activation of target groups. Boal introduces Freire's Methodology into theater practice. Boal presents the new term: "Spect-actors" and this creates the new form - "Theatrical Debates", so called "Forum Theater". He also brings "Joker" i.e. "Moderator" in theatrical act. Imagination of Boal stands on an idea, whereas any "Spect -actors" can be involved in theatrical play during the play, express his/her position about play issues, even changing the play course. Method of Boal (used in many countries of the world) aims to turn the audience into active participant of the play, providing improvement of people and their environment.
Presently, many theater companies work in Europe and USA following the method created by Boal. Here in the work, we will show you the fragments from the plays created by the students and fellows of Boal. Plays "Simple and Difficult" and "Screen Dependence" belongs to the theater under the name "Among the Youth" (ENTRÉES DE JEU), and "Discrimination" and "People's Law of the Banks" belongs to the theater "NAJE" (abbreviation to Nous n'Abandonnerons Jamais l'Espoir).
URI: https://openscience.ge/handle/1/2933
ჩანს კოლექციებში:დისერტაციები

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
Nino Cherkezishvili disertatsia.pdfთეატრი, როგორც სოციალური ცვლილებების ინსტრუმენტი3.37 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

163
checked on May 1, 2024

გადმოწერა

185
checked on May 1, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.