Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2923
Title: საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივა რუსული ოკუპაციის პირობებში
Authors: გოჩიაშვილი, მარი 
Degree Name: უსაფრთხოების კვლევების მაგისტრი
Degree Discipline: ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოება
Institution: თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი 
Faculty: ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა 
Keywords: საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება
რუსული ოკუპაცია
საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია
ბუქარესტის 2008 წლის სამიტი
Issue Date: 2021
Abstract: 
უსაფრთხოება ნებისმიერი სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია, თუმცა, პატარა ქვეყნისთვის რთულად მოსაპოვებელი. ქვეყნის ჯანსაღი განვითარებაც პირველ რიგში უსაფრთხოებით იწყება. რუსული ოკუპაციის კვალდაკვალ კიდევ უფრო იზრდება უსაფრთხოების უზრუნველყოფის საჭიროება საქართველოსთვის. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება არის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილური განვითარებისთვის გარანტი.
სამაგისტრო ნაშრომი ეხება მეტად აქტუალურ საკითხს-საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას, რუსული ოკუპაციის პირობებში. მასში აღწერილია ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის არსი, რაობა და მნიშვნელობა. ნაშრომი ასევე მოიცავს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ისტორიას და განვითარების სხვადასხვა ეტაპებს.
სამაგისტრო ნაშრომი შედგება შესალის, ოთხი თავის, ქვეთავებისა და დასკვნისაგან. მოიცავს სულ 54 თაბახის ფურცელს. დასასრულს მითითებულია ბიბლიოგრაფია, რომელშიც წიგნებისა და სტატიებს გარდა მითითებულია სახელმწიფო ოფიციალური დოუმენტები, სოციალურ ქსელებში და ტელევიზიებში განთავსებული მასალები.
პირველი თავი ეხება ალიანსს. აღწერილია როდის, როგორ და რატომ შეიქმნა ის, რა არის მისი ზოგადი პოლიტიკა. ასევე, ხაზგასმულია მისი მნიშვნელობა საქართველოსთვის, რომ დასავლურ ოჯახში გაწევრიანება ქვეყნის ერვნული ინტერესია, რაც საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაშიც (2018) არის აღნიშნული.
მეორე თავი მოგვითხრობს ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის აღმოსავლეთ ეტაპობრივ გაფართოებაზე, მის მნიშვნელობაზე და ცოტას საქართველოზეც, რომელიც, სამწუხაროდ, ნატოს ამ აღმოსავლეთ გაფართოების ტალღაში ვერ მოხვდა. ამ თავშივე აღწერილია ის მრავალწლიანი ურთიერთობა, რაც ნატო-ს და საქათველოს აკავშირებთ. ასევე ხაზგასმულია თანამშრომლობის მექანიზმები, მნიშვნელოვანი პროგრამები და ღონისძიებები, რომლებიც ნატო-ს ეგიდით ხორციელდება საქართველოში.
მესამე თავში განხილულია ბუქარესტის 2008 წლის სამიტი, როგორც საქართველოსთვის ხელიდან გაშვებული შანსი, რომელსაც წინ კოსოვოს მოვლენები უსწრებდა. მოყვანილია ექსპერტების ნააზრევი. ასევე, გადმოცემულია კრემლის პოზიციები ამ მოვლენების კვალდაკვალ.
მეოთხე თავი დათმობილი აქვს მსჯელობას იმის შესახებ, თუ რა პერსპექტივა არსებობს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისა, რუსული ოკუპაციის პირობებში. ამავე თავში განხილულია უსაფრთხოების ექსპერტებისა და კონკრეტული პიროვნებების მოდელები, ინიციატივები და რეკომენდაციები საკვლევი თემის შესახებ, რომლებიც გამყარებულია კონკრეტული მაგალითების მიხედვით.
დასკვნაში ჩამოყალიბებულია კვლევის საფუძველზე მიღებული შედეგი, აღნიშნულია, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივა უდაოდ არსებობს, მთავარია რა გაკეთდება ამ პერსპექტივის შესანარჩუნებლად და გასაზრდელად. შეჯამებაში ასევე ნათქვამია რეკომენდაციებისა და სამომავლო განსახორციელებელი ნაბიჯების შესახებ, რომელიც პირველ რიგში მოიაზრებს ალიანსში გაწევრიანების საკითხის ფორსირებას, პოლიტიკური ნების არსებობას. უმნიშვნელოვანესია ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების ჯანსაღი ფუნქციონირება, სამხედრო რეფორმების აქტიურად გატარება, საგარეო არენაზე აქტიურობა, ნატოს სტანდარტების გათვალისწინება და დაახლოება ყველა სფეროში, რუსული ჰიბრიდული ომის მოგერიება-თავდაცვისუნარიანობის გაზრდა...

Security is important for any state, however, difficult to obtain for a small country. The healthy development of the country also starts with security in the first place. In the wake of the Russian occupation, the need for security for Georgia is growing. Joining the North Atlantic Alliance is a guarantee for the security and stable development of our country.
The master's thesis deals with a very topical issue - Georgia's membership in NATO in the conditions of Russian occupation. It describes the essence, nature and significance of the North Atlantic Treaty Organization. The paper also covers the history of NATO-Georgia cooperation and various stages of development.
The master thesis consists of an introduction, four chapters, subsections and a conclusion. Includes a total of 54 sheets of paper. At the end is a bibliography, which, in addition to books and articles, lists official state documents, materials posted on social networks and television.
The first chapter deals with the Alliance. Describes when, how and why it was created, what its general policy is. Also, its importance for Georgia is emphasized, that membership in the Western family is the national interest of the country, which is also mentioned in the concept of national security of Georgia (2018).
The second chapter tells us about the gradual enlargement of the North Atlantic Alliance, its importance and, to a lesser extent, Georgia, which, unfortunately, did not catch up with NATO in this wave of eastern expansion. This chapter describes the long-standing relationship between NATO and Georgia. It also highlights the mechanisms of cooperation, important programs and events implemented under the auspices of NATO in Georgia.
he third chapter discusses the 2008 Bucharest Summit as a missed opportunity for Georgia, preceded by the events in Kosovo. The opinion of experts is given. Also, the positions of the Kremlin in the wake of these events are presented.
The fourth chapter is devoted to discussing the prospects of Georgia's membership in NATO in the conditions of Russian occupation. The same chapter discusses models, initiatives, and recommendations of security experts and specific individuals on a research topic based on specific examples.
The report sets out the results obtained based on the research. It is noted that the prospect of Georgia's membership in NATO undoubtedly exists. The important thing is what will be done to maintain and enhance this perspective. The summary also mentions the recommendations and the steps to be taken in the future, which primarily consider forcing the issue of joining the Alliance, the existence of political will. The most important thing is the healthy functioning of democratic institutions in the country, active implementation of military reforms, activity in the foreign arena, compliance with NATO standards in all areas, repulsion of the Russian hybrid war - increase defense capabilities...
URI: https://openscience.ge/handle/1/2923
Appears in Collections:ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა (სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Mari Gochiashvili Samagistro.pdfსაქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივა რუსული ოკუპაციის პირობებში557.85 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

293
checked on Apr 25, 2024

Download(s)

238
checked on Apr 25, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.