Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2917
Title: ტერორიზმის ხასიათი და სახელმწიფოთა თანამშრომლობა
Authors: კობახიძე, ნინო 
Advisor: ლალიაშვილი, თამარ 
Degree Name: სისხლის სამართლის მაგისტრი
Master of Criminal Law
Degree Discipline: სისხლის სამართლის სამაგისტრო პროგრამა
Institution: თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი 
Faculty: სამართლის სკოლა 
Keywords: ტერორიზმი
ტერორიზმის კრიმინოლოგიური კლასიფიკაცია
სისხლის სამართალი
საერთაშორისო თანამშრომლობა
ეროვნული მართლმსაჯულების სისტემა
Issue Date: 2021
Abstract: 
ნაშრომი, ტერორიზმის ხასიათი და სახელმწიფოთა თანამშრომლობა, შედგება შესავალის, ორი თავის, თორმეტი ქვეთავის და დასკვნისაგან.
ნაშრომის პირველ თავში განხილულია ტერორიზმის კონცეფციის ფორმირება და დეფინიცია, ტერორიზმის კრიმინოლოგიური კლასიფიკაცია, ტერორიზმი სოციალურ კონფლიქტთა სპექტრში, საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩო, ასევე ინსტიტუციური მექანიზმები.
აღნიშნულია, რომ ტერორიზმის კლასიფიკაცია ემყარება ამა თუ იმ ასპექტის ამსახველ სხვადასხვა კრიტერიუმებს.ამის გათვალისწინებით კი მისი მრავალრიცხოვანი ჯგუფი შეიძლება არსებობდეს ვ.ვ. უსტინოვის მიიჩნევს, რომ კლასიფიკაციის სიმრავლე იწვევს იმ ფაქტს, რომ ხშირად შეუდარებელი ცნებები ერთ რიგში ერთნაირი მნიშვნელობით შეიძლება მოიაზრებოდეს, მართალია ტერორიზმის ბუნების მრავალფეროვნების გამო, მისი მრავალრიცხოვანი გამოყოფა შესაძლებელია.
ნაშრომის მეორე თავში, საერთაშორისო თანამშრომლობა ტერორიზმის წინააღმდეგ განხილულია საერთაშორისო თანამშრომლობა საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, საერთაშორისო თანამშრომლობა სისხლის სამართლის საქმეებში: ანტიტერორიზმი - კონტექსტი და მიმოხილვა, საქართველოს მონაწილეობა ტერორიზმის წინააღმდეგ საერთაშორისო ბრძოლაში, ინსტიტუციური ზედამხედველობის, ანგარიშვალდებულებისა და სტრატეგიის გადახედვის მექანიზმები საქართველოში, სისხლის სამართლის საკითხებში საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმები, ექსტრადაცია, საერთაშორისო თანამშრომლობა.
ტრანსნაციონალური ხასიათის გამო, ტერორიზმი, ისევე როგორც ყველა ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაული, სერიოზულ პრობლემებს უქმნის ეროვნული მართლმსაჯულების სისტემებს. ეროვნული სასამართლოები განიხილავენ დამნაშავეებს, ვინაიდან არ არსებობს საერთაშორისო სასამართლო, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს ტერორიზმის საქმეები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მოცემულია ისეთი ელემენტები, რომლებიც წარმოადგენს დანაშაულებს, რომელთა კომპეტენციაა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო განეკუთვნება.
ნაშრომი სრულდება დასკვნით.

The paper, The Nature of Terrorism and the Cooperation of States, consists of an introduction, two chapters, twelve subsections, and a conclusion. The first chapter of the paper discusses the formation and definition of the concept of terrorism, the criminological classification of terrorism, terrorism in the spectrum of social conflicts, the legislative and institutional framework, as well as institutional mechanisms.
It is noted that the classification of terrorism is based on various criteria reflecting this or that aspect. Given this, its numerous group may exist in V.V. Ustinov believes that the multiplicity of classifications leads to the fact that often incomparable concepts can be thought of in the same sense with the same meaning, although due to the diversity of the nature of terrorism, its multiple separations are possible.
The second chapter of the paper discusses international cooperation against terrorism. International cooperation in the fight against international terrorism. Forms, extradition, international cooperation.
Because of their transnational nature, terrorism, like all transnational organized crime, poses serious problems for national justice systems. National courts try criminals, as there is no international tribunal that has jurisdiction over terrorism cases, unless there are elements that constitute crimes that fall within the jurisdiction of the International Criminal Court.
The paper concludes.
URI: https://openscience.ge/handle/1/2917
Appears in Collections:სამართლის სკოლა (სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Nino Kobakhidze Samagistro.pdfტერორიზმის ხასიათი და სახელმწიფოთა თანამშრომლობა434.03 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

217
checked on Apr 20, 2024

Download(s)

501
checked on Apr 20, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.