Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2912
Title: საოჯახო დავების განხილვის საპროცესო სამართლებრივი თავისებურებანი არასრულწლოვანის ინტერესების დაცვის ჭრილში
Authors: დოლიძე, ლილე 
Advisor: ხარიტონაშვილი, ნინო 
Degree Name: კერძო (ბიზნეს) სამართლის მაგისტრი
Master of Private (Business) Law
Degree Discipline: კერძო (ბიზნეს) სამართლის სამაგისტრო პროგრამა
Institution: თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი 
Faculty: სამართლის სკოლა 
Keywords: არასრულწლოვანთა დაცვა
ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენცია
საოჯახო საქმეთა განხილვის სპეციფიკა
ბავშვის მოსმენა და მისი მოსაზრებების გათვალისწინება
Issue Date: 2021
Abstract: 
არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების დაცვა საერთაშორისო და აქედან გამომდინარე, ყოველი კონკრეტული სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ფუნდამენტური სტანდარტია. მნიშვნელოვან, საერთაშორისო დოკუმენტს, რომელიც არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებთან დაკავშირებულ ყველა საკითხს ამომწურავად გვთავაზობს ,,ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენცია'' წარმოადგენს. აღნიშნული კონვენციის თანახმად, ხელშემკვრელი სახელმწიფოები ერთხმად აღიარებენ ოჯახის, როგორც საზოგადოების ძირითადი უჯრედის მნიშვნელობას კაცობრიობის წინაშე. ოჯახის განსაკუთრებულ წევრებს ბავშვები წარმოადგენენ, რომელთა აღზრდასა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაზე, მათ საჭირო დაცვასა და ხელშეწყობაზე, პასუხისმგებლობას როგორც არასრულწლოვანის მშობლები და მისი ოჯახის წევრები, აგრეთვე სახელმწიფო კისრულობს , ბავშვი მისი პიროვნების სრულფასოვანი განვითარებისათვის უნდა იზრდებოდეს ოჯახურ გარემოცვაში, ბედნიერების, სიყვარულისა და გაგების ატმოსფეროში. სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევები, რომლებიც არასრულწლოვანთა უფლებებისა და საუკეთესო ინტერესების დარღვევას უკავშირდება. სახელმწიფო ამ დროს განსაკუთრებული პასუხიმგებლობის მატარებელ სუბიექტად გვევლინება. არასრულწლოვანის უფლებებთან დაკავშირებული თითოეული საკითხი გულისხმიერებას და ასეთი უფლებების დარღვევის განსაკუთრებულ შესწავლას მოითხოვს. შესაბამისად, ისევე როგორც საკანონმდებლო და აღმასრულებელი, ასევე სასამართლო ხელისუფლება ჩართულია საზოგადოების ამ მნიშვნელოვანი წევრების ინტერესთა დაცვის პროცესში. საოჯახო დავები სფეციფიურობით ხასიათდება, რაც განსაკუთრებით არასრულწლოვნების უფლებებსა და ინტერესებთან დაკავშირებული საქმეების განხილვის დროს ვლინდება .
ნაშრომში განხილული საკითხები შეეხება საერთაშორისო სამართლებრივ დებულებებს, რომელთა შესაბამისადაც მეტნაკლებად სისრულეშია მოყვანილი საქართველოს მოქმედი, რეალობის ამსახველი კანონმდებლობა. ჩემი ამ საკითხისადმი ინტერესი განაპირობა იმ გარემოებამ, რომ მიუხედავად არასრულწლოვანის კოდექსის არსებობისა , საპროცესო სამართალში მაინც , რჩება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც უარყოფითად მოქმედებს მათ ინტერესებზე.
აღნიშნული ნაშრომი მოიცავს დოგმატიურ და ნორმატიულ კვლევის მეთოდებს. ასევე გამოყენებულია, შედარებით-სამართლებრივი კვლევის მეთოდი, რომლის მიზანია საერთაშორისო სამართლებრივი და ქვეყნის შინადახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ურთიერთშედარება და აღნიშნულიდან გამომდინარე პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზის მოძიება.ზოგადმეცნიერული მეთოდი, მცირე ისტორიული ასპექტების გათვალისწინებით წარმოადგენს მოცემული ნაშრომის მეთოდოლოგიური კვლევის საფუძველს.

La protection des meilleurs intérêts des mineurs est une norme fondamentale du droit international et, par conséquent, de la législation d´État dans chaque État concret. "Convention relative aux droits de l´enfant" est un document international important qui aborde de manière exhaustive toutes les questions liées à l´intérêt supérieur du mineur. En vertu de cette Convention, les États contractants reconnaissent à l´unanimité la famille comme cellule principale de la société devant l´humanité. Les membres spéciaux de la famille sont les enfants, dont la responsabilité de l´éducation et du bien-être, de la protection et du soutien, dont ils ont besoin, est assumée par les parents du mineur et les membres de sa famille, ainsi que par l´État. L´enfant, pour le développement complet de sa personnalité, doit grandir dans un environnement familial, dans une atmosphère de bonheur, d´amour et de compréhension. Malheureusement, les cas de violation des droits et des meilleurs intérêts des mineurs sont fréquents. L´État représente, à ce moment, un sujet d´une responsabilité particulière. Chaque question relative aux droits d´un mineur nécessite un examen et une considération spéciale de la violation de ces droits. Par conséquent, le législatif et l´exécutif, ainsi que le pouvoir judiciaire, sont impliqués dans la protection des intérêts de ces membres importants de la société. Les conflits familiaux se caractérisent par leur spécificité, ce qui est particulièrement révélé lors de l´examen des affaires liées aux droits et aux intérêts des mineurs. Les conflits familiaux se caractérisent par leur spécificité, ce qui est particulièrement révélé lors de l´examen des affaires liées aux droits et aux intérêts des mineurs. Le but de cet article est de définir l´essence des caractéristiques juridiques procédurales du règlement des différends familiaux comme une condition préalable à la protection de l´intérêt supérieur du mineur et de mettre en évidence les lacunes législatives liées à ces différends, de trouver les moyens nécessaires pour les éliminer. Les questions abordées dans cet article se réfèrent aux dispositions juridiques internationales, selon lesquelles la législation actuelle, reflétant la réalité de la Géorgie, a été plus ou moins mise en œuvre.
URI: https://openscience.ge/handle/1/2912
Appears in Collections:სამართლის სკოლა (სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Lile Dolidze Samagistro.pdfსაოჯახო დავების განხილვის საპროცესო სამართლებრივი თავისებურებანი არასრულწლოვანის ინტერესების დაცვის ჭრილში822.74 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

135
checked on Apr 16, 2024

Download(s)

1,062
checked on Apr 16, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.