გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/2910
სათაური: სადაზღვევო კომპანიების გადახდისუნარიანობის მაჩვენებლები
ავტორები: გაჩეჩილაძე, გიორგი 
ხარისხის სახელი: ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა
დაწესებულება: თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: ბიზნესის და ინჟინერიის სკოლა 
საკვანძო სიტყვები: სადაზღვევო სისტემა
ეკონომიკური რეფორმები
დაზღვევის არსისა და ფუნქციების განსაზღვრა
საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარება
გამოცემის თარიღი: 2021
რეზიუმე: 
საბაზრო ეკონომიკის პირობებში სადაზღვევო სისტემის შემდგომი სრულყოფის აუცილებლობამ განაპირობა სამაგისტრო ნაშრომის მეცნიერული კვლევა, რომლის მიზანია; ქვეყანაში მიმდინარე რადიკალური ეკონომიკური რეფორმების შესწავლის საფუძველზე დაზღვევის სფეროში რეფორმის შემდგომი სრულყოფის მეთოდოლოგიური და მეთოდური წანამძღვრების შემუშავება. დასახული მიზნის მისაღწევად სამაგისტრო ნაშრომში შემუშავებული იქნა შემდეგი ძირითადი ამოცანები:
დაზღვევის ისტორიულ ასპექტში შესწავლა, დაზღვევის არსისა და ფუნქციების განსაზღვრა. მისი როლი და აუცილებლობა საბაზრო ეკონომიკის პირობებში. სადაზღვევო სისტემის მეთოდოლოგიური საკითხების ანალიზი;
დაზღვევის განვითარების რეტროსპექტიული ანალიზი და განზოგადება;
საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თავისებურებების გათვალისწინებით სადაზღვევო სისტემის, სადაზღვევო ბაზრის განვითარების მეთოდური საკითხების დამუშავება;
სადაზღვევო ბაზრის რეგულირების სრულყოფის პერსპექტივები;
ორგანიზაციულ-მეთოდური წინადადებების და რეკომენდაციების შემუშავება სადაზღვევო სისტემის ოპტიმიზაციის მიმართულებით.
კვლევის ობიექტს წარმოადგენს სადაზღვევო სისტემა, როგორც საბაზრო ეკონომიკის პირობებში ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფინანსო ინსტიტუტი. კვლევის საგანია სადაზღვევო სისტემის თეორიულ-მეთოდოლოგიური საფუძვლები, სადაზღვევო ბიზნესის ძირითადი მიმართულებები და მისი სრულყოფის გზები.

The inevitability of further improvement of insurance system in the market economy stipulated scientific research of master paper. On the bases of examination ongoing radical economic reforms, master work aims to elaborate methodological and methodical prerequisites for the perfection of reformation process of insurance system in Georgia. To achieve this goal, master work has following tasks:
To explore historical aspects, functions and essence of insurance. To study it’s role and necessity in the market economy. To analyze methodological issues of insurance system.
To apply retrospective analysis and generalization of development of insurance system.
To elaborate methodical issues for development of insurance system and insurance market, taking into consideration social-economic peculiarities of Georgia’s development.
To study perspectives of improvement of insurance market regulation.
To elaborate organizational-methodical proposals and recommendations for optimization of insurance system.
Research object is insurance system as one of the most significant financial institute in the market economy. Research subject is theoretical-methodological principles of insurance system, main directions of insurance business and ways of it’s improvement.
URI: https://openscience.ge/handle/1/2910
ჩანს კოლექციებში:ბიზნესის და ინჟინერიის სკოლა (სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
Giorgi Gachechiladze Samagistro .pdfსადაზღვევო კომპანიების გადახდისუნარიანობის მაჩვენებლები1.05 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

97
checked on May 26, 2024

გადმოწერა

492
checked on May 26, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.