Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2904
Title: ჯანმრთელობის დაზიანებით მიყენებული არამატერიალური ზიანის ანაზღაურება
Authors: ჯაჭვაძე, ანი 
Advisor: ლილუაშვილი, გია 
Degree Name: სამართლის მაგისტრი
Master of Law
Degree Discipline: სამართლის სამაგისტრო პროგრამა
Institution: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი 
Faculty: სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი 
Keywords: სამოქალაქო სამართალი
ზიანის ცნება
ჯანმრთელობის დაზიანებით მიყენებული ზიანი
ქართული კანონმდებლობა
Issue Date: 2021
Abstract: 
სამოქალაქო სამართალში, ზიანის ცნებაში მოიაზრება კანონით დაცული სიკეთეების ყოვეგვარი ხელყოფა. მორალური ზიანი ეს არის ეკონომიკურად გაუზომადი ზიანი. ჯანმრთელობის დაზიანებით მიყენებული ზიანში მოიაზრება ადამიანისათის კანონსაწინააღმდეგი ქმედებით მიყენებული ვნების შედეგად გამოწვეული სულიერი ტრამვა, რომლსაც ფულადი ეკვივლენტი არ გააჩნია. ჯანმრთელობის დაზიანებით მიყენებული მორალური ზიანის ანაზღურება მიზნად ისახავს პირისათვის მიყენებული ზიანის შედეგად გამოწვეული განცდის ან ტანჯვის აღკვეთის ან შემსუბუქებისაკენ, როგორიცაა მიყენებული არამატერიალური ზიანით გამოწვეული უხერხულობის, ტკივილების ჯანმრთელობის გაუარესების, ტანჯვით გამოწვეული ნეგატიური განცდების შემსუბუქება, ასევე დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც სამომავლოდ დაზარალებულს ეხმარება სულიერი გაწონასწორების მიღწევაში და სოციალური ურთიერთობებისა და საქმიანობაში ჩართვაში.
სასამართლო გადაწყვეტილებების ანალიზი გვიჩვენებს, რომ ჯანმრთელობის დაზიანებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა დღევანდელ სასამართლო პრაქტიკაში აქტუალური საკითხია. კვლევის დროს გამოიკვეთა პრობლემები, რომელიც თნ ახლავს მოთხოვნის საფუძვლებს და ანაზღაურების კრიტერიუმებს. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ქართული კანონმდებლობა ზიანის ანაზღაურების ზუსტი დეფინიციას არ განსაზღვრავს, რაც თავისთავად სასამართლო პრაქტიკის პრობლემას წაროადგენს, ამავდროულად, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა მხოლოდ კანონით დადგენილ ზუსტ შემთხვევებშია შესაძლებელი.
კვლევის დროს საკითხი განხილულია როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ჭრილში. რა შემთხვევებში და რა ოდენობით უნდა ანაზღაურდეს ჯანმრთელობის დაზიანებით მიყენებული მორალური ზიანი, რა კრიტერიუმებით უნდა შეფასდეს განცდილი სულიერი ტანჯვა და ფორმულით უნდა იქნეს ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა განსაზღვრული - ეს არის ის ძირითადი პრობლემატური საკითხები რომელსაც წავაწყდი კვლევის დროს.
წინამდებარე კვლევაში მოცემულია როგორც საკითხის თეორიული ასპექტი, ასევე ქართული და ადახმიანის უფლებათა ევროპული სამართლო პრაქტიკის ანალიზი.

In civil law, the idea of damage implies any type of encroachment of property protected under the law. The moral damage is a damage, which cannot be measured in economical view. Damage caused as a result of health damage implies any kind of illegal action causing moral trauma, which does not have a monetary equivalent. Compensation of moral damage for the health damage caused aims at minimization or elimination of the unpleasant experience or torture caused to a person a result of damage. Unpleasant experience or torture includes inconvenience caused by non-material damage, pain, health deterioration, mitigation of negative feelings caused by the torture, as well as emotions, which helps the victim to reach peace of mind in the future, restore his/her social interactions and involvement in activities.
Court decision analysis indicates, that requesting compensation for the health damage is a current topic of court practice. During the study certain problems accompanying claim ground and reimbursement criteria have been identified. First of all it shall be noted that, Georgian legislation does not provide accurate definition of damage compensation, what is a problem of court practice. At the same time, claim of damage compensation is admissible only in certain cases defined under the law.
During the study, the case was considered in the theoretical, as well as practical view. In what cases and to what extent should the moral damage caused by the damage of health shall be compensated, what shall be the criteria for defining mental torture experienced and how the amount of damage to be compensated shall be calculated- these are the basic issues, which I came across during my study.
This study provides both, theoretical aspects of the issue and the analysis of Georgian and European Court of Human Rights practices.
URI: https://openscience.ge/handle/1/2904
Appears in Collections:იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Ani Jachvadze Samagistro.pdfჯანმრთელობის დაზიანებით მიყენებული არამატერიალური ზიანის ანაზღაურება616.34 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

187
checked on Apr 23, 2024

Download(s)

273
checked on Apr 23, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.