Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2901
Title: აქციათა სავალდებულო მიყიდვა
Authors: მამასახლისი, მირიან 
Degree Name: სამართლის მაგისტრი
Master of Law
Degree Discipline: სამართლის სამაგისტრო პროგრამა
Institution: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი 
Faculty: იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
Keywords: ქართული სამართალი
სავალდებულო მიყიდვის ინსტიტუტი
სახელშეკრულებო თავისუფლება
მეწარმეთა შესახებ კანონი
Issue Date: 2021
Abstract: 
წინამდებარე ნაშრომში გაანალიზებულია აქციათა სავალდებულო მიყიდვის ინსტიტუტი ქართული სამართლის მიხედვით და შესადარებლად განხილულია, სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობაც აღნიშნულ საკითხთან მიმართებით.
აქციათა სავალდებულო მიყიდვის ინსტიტუტი აქტუალურობას არ კარგავს როგორც აქციონერთა ინტერესების თანაბარი დაცვის საჭიროებიდან გამომდინარე, ასევე ქვეყნის საერთო ეკონომიკური კლიმატის გაუმჯობესების მიზნით. სწორედ ამ საჭიროებებიდან გამომდინარე არღვევს ისეთ ძირითად და აუცილებელ პრინციპს კერძო სამართლისათვის, როგორიცაა სახელშეკრულებო თავისუფლება და გადაიკვეთება კონსტიტუციით გარანტირებულ საკუთრების უფლებასთან.
მეწარმეთა შესახებ კანონის ნორმა, რომელიც აქციათა 95%-ზე მეტი წილის მფლობელ აქციონერს უფლებას აძლევს გამოისყიდოს დანარჩენი აქციები, ვალდებულს ხდის მცირე აქციონერებს, დადონ არასასურველი გარიგება და საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ გაასხვისონ საკუთრება. აქედან გამომდინარე, ნაშრომში შეფასებულია აქციათა სავალდებულო მიყიდვის ინსტიტუტის მიმართება საკუთრების უფლებასა და სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპთან. შესაბამისად, განხილულია ნორმის კონსტიტუციურობის საკითხი და მისი ისტორიული განვითარება.
წინამდებარე სამაგისტრო ნაშრომი მოიცავს სავალდებულო მიყიდვის ინსტიტუტის (squeeze-out) მიმოხილვას, როგორც კონტინენტური ევროპის, აგრეთვე ამერიკული სამართლით. კვლევა თვალსაჩინოს ხდის განსახილველი ინსტიტუტის მნიშვნელობას მსოფლიო ბაზარზე, რამდენადაც აჩვენებს სხვადასხვა ქვეყნის მიერ დაწესებულ უფრო დაბალ ბარიერს, ან ალტერნატიული გზების ძიებას დაწესებული მაღალი ბარიერის გვერდის ავლის მიზნით.
ამგვარი არასასურველი გარიგების დადებისას, მცირე აქციონერთა დაცვა გამოიხატება მათთვის შესაბამისი ანაზღაურების გადაცემითა და სათანადო ინფორმაციის მიწოდებით. ნაშრომში შეფასებულია სასამართლოს როლი სამართლიანი ღირებულების დადგენის და მინორიტართა უფლებების დაცვის კუთხით.
ნაშრომში აქციათა სავალდებულო მიყიდვის ინსტიტუტი გააზრებულია როგორც აქციონერთა თვალთახედვით, ასევე საწარმოს ინტერესებიდან გამომდინარე. წინამდებარე კვლევა განიხილავს თანაბარი მოპყრობის პრინციპსა და მხარეთა შორის ბალანსს სწორედ სააქციო საზოგადოების, როგორც საწარმოს სამართლებრივი ბუნების კონტექსტში და შეიმუშავებს რეკომენდაციებს აღნიშნული ინსტიტუტის უკეთესად ფუნქციონირების მიზნით.
მაშასადამე, ქვემოთ მოცემულ თავებში განვიხილავთ სწორედ აქციათა სავალდებულო მიყიდვის ინსტიტუტს, მასთან დაკავშირებულ პრობლემებს და მის მნიშვნელობას სამეწარმეო სამართალში.
ნაშრომი მოიცავს რეზიუმეს, შინაარსს, შესავალს, ლიტერატურის მიმოხილვას, ძირითად თემას (რომელიც დაყოფილია თავებად და ქვეთავებად), კვლევის შედეგებს, დასკვნას და გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალს.

This paper analyzes the institution of compulsory sale of shares under Georgian law and for comparison, the legislation of different countries on this issue is also discussed.
The institution of compulsory sale of shares does not lose its relevance both due to the need to protect the interests of shareholders, as well as to improve the overall economic climate of the country. It is because of these needs that it violates a basic principle of private law such as contractual freedom and intersects with the constitutionally guaranteed property right.
The norm of the Law on Entrepreneurs, which allows a shareholder holding 95% of the shares to redeem the remaining shares, forces small shareholders to make an unwanted transaction and alienate the property against their will. Therefore, the paper evaluates the institution of compulsory sale of shares in relation to the principle of property rights and contractual freedom. Accordingly, the issue of the constitutionality of the norm and its historical development is discussed.
This master's thesis includes a review of squeeze-out under both continental European and American law. The study highlights the importance of the institution under consideration in the world market, as it shows the lower threshold imposed by different countries, or the search for alternative ways to bypass the high threshold imposed.
In concluding this undesirable deal, the minorities are protected by providing them with appropriate remuneration and providing them with appropriate information. The paper assesses the role of the court in establishing fair value and protecting the rights of minorities and develop recommendations for the better functioning of this institution.
Therefore, in the following chapters we will discuss the institution of compulsory sale of shares, the problems associated with it and its importance in business law.
The paper includes an abstract, table of contents, introduction, literature review, main topic (divided into chapters and subsections), research results, conclusion and a list of used literature.
URI: https://openscience.ge/handle/1/2901
Appears in Collections:იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Mirian Mamasakhlisi Samagistro.pdfაქციათა სავალდებულო მიყიდვა633.58 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

190
checked on Apr 24, 2024

Download(s)

485
checked on Apr 24, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.