Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2899
Title: შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების მისადაგება როგორც ვალდებულების შესრულების სამართლებრივი დაცვის მექანიზმი
Authors: მაისურაძე, ანა 
Advisor: კარტოზია, მაკა 
Degree Name: სამართლის მაგისტრი
Master of Law
Degree Discipline: სამართლის სამაგისტრო პროგრამა
Institution: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი 
Faculty: იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
Keywords: სახელშეკრულებო ურთიერთობები
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
ვალდებულებათა სისტემა
შეცვლილი გარემოებები
Issue Date: 2021
Abstract: 
Pacta sunt servanda ყველა მართლწესრიგის ფუძემდებლურ პრინციპს და სამოქალაქო სამართლის სტაბილურობის გარანტს წარმოადგენს, ამასთან განსაზღვრავს სახელშეკრულებო სამართლის წონასწორობასა და სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მთელ რიგ უფლება-მოვალეობებს. არამდგრადი პოლიტიკური ვითარების და მუდმივ ცვალებადი სოციალურ-ეკონომიკური გარემოს ფონზე სახელშეკრულებო ურთიერთობებში შეიძლება მხარეთა ნების დამოუკიდებლად შეიცვალოს და მათი კონსტროლის ფარგლებს გასცდეს ესა თუ ის გარემოება, ამდენად საჭიროა სამართლიანობის უზრუნველსაყოფად არსებობდეს გარკვეული მექანიზმი, რომელიც დარეგულირებს ასეთ შემთხვევებს.
სახელშეკრულებო ურთიერთობის მონაწილეებს არ ძალუძთ გაითვალისწინონს ყველა ის მოვლენა და გარემოება, რაც გავლენას მოახდენს ხელშეკრულების შესრულებაზე. შეცვლილი გარემოებების აღმოცენება სამოქალაქო ბრუნვის თანმდევი რისკია, რომლის დაბალანსება მხარეთა და რიგ შემთხვევაში სასამართლოს პრეროგატივას წარმოადგენს. შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების მექანიზმის ამოქმედებით ერთი შეხედვით თითქოს ზემოაღნიშნული პრინციპის რღვევას აქვს ადგილი, მაგრამ უნდა აღინიშნოს რომ იგი არათუ ირღვევა, არამედ ადგილს უთმობს კონცეფციას Clausula rebus sic stantibus - რომლის მიზანი სახელშეკრულებო ურთიერთობის შენარჩუნება, მხარეთა ორმხრივი ინტერესის გათვალისწინება და სახელშეკრულებო თანასწორობის უზრუნველყოფაა.
ხელშეკრულების შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგებით მართალია მხარეები ვერ დააბრუნებენ საწყის მდგომარეობას, რამეთუ სახეზეა ვითარების შეცვლის შედეგად გამოწვეული შედეგები, თუმცა მისი ადაპტირებით შესაძლებელია ნაკისრი ვალდებულების ნაწილობრივ შესრულება, რაც გრძელვადიანი ურთიერთობებისთვის უწყვეტობის მაჩვენებელი და მეტად სასარგებლის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს. ასეთ დროს ხომ მხარეებისთვის მნიშვნელოვანი ბალანსის დაცვა, ნდობის გამყარება და ურთიერთობის გადარჩენაა, რისთვისაც მათ დრო და რესურსი გაიღეს. ყოველივე ეს კეთილსინდისიერების პრინციპის გათვალისწინებით, სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ზნეობრივ-ფსიქოლოგიური ასპექტის დაცვითა და ერთმანეთისადმი გულისხმიერების გამოჩენითაა მიღწევადი.
კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსში განმტკიცებული 398-ე ნორმა თავისი არსით და ფუნქციით ვალდებულების შესრულების სამართლებრივი დაცვის მექანიზმია, მიუხედავად მრავალი პრობლემური საკითხისა და საკანონმდებლო ხარვეზის არსებობისა. წინამდებარე ნაშრომის მიზანს ამის წარმოჩენა, განხილვა, პოზიტიური სამართლისა და სასამართლო პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე ნორმის ნაკლოვანების აღმოსაფხვრელად რეკომენდაციების გაცემა წარმოადგენს.

Pacta sunt servanda is a fundamental principle and a guarantee of the stability of civil law. It also determines the balance of contract law and participants in civil turnover Rights and responsibilities. background of unstable political situation and constantly changing socio-economic environment, the contractual relationship may change independently of the will of the parties and beyond their control this or that circumstance, thus it is necessary to have a certain mechanism to ensure justice in such cases.
The parties to the contract are not able to take into account all the events and circumstances that will affect the performance of the contract. The emergence of altered circumstances is an inherent risk of civil turnover, the balancing of which is the prerogative of the parties and in some cases the court. With the enactment of the contract mechanism in the face of changing circumstances, at first glance it seems that the above principle is violated, but it should be noted that it is not violated, but gives place to the concept Clausula rebus sic stantibus - which aims to maintain a contractual relationship, mutual mutual interest and mutual respect.
Adapted to the changed circumstances of the contract, it is true that the parties can not return to the original state, because the consequences of changing the situation are in the face. However, by adapting it, it is possible to partially fulfill the obligation, which can be an indicator of continuity and long-term benefits for long-term relationships. At such times, it is important for the parties to maintain balance, build trust and maintain the relationship, for which they have taken the time and resources. All this is achieved by the principle of good faith, by observing the moral-psychological aspect of the parties and by showing kindness to one another.
It should be noted once again that despite many problematic issues and legislative shortcomings, the 398th norm enshrined in the Civil Code of Georgia is a mechanism for the legal protection of the fulfillment of an obligation in its essence and function. The purpose of this paper is to present and discuss this. Also, making recommendations based on the analysis of positive law and case law to eliminate the shortcomings of the norm.
URI: https://openscience.ge/handle/1/2899
Appears in Collections:იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Ana Maisuradze samnagistro.pdfშეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების მისადაგება როგორც ვალდებულების შესრულების სამართლებრივი დაცვის მექანიზმი828.87 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

228
checked on Apr 25, 2024

Download(s)

669
checked on Apr 25, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.