გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/2898
სათაური: საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევა: სისხლისსამართლებრივი დახასიათება
ავტორები: ბულია, დავით 
ხელმძღვანელი: როგავა, ზვიად 
ხარისხის სახელი: სამართლის მაგისტრი
Master of Law
სასწავლო პროგრამის სახელი: სამართლის სამაგისტრო პროგრამა
დაწესებულება: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
დანაშაული
ქმედების სუბიექტი
დანაშაულის საგანი
გამოცემის თარიღი: 2021
რეზიუმე: 
ნაშრომი შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკულად მნიშვნელოვან, 214-ე მუხლს, რომელიც იცავს არაერთ სამართლებრივ სიკეთეს და დიდ როლს თამაშობს როგორც ქვეყნის ფინანსური ინტერესების, ასევე უსაფრთხოების, მშვიდობის, გარემოს და ჯანმრთელობის დაცვის სფეროებში. მუხლის შემადგენლობიდან გამომდინარე ის ასევე არის მნიშვნელოვანი გარანტი ჩვენი რეგიონისთვისაც. სწორედ მისი ზემოაღნიშნული მრავალმხრივობა წარმოქმნის რიგ პრობლემებს პრაქტიკული კუთხით, ვინაიდან იცავს ისეთ სფეროებს, რომლებთან დაკავშირებით, არათუ სისხლისსამართლებრივი რეგულირების საკითხი, არამედ საქართველოს შესაბამისი ადმინისტრაციული კანონმდებლობაც დახვეწას საჭიროებს.
ნაშრომის ფარგლებში განხილულ და შეფასებული იქნა სასამართლოს კონკრეტული საქმეები და ზოგადი პრაქტიკა. გამოთხოვილი იქნა საჯარო უწყებებიდან კონტრაბანდასთან დაკავშირებული ინფორმაციები (სტატისტიკა) რეალური ვითარების ანალიზისთვის. მოძიებული იქნა სამეცნიერო წრეებში არსებული მოსაზრებები, ლიტერატურა და სახელმწიფოს გაცხადებული მიდგომები მუხლით გათვალისწინებულ ქმედებებთან მიმართებით.
ნაშრომში ყურადღება გამახვილებული იქნება შესწავლისა და ანალიზის შედეგად დადგენილ საკანონმდებლო თუ პრაქტიკულ ხარვეზებზე, ამავდროულად მოცემული იქნება რეკომენდაციის სახით პრაქტიკისა თუ საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესების გზები.

The master's thesis refers to one of the most critically important articles of the Criminal Code of Georgia, Article 214, which protects a number of legal benefits and plays a major role in the financial interests of the country as well as in the areas of safety, peace, environment and health. Due to the length of the article, it is also an important guarantee for our region. It is the above versatility that poses a number of problems in practical terms. As this article covers areas in which both the issue of criminal regulation and the administrative legislation of Georgia need to be refined.
Specific cases and general practice of the court were reviewed and evaluated within the framework of the master thesis. Information (statistics) related to smuggling was requested from public agencies for analysis of the real situation. Opinions, literature and the stated approaches of the state regarding the mentioned actions were found.
The master's thesis will focus on the legislative or practical shortcomings identified as a result of the study and analysis. At the same time, ways to improve the practice or the legal framework will be given as a recommendation.
URI: https://openscience.ge/handle/1/2898
ჩანს კოლექციებში:იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
Davit Bulia Samagistro.pdfსაქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევა: სისხლისსამართლებრივი დახასიათება688.79 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

108
checked on May 22, 2024

გადმოწერა

258
checked on May 22, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.