Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2897
Title: თავდებობის ხელშეკრულების ნამდვილობის წინაპირობები და თავდების პასუხისმგებლობის ფარგლები
Authors: ღამბარაშვილი, მარიამ 
Advisor: კვანტალიანი, ნუნუ 
Degree Name: სამართლის მაგისტრი
Master of Law
Degree Discipline: სამართლის სამაგისტრო პროგრამა
Institution: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი 
Faculty: იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
Keywords: სამართალი
თავდებობის სახეები
ხელშეკრულების სუბიექტები
კრედიტორი
Issue Date: 2021
Abstract: 
წარმოდგენილი ნაშრომის თემა არის „თავდებობის ხელშეკრულების ნამდვილობის წინაპირობები და თავდების პასუხისმგებლობის ფარგლები.“ ნაშრომში განხილული იქნება მოთხოვნის უზრუნველყოფის პიროვნული საშუალების-თავდებობის არსი, მისი მომწესრიგებელი საკანონმდებლო ნორმები, თავდებობის ხელშეკრულების ფორმა და ნაშრომის ძირითადი ასპექტები-თავდებობის ხელშეკრულების ნამდვილობისთვის დადგენილი წინაპირობები და თავდების პასუხისმგებლობის მოცულობა. ასევე განხილული იქნება პრაქტიკულ-სამართლებრივი ასპექტები, სასამართლო პრაქტიკა.
თავდებობა წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებას, აქედან გამომდინარე, დღესდღეობით საკმაოდ აქტიურად გამოიყენება საკრედიტო ურთიერთობებში.
თავდების პასუხისმგებლობის ფარგლები, რაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია თავდებობის ხელშეკრულებაში. ასევე წარმოდგენილი იქნება ის პირობები, რომლებიც აუცილებელია თავდებობის ნამდვილობისთვის.
კვლევა მოიცავს შესავალს, ათ თავს, სადაც განხილული იქნება თავდებობის ინსტიტუტის მნიშვნელოვანი ასპექტები, დასკვნას და ბიბლიოგრაფიას. I თავში განმარტებულია თავდებობის ცნება და მისი სამართლებრივი ბუნება. II თავი მოიცავს თავდებობის სახეებს: თავდებობას სუბსიდიარული და სოლიდარული პასუხისმგებლობით. III თავი ეხება ხელშეკრულების ნამდვილობის წინაპირობებს და დეტალურად განხილულია ყველა ის საფუძველი, რაც თავდებობის ხელშეკრულებას ნამდვილად აქცევს. IV თავში მოცემულია თავდებობის ხელშეკრულებით და კანონმდებლობით გათვალისწინებული მხარეთა უფლებები და მოვალეობები. V თავში განხილულია თავდებობის ხელშეკრულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობა-თავდების პასუხისმგებლობის ფარგლები, აქვე იქნება წარმოჩენილი, თუ რა შემთხვევაში შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს თავდების პასუხისმგებლობის ზღვრული ფარგლები. VI თავი მოიცავს თავდების უფლებებს და შესაგებლებს კრედიტორის მიმართ. VII თავში წარმოდგენილია თავდებობის გამიჯვნა მსგავსი ინსტიტუტებისგან, VIII თავში კი წარმოდგენილია თავდებობის მომწესრიგებელი ნორმების შედარებით-სამართლებრივი ანალიზი უცხო ქვეყნების მაგალითზე. IX თავი მოიცავს თავდებობისგან გათავისუფლების საფუძვლებს, ხოლო X თავში წარმოდგენილია თავდებობის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები.
ნაშრომში წარმოდგენილი იქნება თავდებობის შედარებით-სამართლებრივი ანალიზი სხვა ქვეყნების მომწესრიგებელ კანონმდებლობასთან მიმართებით და ასევე თავდებობის შედარება მომიჯნავე ინსტიტუტებთან.

The theme of the present work is “Prerequisities for the validity of the suretyship agreement and the scope of the surety’s liability.” I will also discuss surety’s regulatory legal norms, the form of the agreement and the main aspects of surety’s liability and prerequisities of the agreement. Practical-legal aspects, case law will also be discussed.
The suretyship is one of the most effective ways of securing demand, therefore, it is quite actively used in credit relations nowadays.
The presented theme will discuss in detail the concept of suretyship, the scope of liability, which is one of the most important detail in agreement. The necessary conditions for real agreement will also be presented.
The research includes an introduction, ten chapters, which will discuss important aspects of the surety institution, conclusion and bibliography. Chapter I explains the concept of suretyship and it’s legal nature. Chapter II includes the types of suretyship. Chapter III deals with the preconditions for the validity of the contract and discusses in detail all conditions, that make real surety agreement. Chapter IV includes the rights and obligations of the participants under the surety agreement. Chapter V discusses one of the most important terms of the surety agreement-the scope of the guarantor’s liability, it will also show the cases, when the limit of liability may be increased or decreased. Chapter VI presents surety’s rights and claims against the creditor. Chapter VII includes the separation of suretyship from similar institutions, while Chapter VIII presents a comparative legal analysis of the norms about suretyship on the example of foreign countries. Chapter IX includes the conditions of the released liability and the chapter X presents the grounds for the termination of the surety contract.
The paper will present a comparative-legal analysis of suretyship in relation to the regulatory legislation to other countries, as well as a comparison of suretyship with neighboring institutions.
URI: https://openscience.ge/handle/1/2897
Appears in Collections:იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
MNariam Gambarashvili Samagistro.pdfთავდებობის ხელშეკრულების ნამდვილობის წინაპირობები და თავდების პასუხისმგებლობის ფარგლები541.14 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

180
checked on Apr 19, 2024

Download(s)

601
checked on Apr 19, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.