Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2896
Title: ინტერესთა კონფლიქტის შემცველი გარიგებები და დირექტორთა პასუხისმგებლობა
Authors: კაკოიშვილი, თამთა 
Advisor: ცერცვაძე, ლაშა 
Degree Name: სამართლის მაგისტრი
Master of Law
Degree Discipline: სამართლის სამაგისტრო პროგრამა
Institution: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი 
Faculty: იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
Keywords: ,„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი
ინტერესთა კონფლიქტი
შედარებითი სამართლებრივი ანალიი
Issue Date: 2021
Abstract: 
სამეწარმეო საზოგადოებათა მარეგულირებელი საკანონმდებლო სივრცე თანამედროვე სამყაროს განვითარების შესაბამისად, ითხოვს ეფექტურ განახლებას და უფრო მყარ სამართლებრივ გარანტიებს, როგორც ბიზნეს სუბიექტებისა დამათ წიაღში მოღვაწე პროფესიონალებისთვის, აგრეთვე, ერთმანეთის წინაშე ანგარიშვალდებული საქმიანი ურთიერთობებით, მათთანდაკავშირებული მესამე პირებისათვის, ვინაიდან, სამეწარმეო ურთიერთობების მომწესრიგებელი ნორმები, უნდა პასუხობდეს არსებულ რეალობას, ითვალისწინებდეს საერთაშორისო სამართლებრივ მიღწევებს ამ დარგში, განსაკუთრებით, ევროკავშირისა და მისი წევრისახელმწიფოების სამართალში, იმ მიზნითაც, რომ 2014 წლის 27 ივნისს, საქართველოსათვის დადგა ისტორიული მოვლენა საქართველოს, ევროკავშირს, ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ხელმოწერილი „ასოცირებისშესახებშეთანხმებაერთისმხრივ, საქართველოსადამეორესმხრივ, ევროკავშირსდაევროპისატომურიენერგიისგაერთიანებასდამათწევრსახელმწიფოებსშორის“ შეთანხმებით, რითაც, ქვეყანამ იკისრა ვალდებულებანი ევროპულ თანამეგობრობაში ღირსეული წევრის ადგილის მოპოვებისათვის, რაც არის გრძელვადიანი და პასუხისმგებლობებით აღსავსე პროცესი, სადაც საქართველოს მოეთხოვება, ეროვნულ კანონმდებლობაში, აპროქსიმაციის გზით, ასახოს ევროკავშირის სამართალი, შემდგომში, ეფექტური აღსრულების უზრუნველყოფით.
ნაშრომი ეთმობა,„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ინტერესთა კონფლიქტის შემცველ გარიგებათა მნიშვნელობის განმარტებას და მითითებული გარიგებების გამოვლენისას, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და სააქციო საზოგადოებაში, ხელმძღვანელობის უფლებამოსილების მქონე სუბიექტის – დირექტორატის (დირექტორის)პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განსაზღვრას, ასევე,ამ მხრივ, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის რედაქციით შემოთავაზებულ უპირატესობაზე მსჯელობას.
ნაშრომის მიზანია, ისაუბროს ინტერესთა კონფლიქტის შემცველი გარიგებების გამოვლენისას არსებულ სამართლებრივ ხარვეზებზე, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით არასაკმარის ნორმატიულ მოწესრიგებაზე, იმსჯელოს სასამართლო გადაწყვეტილებათა ანალიზზე დაყრდნობით, მართლმსაჯულების ინსტანციების პოზიციურ მიმართულებებზე, თუ რა კუთხით არის სამართლებრივი მსჯელობა წარმართული, რამდენად უარყოფითი ეფექტები გააჩნია არასრულ საკანონომდებლო ბაზას შესაბამისი ინსტანციის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
ნაშრომში მომზადებულია შედარებით სამართლებრივ ანალიზზე დაყრდნობით, ამერიკის შეერთებული შტატების, განსაკუთრებით, დელავერის შტატის საკორპორაციო სამართლის და გერმანიის სამართლის მაგალითების შესაბამისად, ინტერესთა კონფლიქტის შემცველ გარიგებათა სამართლებრივი მოწესრიგების სფეროში. ნაშრომში ეროვნულ კანონმდებლობასთანშედარებულია მოცემულ სახელმწიფოთა სამართლებრივი მიღწევები, პოზიტიური გამოცდილების გაზიარების შემთხვევაში, დადებითი მხარეების წარმოჩენის მიზნით.
მიუხედავად, იმისა, რომ საკითხი აქტუალური მსჯელობის საგანია თანამედროვე პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სამართლებრივ პროცესებში, მისი კიდევ ერთხელ განხილვა დადებითადაისახება იმ პროცესებზე, რაც ხორციელება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში აუცილებელი ცვლილებების (იგულისხმება კანონპროექტი) განხორციელების მიზნით, წინამდებარე ნაშრომის თემატიკის გათვალისწინებით, „ინტერესთა კონფლიქტის“ შემცველი გარიგებების დეტალურად მოწესრიგების აუცილებლობასა და დირექტორატის პასუხისმგებლობის საკითხზე, რაც მოქმედ კანონში განხორციელების გზით, ხელმძღვანელობის უფლებამოსილების მქონე სუბიექტს – დირექტორს მისცემს მითითებას აღნიშნულისაგან თავის შეკავებაზე,უფრო მეტი სამართლებრივი განმარტებების დამკვიდრებით, მეორე კუთხით, კი დავის წარმოშობის შემთხვევაში, სასამართლო ინსტანციებს ექნებათ მსჯელობათა სამართლებრივად უფრო ფართოდ განშლის შესაძლებლობა – ჯანსაღი სასამართლო პრაქტიკის დამკვიდრებისა და კანონის მიზნების აღსრულებისათვის.

Legislative space regulating entrepreneurial societies In accordance with the development of the modern world,Calls for effective renewal and stronger legal safeguards; for business entities and For professionals working in their entrails, Also, For third parties related to each other in business relations, Whereas the norms governing entrepreneurial relations,Must answerThe existing reality,To take into account international legal achievements in this field, EspeciallyIn the law of the European Union and its Member States,In order to That on June 27, 2014, For Georgia Has come A historical eventAn agreement signed between Georgia, the European Union, the European Atomic Energy Union and their member statesThus,The country is committed to gaining a worthy member of the European Community, which is a long-term and responsible process in which Georgia is required, through approximation, to reflect EU law.
The paper is devoted to,In accordance with the Law of Georgia on Entrepreneurs, the definition of the significance of conflicts of interest and When detecting specified transactions, in Limited Liability Company and Joint Stock Company, The paper is devoted to,In accordance with the Law of Georgia on Entrepreneurs, the definition of the significance of conflicts of interest and When detecting specified transactions, Limited Liability Company and Joint Stock Company, Entity with the authority of management - Determining the issue of imposing the responsibility of the directorate (director), Also, in this regard, discuss the advantages proposed by the draft law of Georgia on Entrepreneurs.
The aim of the paper is Talk about the legal gaps in the detection of conflicts of interest, Insufficient normative regulation by the Law of Georgia on Entrepreneurs, Discuss based on the analysis of court decisions, On the positional directions of the courts of justice, In what way is the legal reasoning pagan, How many negative effects does the incomplete legal framework have on the decision-making process of the relevant instance.The paper is prepared based on a comparative legal analysis,The United States, in particular, Following the examples of Delaware's corporate law, German law, In the field of legal settlement of conflicts of interest.Although the issue is currently under discussion in modern political, economic or legal processes,Review it againHas a positive impact on the processes carried out in order to make the necessary changes to the Law of Georgia on Entrepreneurs (meaning the draft law); In the present paper Considering the topics,The need for detailed settlement of conflicts of interest and the responsibility of the directorate; Which, through the implementation of the current law, will instruct the subject-director with the authority to manage to refrain from this, by establishing more legal explanations, On the other hand, even in the event of a dispute, the courts will have the opportunity to spread the case more legally - in order to establish sound case law and enforce the goals of the law.
URI: https://openscience.ge/handle/1/2896
Appears in Collections:იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Tamata Kakoishvili Samagistro.pdfინტერესთა კონფლიქტის შემცველი გარიგებები და დირექტორთა პასუხისმგებლობა886.55 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

148
checked on Apr 26, 2024

Download(s)

452
checked on Apr 26, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.