Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2895
Title: მხარდაჭერის მიმღებ პირად ცნობის სამართლებრივი რეგულაცია და პრობლემები ქართულ სამართლებრივ სივრცეში
Authors: შერმადინი, გიორგი 
Advisor: კარტოზია, მაკა 
Degree Name: სამართლის მაგისტრი
Master of Law
Degree Discipline: სამართლის სამაგისტრო პროგრამა
Institution: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი 
Faculty: იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
Keywords: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მხარდაჭერის ინსტიტუტი
მხარდაჭერის მიმღები პირის უფლებრივი და სამართლებრივი მდგომარეობა
ევროპული და ქართული კანონმდებლობა
Issue Date: 2021
Abstract: 
წინამდებარე სამაგისტრო ნაშრომში განხილულია მხარდაჭერის ინსტიტუტის შემოღებამდე არსებული მდგომარეობა და დღეის მდგომარეობით არსებული მხარდაჭერის მიმღებ პირად ცნობის პროცედურა, სასამართლოს მიერ უკვე ცნობილი მხარდაჭერის მიმღები პირის უფლებრივი და სამართლებრივი მდგომარეობა, იმ პირების და ორგანიზაციების ფუნქცია და როლი, რომლებიც პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საქმეში არიან ჩართულნი, ასევე ის სირთულეები და საკანონმდებლო ხარვეზები რომელიც არსებობს პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საქმეში.
მიუხედავად იმისა, რომ მხარდაჭერის ინსტიტუტი რამოდენიმე წელია ფუნქციონირებს და ერთი შეხედვით ყველა თავდაპირველად არსებული ბუნდოვანი საკითხი დარეგულირებულია სასამართლოების მიერ დადგენილი პრაქტიკით, დღესაც უამრავი პრობლემაა ამ მიმართულებით, რომელთა გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს მხადაჭერის მიმღებ პირებს და მხარდამჭერებს ამ საქმის სასამართლოში წარმოებისას.
სამაგისტრო ნაშრომში ასევე განხილულია ევროპის წამყვანი ქვეყნების მიდგომები ამ საკითხთან დაკავშირებით, რათა ნაშრომი იძლეოდეს პარალელის გავლების შესაძლებლობას ამ საკითხზე ევროპულ და ქართულ კანონმდებლობებს შორის.
ნაშრომში დეტალურადაა განხილული ის საკითხები, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია საქმის სასამართლოში დასაწყებად და საწარმოებლად. ასევე ნაშრომში მითითებულია სასამართლოს მიდგომები ამ საკითხებთან დაკავშირებით.
ნაშრომი შედგება შესავლისა და ოთხი თავისაგან.
ნაშრომის პირველი თავი შეეხება ქმედუუნარობის სისტემის რეფორმამდე არსებულ სამართლებრივ მდგომარეობას იმ პირებისათვის, რომელთა დიაგნოზიც იყო „ჭკუასუსტობა“ ან „ სულით ავადმყოფობა“, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მნიშვნელობა და ამ გადაწყვეტილებით დამდგარი სამართლებრივი შედეგები.
ნაშრომის მეორე თავი შეეხება მხარდაჭერის მიმღებ პირად ცნობის პროცედურას, იმ უწყებებისა და პირების როლს, რომლებიც ამ საქმეში არიან ჩართულნი.
ნაშრომის მესამე თავი შეეხება მხარდაჭერის მიმღები პირების უფლებებს, რომლებიც მათ შეიძინეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 08 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ასევე ამ უფლების რეალიზაციასთან დაკავშირებულ პრობლემებს.
ნაშრომის მეოთხე თავში მითითებულია ის საკანონმდებლო ხარვეზები და სამართლებრივი პრობლემები, რომელიც ქმედუუნარობის ინსტიტუტის რეფორმას მოჰყვა და დღესაც აქტუალურ საკითხებად რჩება მხარდამჭერი პირისათვის. ასევე ნაშრომის მეოთხე თავი მოიცავს იმ პრობლემების გადაწყვეტის ალტერნატიულ საშუალებებს, რომლებიც დღეის მდგომარეობით გადაუჭრელია ამ თემის ირგვლივ.

This master’s thesis discusses the situation prior to the introduction of the institute of support and the current procedure of recognition asupporter recipient, the legal status of the supporter recipientalready recognized by the court, the function and role of the persons and organizations involved in the case of recognition as a supporter recipient, also the difficulties and legal gaps that exist in the case of recognition of a person as a supporter recipient.
Although the institute of support has been in operation for many years and initially at first glanse all the vague issues are regulated by the judicial practice, there are still numerous problems in this field, the solution of which will help supporter recipients and supporters during legal proceedings.
This master thesis also dels whith the approaches of the leading European countries in order to allow to draw parallels between European and Georgian legislation in this area.
The paper considers in details the issues that are crucial for initiating judicial proceedings. It also points out the approaches of the court on this topic.
The tesis consists of an introduction and four chapters. The introduction part includes the relevance of the topic, the general picture of the institution of incapacity before and after the reform.
The first chapter deals with the legal situation before the reform of the institution of incapacity for those who werediagnosed whith “mental weakness” or mental illness”, as well as the significance of the decision of the Constitutional Court and the legal consequences of that decision.
The second chapter is concerned with the procedure of recognition of the supporter recipient, the role of the organizations and individuals involved in this case.
The third chapter addresses the rights of the supporter recipients, which they have acquired by the decision of the Constitutional Court of Georgia (October 8th , 2014), along with the problems related to the realization of this rights.
The fourth chapter points out the legislative gaps and legal problems that followed thereform of the institution of in capacity and still remains as a pressing issue for each of the person who wants recognition as a supporter recipient and already recognized onec. It also includes the alternative solutions of the problems that are currently unresolved around this topic.
URI: https://openscience.ge/handle/1/2895
Appears in Collections:იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Giorgi Shermadini Samagistro.pdfმხარდაჭერის მიმღებ პირად ცნობის სამართლებრივი რეგულაცია და პრობლემები ქართულ სამართლებრივ სივრცეში613.5 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

238
checked on Apr 18, 2024

Download(s)

224
checked on Apr 18, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.