Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2894
Title: ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულების სპეციფიკა
Authors: არევაძე, ნიკა 
Degree Name: სამართლის მაგისტრი
Master of Law
Degree Discipline: სამართლის სამაგისტრო პროგრამა
Institution: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი 
Faculty: იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
Keywords: სამართალი
ნოტარიუსის მონაწილეობა გარიგებებში
სააღსრულებო ფურცლის გაცემა.
კრედიტორის განცხადება.
Issue Date: 2021
Abstract: 
სამართალი ცოცხალი ორგანიზმია, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი გამუდმებულად ვითარდება და რეაგირებს დროისა და ეპოქის მოთხოვნების შესაბამისად. თანამედროვე მსოფლიოს, პრაქტიკული სამართლის მნიშვნელოვან გამოწვევას, სამოქალაქო ბრუნვის სიჩქარის გაზრდა წარმოადგენს, რისი მიღების მიზნითაც საკანონმდებლო სივრცე არ წყვეტს სხვადასხვა ეფექტური მექანიზმების შემუშავებას, რაც შესაძლებელს გახდის კრედიტორის უმოკლეს ვადებში, მაქსიმალურად ეფექტიანად დაკმაყოფილებას, დასახელებული თავისმხრივ მნიშვნელოვნად ზრდის და ხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებას, რაც ესეც უნდა იყოს, თუმცა არა სამართლის უმთავრესი პრინციპის, თანაბარუფლებიანობის ხარჯზე.
ნოტარიუსისთვის სააღსრულებო ფურცლის გაცემის უფლებამოსილების დელეგირება, მიზნად ისახავს სამოქალაქო ბრუნვის სისწრაფის გაზრდასა და სახელშეკრულებო ვალდებულებებიდან გამომდინარე წარმოშობილი სასამართლო დავების მინიმიზირებას, რაც ცაკლე აღებული დაცვის ღირსი ინტერესია, თუმცა დღევანდელი მოცემულობით მოწესრიგბის პირობებში საკამათოა როგორც ამ მიზნის მიღწევადობა, ასევე მისი შედეგი, კერძოდ ეჭვქვეშ დგება როგორც დეკლარირებული მიზნის მიღწევის შესაძლებლობა, ასევე ის ეფექტი რასაც ნაშრომში განხილული ინსტიტუტი იწვევს.
დღეს ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემა, იმდაგვარადაა კოდიფიცირებული, რომ ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის გაცემა უწევს მარტოოდენ კრედიტორის განცხადებასა და ვალდებულების ოდენობაზე მითითების დაყრდნობით, ხოლო მოვალე ამ პროცესისგან განცალკევებით, მოწყვეტილადაა დარჩენილი.
წინამდებარე ნაშრომშის მიზანს სწორედ იმ თავისებურებების განხილვა წარმოადგენდა, რომელიც ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემას ახლავს თან, მასში განხილულია ის სამართლებრივი ინსტრუმენტები, რომლითაც თვითონ კრედიტორს და მოვალეს შეუძლიათ დაიცვან საკუთარი უფლებები.
ჯამში შესაძლოა ითქვას, რომ კრედიტორს, ინტერესის დასაკმაყოფილებლად გააჩნია ფართე სპექტრი, უფლებათა რეალიზების უზრუნელსაყოფად, ანუ იძულებითი მექანიზმით შესრულების მიღებისთვის აუცილებელი აქტის, სააღსრულებო ფურცლის მისაღებად, მას შეუძლია მიმართოს სასამართლოს; (მათ შორის საარბიტრაჟო სასამართლოს, თუკი ასეთი შეთანხმება მხარეთა შორის არსებობს) აღსრულების ეროვნულ ბიუროს და ნოტარიუსს. თავისმხრივ დასახელებული მექანიზმები წინამდებარე ნაშრომში ცალ-ცალკე იქნა განხილული ნოტარიუსის მერ სააღსრულებო ფურცლის გაცემასთან შედარების თვალაზრისით, ნაშრომის შემდეგი მიზნის, ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ეფექტიანობისა და დაბალანსებულობის შესამოწმებლად, კერძოდ შეესაბამება თუ არა, სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოქმედი მექანიზმი სამართლის პრინციპებს, რომელიც კრედიტორის დაკმაყოფილების ალტერნატიულ საშუალებებშია ასახული.

Law is a living organism, which means that it is constantly evolving and responding to the demands of time and epoch. In the modern world, an important challenge of practical law is to increase the speed of civil turnover, for the purpose of which the legislative space does not stop developing various effective mechanisms, which makes enable for the creditor to be satisfied as efficiently as possible in the shortest possible time, significantly increases the named and promotes economic development, which it should be, but not at the expense of the fundamental principle law of equality.
Delegating the authority to issue a writ of enforcement to a notary, with the aim of increasing the speed of civil turnover and minimizing litigation arising out of contractual obligations which is a worthy interest of protection taken from the piece, however, in the present circumstances, both the achievement of this goal and its outcome are controversial, in particular, the possibility of achieving the declared goal, as well as the effect caused by the institution discussed in the paper.
Today, the issuance of a writ of enforcement by a notary is codified in such a way that the notary has to issue a writ of enforcement sheet based only on the statement of the creditor and the amount of the obligation, while the debtor is separated from this process.
The purpose of previous paper was to discuss the features that accompany the issuance of a writ of enforcement by a notary, it discusses the legal instruments by which the creditor and the debtor can protect their rights.
In general, it can be said that the creditor, in order to satisfy the interest, has a wide range, to ensure the realization of the rights, that is, to obtain the act of enforcement, the writ of enforecement, he can appeal to the court, (Including the arbitral tribunal, if such agreement exists between the parties) National Bureau of Enforcement and Notary. In turn The named mechanisms have been discussed separately in the present paper in terms of comparison with the issuance of a writ of enforcement by a notary, for the next purpose of the paper, to check the effectiveness and balance of the writ of execution issued by a notary, in particular, whether the current mechanism of issuing a writ of execution is in accordance with the principles of law, which are reflected in alternative means of creditor satisfaction.
URI: https://openscience.ge/handle/1/2894
Appears in Collections:იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Nika Arevadze Samagisro.pdfნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულების სპეციფიკა516.13 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

125
checked on Apr 26, 2024

Download(s)

337
checked on Apr 26, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.