Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2892
Title: დაკავების სტანდარტი სისხლის სამართლის პროცესში და მისი შესაბამისობა ევროპულ სტანდარტებთან
Authors: ჩაკვეტაძე, ანა 
Advisor: მეურმიშვილი, ბესიკ 
Degree Name: სამართლის მაგისტრი
Master of Law
Degree Discipline: სამართლის სამაგისტრო პროგრამა
Institution: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი 
Faculty: იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
Keywords: თავისუფლების უფლება
ევროპული კონვენცია
პირის დაკავება
ევროპული სტანდარტები
Issue Date: 2021
Abstract: 
ადამიანის უფლებებს რთული, მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს,რომელიც მთელი ამ დროის მანძილზე ინდივიდუალური უფლებებისთვის ბრძოლას უკავშირდება.საქართველოში მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი,კონსტიტუციის შესაბამისად, ორიენტირებულია ადამიანის უფლებათა დაცვისა და, კერძოდ, დაკავების ინსტიტუტის სამართლებრივი რეგლამენტაციის თანამედროვე სტანდარტზე.მიუხედავად სამართლებრივად დაცული სიკეთისა, იგი არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას და მასში ჩარევას ითვალისწინებს როგორც საქართველოს უზენაესი კანონი, ასევე საერთაშორისო დოკუმენტები.სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიებათა შორის, ცენტრალური ადგილი ადამიანის ფუნდამენტური უფლების პიროვნების ხელშეუხებლობის, მისი თავისუფლების ხელმყოფ ღონისძიებას-პირის დაკავებას ეთმობა,რომელიც რეგულირდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 170-ე მუხლით.ნებისმიერი ადამიანის თავისუფლების უფლების შეზღუდვა - დაკავება,როგორც უკიდურესი ღონისძიება უნდა მოხდეს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მაშინ როდესაც ალტერნატიული გზებით მიზანი ვერ მიიღწევა.ამიტომ მნიშვნელოვანია განისაზღვროს თუ როგორი შემთხვევა წარმოადგენს უკიდურეს აუცილებლობას და რა საფუძვლის არსებობისას,ვის და რა შემთვევებში შეუძლია პირს აღუკვეთოს თავისუფლება და რა ვალდებულებები ეკისრება სახელმწიფოს - პირის დაკავებისას.დაკავებისა და პატიმრობის შესახებ არსებული სტანდარტები წარმოადგენს სამართლებრივი დაცვის გარანტს და ამავდროულად იცავს დაკავებულსა და პატიმრობაში მყოფ პირს წამების და სხვა არასათანადო მოპყრობისაგან.სამაგისტრო ნაშრომში გაანალიზებულია დაკავების, როგორც ეროვნული სასამართლოების მიერ დაწესებული საფუძვლების,წესებისა და სტანდარტების პროცედურული ხასიათი,ისე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა.

Human rights have a complex, centuries-old history that, this time, is associated with the struggle for individual rights. Georgian Criminal Procedure Code in force, by the Constitution, is focused on the modern standard of legal regulation of the Institute of Human Rights and Detention. Despite the legally protected good, it is not an absolute right and can be interfered with by the supreme law of Georgia and international documents. Among the measures of criminal procedural legal coercion, the central place is devoted to the detention of fundamental human rights dedicated to the arrest of a person, which is regulated by Article 170 of the Criminal Procedure Code of Georgia. Restriction of the right to liberty of any person – detention or arrest as an extreme measure should be provided in cases by law when the goal can not be achieved through alternative means. It is essential to determine what kind of case is an extreme necessity, on what grounds, by whom, and in what circumstances a person can be deprived of liberty, and what are the state’s obligations when detaining a person. Existing standards of detention and imprisonment provide a guarantee of legal protection. At the same time, it protects the detainee from torture and other ill-treatment.
The master's thesis analyzes the grounds for detention as established by national courts, the procedural nature of rules and standards, and the European Protection of Human Rights and Fundamental Freedoms practiced by the European Court of Human Rights.
URI: https://openscience.ge/handle/1/2892
Appears in Collections:იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Ana Chakvetadze Samagistro.pdfდაკავების სტანდარტი სისხლის სამართლის პროცესში და მისი შესაბამისობა ევროპულ სტანდარტებთან648.67 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

169
checked on Apr 25, 2024

Download(s)

359
checked on Apr 25, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.